თბილისი:
მანჩესტერი:
7-06-2018, 19:10
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2346,
კომენტარები: 13
დიოგო დალოს პირველი ექსკლუზიური ინტერვიუ
პორტუგალიელმა, კლუბის ოფიციალურ ტელერხთან საუბრისას აღფრთოვანება ვერ დამალა.
დიოგო დალოს პირველი ექსკლუზიური ინტერვიუ
მოგეხსენებათ, "მანჩესტერ იუნაიტედმა" პორტუგალიელი ახალგაზრდა ნიჭიერი მარჯვენა მცველი დიოგო დალო დაიმატა. გთავაზობთ "იუნაიტედის" ფეხბურთელის რანგში, დალოს პირველ ვრცელ ინტერვიუს, რომელიც მან MUTV - ის ჟურნალისტთან ერთად ჩაწერა.

დიოგო, მოგესალმებით "მანჩესტერ იუნაიტედში! რას ფიქრობთ ამ ტრანსფერის შემდეგ?

"ჩემზე ამ კლუბის მასშტაბები დიდ შთაბეჭდილებას ახდენს, ვიმედოვნებ, რომ აქ დიდ წარმატებას მივაღწევ".

ახლა უკვე "მანჩესტერ იუნაიტედის" ნაწილი ხარ, რას ფიქრობთ გაამართლა მოლოდინმა?

"ვიცი, რომ ეს კლუბი მსოფლიოში ერთ - ერთი საუკეთესოა, ეს უბრალოდ დაუჯერებელია ვიყო აქ".

შენ ფეხბურთში "პორტუს" აკადემიიდან მოხვედი, - კიდევ ერთი დიდი ტრადიციის მქონე გუნდიდან, რა მოგცა იმ ყველაფერმა?

"პორტუ" - ში გავიზარდე, ამ კლუბმა ყველაფერი მომცა. მე იქ გავხდი ის, ვინც ვარ დღეს, მადლობა ამ კლუბს, ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია".

ეროვნულ ნაკრებში მხოლოდ თებერვალში გქონდა დებიუტი, თუმცა ახალგაზრდულ ნაკრებში დიდი გამოცდილება მიიღე, როგორ შეძელით 17 - წლამდელთა ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატის მოგება?

"ეს ტურნირი დამეხმარა იმის გარკვევაში, რომ შემიძლია უფრო მეტს მივაღწიო ფეხბურთში, მას შემდეგ სერიოზული პროგრესი განვიცადე, იმედი მაქვს, რომ მივაღწევ უფრო მეტს".

ამაყობთ იმით, რომ ხართ პირველი პორტუგალიელი ვინც, ჟოზე მოურინიომ თავად მიიწვია "იუნაიტედში"?

"რა თქმა უნდა ეს დიდებული შეგრძნებაა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვნია, რომ მან არჩევანი ჩემზე შეაჩერა, ვიმედოვნებ, რომ მის მოლოდინს გავამართლებ, ხოლო მოურინიო პროგრესში დამეხმარება".

შენ ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა ხარ, ამ ტრანსფერით დასტურდება ის, რომ ჟოზეს შენი პოტენციალის სჯერა.

"ვფიქრობ ფეხბურთში ასაკს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ვთვლი, რომ თუ თავდაუზოგავად მუშაობ და შესაბამისად პროგრესსაც აღწევ, შეგიძლია გადაფარო არასაკმარისი გამოცდილება".

რა შეგიძლია, რომ თქვა შენზე როგორც ფეხბურთელზე?

"ვფიქრობ, რომ შეიძლება მეწოდოს შრომისმოყვარე ფეხბურთელი. სწრაფად მივაღწიე პროგრესს, თუმცა მთავარი ჩემთვის მაინც ხარისხია".

შეგიძლია მარცხენა ფლანგზე ისე თამაში, როგორც ამას მარჯვენა ფლანგზე აკეთებ?

"მირჩევნია ვითამაშო დაცვის მარჯვენა ფლანგზე, მაგრამ თუ საჭირო გახდა სხვა პოზიციაზე თამაში უპრობლემოდ შემიძლია ვითამაშო".

