თბილისი:
მანჩესტერი:
15-10-2012, 17:03
ავტორი: APeX,
ნანახია: 2975,
კომენტარები: 12
ტორპის პირველ გუნდში მოხვედრა სურს
ტომ ტორპი იმედოვნებს, რომ სკოტ ვუტონისა და მაიკლ კინის მსგავსად პირველ გუნდში მოხვდება...
ტორპის პირველ გუნდში მოხვედრა სურს
19 წლის ტომ ტორპი „იუნაიტედის“ რეზერვებში სკოტ ვუტონთან და მაიკლ კინთან ერთად თამაშობდა, რომელთაც მოგეხსენებათ უკვე ხვდათ სერ ალექსის პირველ გუნდშჲ თამაშჲს ბედნიერება.

როდესაც მას ჰკითხეს იყო თუ არა მისი მიზანი ვუტონთან და კინთან შეჯიბრება მან MUTV-ს შემდეგი რამ განუცხადა: „დიახ აუცილებლათ. როდესაც შენ უყურებ მათ თამაშს ხვდები, რომ ერთ დღეს შენც მოგეცემა მათ ადგილას დგომის შესაძლებლობა. იმედია მე განვაგრძობ პროგრესირებას და შევძლებ ამის გაკეთებას.

„ვფიქრობ ეს გამოცდილების საკითხია - განსაკუთრებით სკოტისთვის, რომელიც იჯარის წესით იყო განათხოვრებული და უკვე სრულყოფილად ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას. მე უბრალოდ უნდა განვაგრძო ჩემს თავზე მუშაობა, ვითამაშო კარგად როდესაც შანსი მომეცემა და ვაჩვენო ხალხს თუ რა შემიძლია.“

„სანდერლენდის“ რეზერვების წინააღმდეგ მატჩში უკანა ხაზზე სწორედ ტომი გამოირჩეოდა, რითაც ის ძალზედ ნასიამოვნები დარჩა.

„ჩვენ კარგად ვიცავდით თავს, - განაცხადა მან. „ჩვენ მეტად უნდა გავფრთხილებოდით ბურთს მაგრამ ვფიქრობ, დაცვაშჲ მთელმა გუნდმა კარგად ვითამაშეთ. ნამდვილად არ იყო ადვილი ამოცანა კონორ უიკჰემის წინააღმდეგ თამაში, რომელსაც უკვე საკმაო გამოცდილება გააჩნია. ის ფიზიკურად საკმაოდ ძlიერია და გოლის გატანის საოცარი ალღო აქვს.“

წყარო: manutd.com
ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: Ví Ví
16 ოქტომბერი 2012 19:02
  • სიახლეები: 41
  • კომენტარები: 1619
რა მაგარი სურათია მთავარზე :D რა გამოხედვა აქ :D
0
№12
ავტორი: TrueRed
26 თებერვალი 2013 23:50
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 1206
ეს მაგარია
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top