თბილისი:
მანჩესტერი:
14-07-2018, 11:29
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2099,
კომენტარები: 11
50 მილიონი ევრო მაგუაიერის სანაცვლოდ
"წითელ ეშმაკებს" ინგლისის ნაკრების ცენტრალური მცველი სურთ.
50 მილიონი ევრო მაგუაიერის სანაცვლოდ
როგორც ჩანს, ინგლისის ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველის ჰარი მაგუაიერის თამაშმა რუსეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელზე ჟოზე მოურინიოზე შთაბეჭდილება მოახდინა და ფეხბურთელის მიმართ ინტერესიც გაჩნდა. "წითელ ეშმაკებმა" "ლესტერის" მცველის სანაცვლოდ 50 მილიონი ევროც გაამზადეს.

ცნობისთვის, "მელიებმა" მაგუაიერის სანაცვლოდ "ჰალ სიტის" მხოლოდ 17 მილიონი ფუნტი გადაუხადეს. შესაბამისად ჰარიმ მაშ შემდეგ საკუთარი რეპუტაცია გაზარდა და სათამაშო დონესაც მკვეთრად მოუმატა, რაც დღევანდელ დღეს მარტივად შესამჩნევია - მისი სატრანსფერო ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

25 წლის მაგუაიერი, გარეთ საუთგეიტის ინგლისის ნაკრებში ერთ ერთ მნიშვნელოვან ფიგურად იქცა, ის გუნდის მნიშვნელოვანი ქვაკუთხედია, სწორედ ამიტომ მან 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე "სამი ლომის" ძირითად შემადგენლობაში ადგილი არავის დაუთმო და თითქმის ყველა ჩატარებულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. სწორედ ამიტომ "ოლდ ტრაფორდელები" გააქტიურდნენ.

Daily Mail - ის ცნობით, ჟოზ მოურინიო გუნდის ხელმძღვანელობას აუცილებლად სთხოვს გაკეთდეს შეთავაზება, რის შემდეგაც იგეგმება მაგუაიერით, გუნდის ამჟამინდელი მცველების კრის სმოლინგისა ან ფილ ჯონსის შესაბამისი ჩანაცვლება.

პრობლემა მდგომარეობს შემდეგში: "მელიები" სრულებით არ გეგმავენ ჰარის გაყიდვას და მეტიც, მას კლუბში დაბრუნების შემდეგ ახალ კონტრაქტსაც შესთავაზებენ. სატრანსფერო ფანჯარა ოფიციალურად 9 აგვისტოს იხურება, ასე რომ ედ ვუდვროდს მოლაპარაკებების წარმატებით დასასრულებლად გარკვეული დრო აუცილებლად ექნება.


წყარო: manutd8.com


ვის უფრო ისურვებდით "იუნაიტედში"?

მაგუაიერი
ალდერვეირელდი

ახალი ამბები
11 კომენტარი
№1
ავტორი: bziki
14 ივლისი 2018 12:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
კარგი ბიჭია ნაღდათ,მებრძოლი,ფიზიკურად ძლიერი,მარა ამ დონის და სტილის მცველები გვყავს თან არა ერთი
ტობი სხვა ლეველია,სხვა სტილი მაგიტო მინდა დასტონი,ზედმეტი მოძრაობის გარეშე.ძალიან მაგარი გრძელი პასი,მოკლე პასიც კარგი აქ და 3 მცველიან ტაქტიკაშიც იდეალურია.ერთი სიტყვით თუ მცველის დამატება უნდათ ბონუჩი-ტობიდან ერთ ერთი უნდა დადონ მაგუაირები,ევანსები არაა საჭირო
ბონუჩიც მაგრა დააბეტონებდა დაცვას,ვაბშე მგონია წელს 3 მცველიან ტაქტიკას ხშირად გამოიყენებს ჟოზე და მითუმეტეს თუ შემტევი ვერ იყიდა ვერავინ,პროსტო ეგრე სანდროც უეჭველი გვინდა