პრემიერ ლიგა თქვენთვის სიახლეა, თუმცა "ენფილდზე" თამაშის გამოცდილება უკვე გაქვს, ჩემპიონთა ლიგის დაპირისპირებაში, როდესაც "ლივერპულის" წინააღმდეგ შეხვედრაში შენს გუნდს კარის მშრალად შენახვში დაეხმარე. რას ნიშნავს შენთვის ეს გამოცდილება და თუ იცი იმ დიდი ისტორიის შესახებ რომლითაც ჩვენ "ლივერპულს" ვუპირისპირდებით?

"დიახ, ეს ჩემი დებიუტი იყო ჩემპიონთა ლიგაზე, წარმოუდგენელი შეგრძნება დამეუფლა! სულ სხვაა როდესაც ამ ტურნირის ჰიმნი გესმის, ეს ძალიან კარგი იყო".

მზად ხარ მიიღო ინგლისური პრემიერ ლიგის გამოწვევა?

"ძალიან აღელვებული ვარ! ჩემთვის ეს არის ყველაზე დიდი ლიგა მსოფლიოში, მოუთმენლად ველოდები ამ ჩემპიონატში მონაწილეობის შესაძლებლობას".

როგორია შენი მოკლევადიანი თუ გრძელვადიანი გეგმები "მანჩესტერ იუნაიტედში"?

"მსურს კლუბს გამარჯვების მიღწევაში დავეხმარო, რადგან ეს კლუბი გამარჯვებულის მენტალიტეტის მქონე კლუბია".

პრე - სეზონის დასაწყისი, მოგცემთ საშუალებას გაეცნოთ ახალ თანაგუნდელებს და პირველად ითამაშოთ "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში, ელოდებით ამ მოგზაურობას?

"დიახ, ველოდები. ვიმედოვნებ, რომ მალე გავიცნობ ჩემს ახალ თანაგუნდელებს, კლუბის პერსონალს, თითოეულ ადამიანს ვინც აქ მუშაობს, ვეცდები კლუბს ჩემი შესაძლებლობებიდან გამომდინარე მაქსიმალურად დავეხმარო".

მიმართავთ "იუნაიტედის" გულშემატკივრებს?

"მათ შეუძლიათ ირწმუნონ ის ფაქტი, რომ მე ამ კლუბს ყველაფერს მივცემ, გავაკეთებ ყველაფერს რაც შემიძლია, მოხარული ვარ ამ მაისურის ტარებით, მსურს გუნდს გამარჯვებაში დავხმარო - ეს ყველაზე მნიშვნელოვანია".

ინტერვიუს ავტორი: მარკ სალივანი / `MUTV - ის ჟურნალისტი.

თარგმნა: Svani / `MANUTD.GE


წყარო: manutd.ru
ინტერვიუები
13 კომენტარი
№1
ავტორი: reddevil12
7 ივნისი 2018 20:56
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 180
ერთადერთი რაზეც გული დამწყდა ის არის რომ ფოსუ-მენსას ადგილი დაიკარგა, სხვა მხრივ კი მშვენიერი ბიჭი მოვიყვანეთ, რომელსაც უზარმაზარ სტიმულს მისცემს ასეთი კალიბრის გუნდში ტრანსფერი პროგრესისთვის... იმედი მაქვს, რომ არ მიეწერება იმ ფეხბურთელთა რიცხვს, რომლებმაც არ გაამართლეს.
0
№2
ავტორი: men1me
7 ივნისი 2018 21:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 274
ნერვები მეშლება ამ ძალათ ინდივიდუალისტებზე,მარჯვენა მცველია მარა მარცხნივაც შეუძლია,საყრდენია მარა დაცვის ცენტრშიც თამაშობა,ცენტრალური მცველია მარა მარცხნივაც შეუძლია,ვინგერია მარა დაცვის ფლანგზეც შეუძლია თამაში....ესეთებით რო გვყავს გუნდი სავსე იმიტომაც ვართ ტრაკში.იმედია მარჯვნივ ათამაშებს ამას,წარმატებები
0
№3
ავტორი: SANCHEZ 7
7 ივნისი 2018 21:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 100
ფრედს რაღა დაემართა კაზემიროს დედას რო შ
0
№4
ავტორი: Svanchester
7 ივნისი 2018 21:51
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
ციტატა: SANCHEZ 7
ფრედს რაღა დაემართა კაზემიროს დედას რო შ

