თბილისი:
მანჩესტერი:
7-06-2018, 19:10
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2348,
კომენტარები: 13
დიოგო დალოს პირველი ექსკლუზიური ინტერვიუ
პორტუგალიელმა, კლუბის ოფიციალურ ტელერხთან საუბრისას აღფრთოვანება ვერ დამალა.
დიოგო დალოს პირველი ექსკლუზიური ინტერვიუ
მოგეხსენებათ, "მანჩესტერ იუნაიტედმა" პორტუგალიელი ახალგაზრდა ნიჭიერი მარჯვენა მცველი დიოგო დალო დაიმატა. გთავაზობთ "იუნაიტედის" ფეხბურთელის რანგში, დალოს პირველ ვრცელ ინტერვიუს, რომელიც მან MUTV - ის ჟურნალისტთან ერთად ჩაწერა.

დიოგო, მოგესალმებით "მანჩესტერ იუნაიტედში! რას ფიქრობთ ამ ტრანსფერის შემდეგ?

"ჩემზე ამ კლუბის მასშტაბები დიდ შთაბეჭდილებას ახდენს, ვიმედოვნებ, რომ აქ დიდ წარმატებას მივაღწევ".

ახლა უკვე "მანჩესტერ იუნაიტედის" ნაწილი ხარ, რას ფიქრობთ გაამართლა მოლოდინმა?

"ვიცი, რომ ეს კლუბი მსოფლიოში ერთ - ერთი საუკეთესოა, ეს უბრალოდ დაუჯერებელია ვიყო აქ".

შენ ფეხბურთში "პორტუს" აკადემიიდან მოხვედი, - კიდევ ერთი დიდი ტრადიციის მქონე გუნდიდან, რა მოგცა იმ ყველაფერმა?

"პორტუ" - ში გავიზარდე, ამ კლუბმა ყველაფერი მომცა. მე იქ გავხდი ის, ვინც ვარ დღეს, მადლობა ამ კლუბს, ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია".

ეროვნულ ნაკრებში მხოლოდ თებერვალში გქონდა დებიუტი, თუმცა ახალგაზრდულ ნაკრებში დიდი გამოცდილება მიიღე, როგორ შეძელით 17 - წლამდელთა ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატის მოგება?

"ეს ტურნირი დამეხმარა იმის გარკვევაში, რომ შემიძლია უფრო მეტს მივაღწიო ფეხბურთში, მას შემდეგ სერიოზული პროგრესი განვიცადე, იმედი მაქვს, რომ მივაღწევ უფრო მეტს".

ამაყობთ იმით, რომ ხართ პირველი პორტუგალიელი ვინც, ჟოზე მოურინიომ თავად მიიწვია "იუნაიტედში"?

"რა თქმა უნდა ეს დიდებული შეგრძნებაა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვნია, რომ მან არჩევანი ჩემზე შეაჩერა, ვიმედოვნებ, რომ მის მოლოდინს გავამართლებ, ხოლო მოურინიო პროგრესში დამეხმარება".

შენ ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა ხარ, ამ ტრანსფერით დასტურდება ის, რომ ჟოზეს შენი პოტენციალის სჯერა.

"ვფიქრობ ფეხბურთში ასაკს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ვთვლი, რომ თუ თავდაუზოგავად მუშაობ და შესაბამისად პროგრესსაც აღწევ, შეგიძლია გადაფარო არასაკმარისი გამოცდილება".

რა შეგიძლია, რომ თქვა შენზე როგორც ფეხბურთელზე?

"ვფიქრობ, რომ შეიძლება მეწოდოს შრომისმოყვარე ფეხბურთელი. სწრაფად მივაღწიე პროგრესს, თუმცა მთავარი ჩემთვის მაინც ხარისხია".

შეგიძლია მარცხენა ფლანგზე ისე თამაში, როგორც ამას მარჯვენა ფლანგზე აკეთებ?

