თბილისი:
მანჩესტერი:
14-07-2018, 11:29
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2105,
კომენტარები: 11
50 მილიონი ევრო მაგუაიერის სანაცვლოდ
"წითელ ეშმაკებს" ინგლისის ნაკრების ცენტრალური მცველი სურთ.
50 მილიონი ევრო მაგუაიერის სანაცვლოდ
როგორც ჩანს, ინგლისის ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველის ჰარი მაგუაიერის თამაშმა რუსეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელზე ჟოზე მოურინიოზე შთაბეჭდილება მოახდინა და ფეხბურთელის მიმართ ინტერესიც გაჩნდა. "წითელ ეშმაკებმა" "ლესტერის" მცველის სანაცვლოდ 50 მილიონი ევროც გაამზადეს.

ცნობისთვის, "მელიებმა" მაგუაიერის სანაცვლოდ "ჰალ სიტის" მხოლოდ 17 მილიონი ფუნტი გადაუხადეს. შესაბამისად ჰარიმ მაშ შემდეგ საკუთარი რეპუტაცია გაზარდა და სათამაშო დონესაც მკვეთრად მოუმატა, რაც დღევანდელ დღეს მარტივად შესამჩნევია - მისი სატრანსფერო ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

25 წლის მაგუაიერი, გარეთ საუთგეიტის ინგლისის ნაკრებში ერთ ერთ მნიშვნელოვან ფიგურად იქცა, ის გუნდის მნიშვნელოვანი ქვაკუთხედია, სწორედ ამიტომ მან 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე "სამი ლომის" ძირითად შემადგენლობაში ადგილი არავის დაუთმო და თითქმის ყველა ჩატარებულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. სწორედ ამიტომ "ოლდ ტრაფორდელები" გააქტიურდნენ.

Daily Mail - ის ცნობით, ჟოზ მოურინიო გუნდის ხელმძღვანელობას აუცილებლად სთხოვს გაკეთდეს შეთავაზება, რის შემდეგაც იგეგმება მაგუაიერით, გუნდის ამჟამინდელი მცველების კრის სმოლინგისა ან ფილ ჯონსის შესაბამისი ჩანაცვლება.

პრობლემა მდგომარეობს შემდეგში: "მელიები" სრულებით არ გეგმავენ ჰარის გაყიდვას და მეტიც, მას კლუბში დაბრუნების შემდეგ ახალ კონტრაქტსაც შესთავაზებენ. სატრანსფერო ფანჯარა ოფიციალურად 9 აგვისტოს იხურება, ასე რომ ედ ვუდვროდს მოლაპარაკებების წარმატებით დასასრულებლად გარკვეული დრო აუცილებლად ექნება.


წყარო: manutd8.com


ვის უფრო ისურვებდით "იუნაიტედში"?

მაგუაიერი
ალდერვეირელდი

ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: SANDROGRIGA
15 ივლისი 2018 16:17
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
სმოლინგის სტილია ცოტა მოძრავი ალბათ უფრო. ამიტო არამგონია მოიყვანონ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top