ხვალ იქნება ცნობილი ზუსტი დიაგნოზი.
0
№5
ავტორი: dato123
7 ივნისი 2018 21:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 21
ციტატა: reddevil12
ერთადერთი რაზეც გული დამწყდა ის არის რომ ფოსუ-მენსას ადგილი დაიკარგა, სხვა მხრივ კი მშვენიერი ბიჭი მოვიყვანეთ, რომელსაც უზარმაზარ სტიმულს მისცემს ასეთი კალიბრის გუნდში ტრანსფერი პროგრესისთვის... იმედი მაქვს, რომ არ მიეწერება იმ ფეხბურთელთა რიცხვს, რომლებმაც არ გაამართლეს.

როგორც ვიცი მენსას ჩამშლელადაც შეუძლია თამაში .თუ ვცდები? ნუ თუ სიმართლეა შანსი აქ სასტავისთვის .და ასეც რომ არიყოს კონკურენცია იქნება გუნდში რაც კარგია . ;)
0
№6
ავტორი: bziki
7 ივნისი 2018 23:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
რეშმა მაგარი თხარა, ბექემის სტილში ურტყავს ბოლო ხანები ჯარიმებსაც და ისეც.
ესეთი ტიპიური ბრიტანული სტილი კაი ხანია აღარ გაჩითულა და მაგრა ვბალეშიკობ რეშს იმედია კიდე დაიხვეწება
0
№7
ავტორი: levionok
7 ივნისი 2018 23:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
ვამართლწბ ამ ტრანსფერს და რატომ,ვალენსია სრულ სეზონს ვერ ჩაატარებს უკვე სტაბილირათ ეს ფაქტია,და ეს პატარა ბიჭი მიიღებს ადაპტაციისთვის დროს,ხოლო შემდეგი სეზონიდან უკვე უნდა იყოს სტაბილურათ,რაც შეხება მენსას ის არ არის მარჯვენა მცველი ის აპორნი თან კარგი აპორნი,და მაგ პოზიციაზე უნდა მოვამზადოთ
0
№8
ავტორი: ikeoni
7 ივნისი 2018 23:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Imedia gaamartlebs gacemul avansebs
0
№9
ავტორი: PaLoMo
8 ივნისი 2018 05:57
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
ციტატა: men1me
ნერვები მეშლება ამ ძალათ ინდივიდუალისტებზე,მარჯვენა მცველია მარა მარცხნივაც შეუძლია,საყრდენია მარა დაცვის ცენტრშიც თამაშობა,ცენტრალური მცველია მარა მარცხნივაც შეუძლია,ვინგერია მარა დაცვის ფლანგზეც შეუძლია თამაში....ესეთებით რო გვყავს გუნდი სავსე იმიტომაც ვართ ტრაკში.იმედია მარჯვნივ ათამაშებს ამას,წარმატებები

და თუ საჭირო იქნება კარშიც შეუძლია ჩადგეს ;) პატარა ჯოტიაა ცაავაა...
რაც სეეხება დალოტს ვნახავთ რას იზავს და როგორ მორგება გუნდს იმედია განვითარებას არ შეწყვეტსს და ჩაკოყალიბდება ნაღალი დონის ამრჯვენა მცველად.მარცხენას რაც შეეხება მოიყვანონ ვინმე ან სოუ დააყენონ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№10
ავტორი: fergia
8 ივნისი 2018 12:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 108
ყველაზე კაი ვარიანტია ვალენსია ვინგერის პოზიციაზე ათამაშონ და მენსას და დალოს შორის კონკურენცია იქნება მარჯვენა ფლანგზე...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top