"მირჩევნია ვითამაშო დაცვის მარჯვენა ფლანგზე, მაგრამ თუ საჭირო გახდა სხვა პოზიციაზე თამაში უპრობლემოდ შემიძლია ვითამაშო".

პრემიერ ლიგა თქვენთვის სიახლეა, თუმცა "ენფილდზე" თამაშის გამოცდილება უკვე გაქვს, ჩემპიონთა ლიგის დაპირისპირებაში, როდესაც "ლივერპულის" წინააღმდეგ შეხვედრაში შენს გუნდს კარის მშრალად შენახვში დაეხმარე. რას ნიშნავს შენთვის ეს გამოცდილება და თუ იცი იმ დიდი ისტორიის შესახებ რომლითაც ჩვენ "ლივერპულს" ვუპირისპირდებით?

"დიახ, ეს ჩემი დებიუტი იყო ჩემპიონთა ლიგაზე, წარმოუდგენელი შეგრძნება დამეუფლა! სულ სხვაა როდესაც ამ ტურნირის ჰიმნი გესმის, ეს ძალიან კარგი იყო".

მზად ხარ მიიღო ინგლისური პრემიერ ლიგის გამოწვევა?

"ძალიან აღელვებული ვარ! ჩემთვის ეს არის ყველაზე დიდი ლიგა მსოფლიოში, მოუთმენლად ველოდები ამ ჩემპიონატში მონაწილეობის შესაძლებლობას".

როგორია შენი მოკლევადიანი თუ გრძელვადიანი გეგმები "მანჩესტერ იუნაიტედში"?

"მსურს კლუბს გამარჯვების მიღწევაში დავეხმარო, რადგან ეს კლუბი გამარჯვებულის მენტალიტეტის მქონე კლუბია".

პრე - სეზონის დასაწყისი, მოგცემთ საშუალებას გაეცნოთ ახალ თანაგუნდელებს და პირველად ითამაშოთ "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში, ელოდებით ამ მოგზაურობას?

"დიახ, ველოდები. ვიმედოვნებ, რომ მალე გავიცნობ ჩემს ახალ თანაგუნდელებს, კლუბის პერსონალს, თითოეულ ადამიანს ვინც აქ მუშაობს, ვეცდები კლუბს ჩემი შესაძლებლობებიდან გამომდინარე მაქსიმალურად დავეხმარო".

მიმართავთ "იუნაიტედის" გულშემატკივრებს?

"მათ შეუძლიათ ირწმუნონ ის ფაქტი, რომ მე ამ კლუბს ყველაფერს მივცემ, გავაკეთებ ყველაფერს რაც შემიძლია, მოხარული ვარ ამ მაისურის ტარებით, მსურს გუნდს გამარჯვებაში დავხმარო - ეს ყველაზე მნიშვნელოვანია".

ინტერვიუს ავტორი: მარკ სალივანი / `MUTV - ის ჟურნალისტი.

თარგმნა: Svani / `MANUTD.GE


წყარო: manutd.ru
ინტერვიუები
13 კომენტარი
№11
ავტორი: Svanchester
8 ივნისი 2018 12:38
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
ციტატა: fergia
ყველაზე კაი ვარიანტია ვალენსია ვინგერის პოზიციაზე ათამაშონ და მენსას და დალოს შორის კონკურენცია იქნება მარჯვენა ფლანგზე...

გეთანხმები, და ასაკში შესულ ვალენსიასაც არ მოუწევს მთლიან ფლანგზე სირბილი.
0
№12
ავტორი: glory28
8 ივნისი 2018 13:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 535
ვნახოთ რას იზმას ზოგადად გამოცდილებიდან გამომდინარე სხვა ქვეყანაში თავს რომ იგიჟებენ ისინი აქ კვდებიან დეპაი მაგალითად იმედია ადვილად შეეგუება აქაურობას
0
№13
ავტორი: SANDROGRIGA
8 ივნისი 2018 15:41
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მთავარია ადაპტაცია ადვილად გაიაროს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top