P.S აქ ბევრს მოსწონდა სარი ვნახოთ რა ტოპ მწვრთნელიცაა ჯერ სასტავს როგორ შეინარჩუნებს ყველას გაქვევა უნდა ჩელსიდან,მაგრა მგონია სრული კრახი ელოდება
0
№2
ავტორი: Ole__boss
14 ივლისი 2018 12:58
  • სიახლეები: 50
  • კომენტარები: 102
სვანი , შენი აზრი მაინტერესებს ყველაზე მეტად , მე მაგუაირის გამოვარჩევდი და ბევრად მირჩევია ტობის , როგორც მეორე სართულზე , ისე ბურთის ამოტანით , ისე სტანდარტულებზე , მარა რამდენად სტაბილური იქნება ეგ არ ვიცი , ტობიც თითქმის ყოველსეზონს სტაბილურად თამაშობს. შენ რას იტყოდი ამასთან დაკავშირებით ?
0
№3
ავტორი: Methadon
14 ივლისი 2018 13:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 319
ეს უფრო ახალგაზრდაა, თან ინგლისელია და უკვე გამოცდილებაც აქვს, ფასიც იგივეა... თანაც მე ამ მსოფლიოზე ინგლისის დაცვა უფრო მომეწონა ვიდრე ბელგიის.
0
№4
ავტორი: David_beckham-_-
14 ივლისი 2018 13:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 14
მე მომეწონა ძაან, ცენტრალური მცველი როგორიც უნდა იყოს ყველაფერი აქვს, სიმაღლე, სიძლიერე, საჰაერო ორთაბრძოლები, მიუხედავად თავისი გაბარიტებისა არ არის დონდლო და მის ჰაილაითებს რომ ვუყურე შესანიშნავად შეუძლია ბურთის ტარება და ამოტანა, თან 25 წლის არის და თუ ამან კიდევ ესე გააგრძელა და მოუმატა გრძლევადიან ძლიერ დაცვას მივიღებთ
0
№5
ავტორი: kobinio
14 ივლისი 2018 14:15
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
Tu gadaxdaa mashi jobs 50 gadaxda asaki maoncaaq sakaipo
0
№6
ავტორი: PaLoMo
14 ივლისი 2018 14:19
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
ეს უფრო კარგი ვარიანტიაა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№7
ავტორი: ikeoni
14 ივლისი 2018 14:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11423
Ravi ragac Ver vkaifob am igrokze:)))
1
№8
ავტორი: Malboro463
14 ივლისი 2018 16:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
დავიწყებ იმით რომ გუნში34 წლის მორგანი უფრო კარგად გამიუყურება ვიდრე ეს.
ინგლისი ისთი ტაქტიკით თამასობა ტემპს აგდებდა და ისე უწევდათ მცველებს ტამაში
სწრაფ ფეხბურთს რამდენად გაუქაჩავსამგაბარიტების მცველი ეგ საკითხავიაა
ეხლა იღაც დაწერს ჟოზეს სტილს მოერგებაო მარა 25 წლის მცველს რომ ყიდულობ და ამდეენ ფულს იხი ჟოზეს სტილს კიარა სხვა მწვრთვენლსაც უნდა გამოადგეს. ამდოისსმოლიგი გვყავს მეტი თუ არა.
ბაილი ამაზე უკეტესი ახალგზარდა სხარტიდანიჭიერი.
ლინდელოფ კიდე გავს სტილში რაღაცნაირად ამას
გუნდში საჭიროა რიო,ტერის სტილის მცველი ვისაც მოედნის ხედვა აქვს გრძელი გადაცემა შეუძლია
კონტრშეტევისთვის სულაუტზე რომ იგერიებენ ბრთს საჯარიმოდანბარნლისუკეთ ამოაქბურთი ვიდრეამათ

დღესვანხოთ რა ითამაშებს
0
№9
ავტორი: Svanchester
14 ივლისი 2018 18:13
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3859
ციტატა: jose__boss
სვანი , შენი აზრი მაინტერესებს ყველაზე მეტად , მე მაგუაირის გამოვარჩევდი და ბევრად მირჩევია ტობის , როგორც მეორე სართულზე , ისე ბურთის ამოტანით , ისე სტანდარტულებზე , მარა რამდენად სტაბილური იქნება ეგ არ ვიცი , ტობიც თითქმის ყოველსეზონს სტაბილურად თამაშობს. შენ რას იტყოდი ამასთან დაკავშირებით ?

გამარჯობა. მე პირადად ჩემო მეგობარო მაგუაიერის მოსვლას მირჩევნია ტობი ალდერვეირელდი მოვიდეს. ტობის აქვს ყველა ის თვისება რაც ზოგადად პროფესიონალ გამოცდილ მცველს უნდა ჰქონდეს. ამას დამატებული პოჩეტინოსთან ნამუშევარი იგროკია. ეს ცალკე პლიუსად შეიძლება ჩავთვალოთ. ნამუშევარია შემტევი მარტინესის ბელგიის ნაკრებში. რამოდენიმე წლითაა უფროსი მაგუაიერზე ეს ამ ეტაპზე არაფერს წყვეტს. ჟოზე ჩემპიონობისკენ გაიწევს, ამისთვის გამოცდილი იგროკებია საჭირო და არა ამ მსოფლიოზე "გამოჩეკილი" ფეხბურთელები. კარგია მაგუაიერიც, საჰაერო ორთაბრძოლებს კარგად იგებს და შეტევაშიც სტანდარტებზე სახიფათოა თუმცა ვთვლი რომ ტობიზე ერთი თავით დაბლა დგას. ალდერვეირელდის მინუსად ტრავმიანობა შეიძლება ჩაითვალოს თუმცა ჩვენს ლაზარეთში მიხედავენ მაგას.
1
№10
ავტორი: luka-ku
15 ივლისი 2018 12:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 35
ბაზარიარაა კარგი იყო მუნდიალზე, მაგრამ ლესტერის თამაშებს არ უყურებთ კაცო?... ხანდახან ისეთ უაზრო მატჩებს ატარებს, რომ დარმიანი მიმიქარავს. ტობი კიდე სტაბილურია ყოველთვის, მუნდიალზეც არ იყო ცუდი და ნუუ ტოტენჰემში ხერხემალია.

ასაკი?... ექვს წლიანი სანატრელი პრემიერლიგა მოგვაგებინოს დაა მეორე წელსვე გავუშვათ თუ გინდა :დდ ლიჟბი მოუმ ლიგა დადოს დაა თუგინდა 33 წლის იგროკებით გააკეთოს ეგ.

პ.ს (ბაილი – ტობი) თურამედა ლინდელოფიც მანდაა... მოკლედ, ჩემი აზრით ბელგიელი ჯობია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top