19 წლის ტომ ტორპი „იუნაიტედის“ რეზერვებში სკოტ ვუტონთან და მაიკლ კინთან ერთად თამაშობდა, რომელთაც მოგეხსენებათ უკვე ხვდათ სერ ალექსის პირველ გუნდშჲ თამაშჲს ბედნიერება.
როდესაც მას ჰკითხეს იყო თუ არა მისი მიზანი ვუტონთან და კინთან შეჯიბრება მან MUTV-ს შემდეგი რამ განუცხადა: „დიახ აუცილებლათ. როდესაც შენ უყურებ მათ თამაშს ხვდები, რომ ერთ დღეს შენც მოგეცემა მათ ადგილას დგომის შესაძლებლობა. იმედია მე განვაგრძობ პროგრესირებას და შევძლებ ამის გაკეთებას.
„ვფიქრობ ეს გამოცდილების საკითხია - განსაკუთრებით სკოტისთვის, რომელიც იჯარის წესით იყო განათხოვრებული და უკვე სრულყოფილად ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას. მე უბრალოდ უნდა განვაგრძო ჩემს თავზე მუშაობა, ვითამაშო კარგად როდესაც შანსი მომეცემა და ვაჩვენო ხალხს თუ რა შემიძლია.“
„სანდერლენდის“ რეზერვების წინააღმდეგ მატჩში უკანა ხაზზე სწორედ ტომი გამოირჩეოდა, რითაც ის ძალზედ ნასიამოვნები დარჩა.
„ჩვენ კარგად ვიცავდით თავს, - განაცხადა მან. „ჩვენ მეტად უნდა გავფრთხილებოდით ბურთს მაგრამ ვფიქრობ, დაცვაშჲ მთელმა გუნდმა კარგად ვითამაშეთ. ნამდვილად არ იყო ადვილი ამოცანა კონორ უიკჰემის წინააღმდეგ თამაში, რომელსაც უკვე საკმაო გამოცდილება გააჩნია. ის ფიზიკურად საკმაოდ ძlიერია და გოლის გატანის საოცარი ალღო აქვს.“