თბილისი:
მანჩესტერი:
4-06-2018, 13:17
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 3035,
კომენტარები: 19
M.E.N - "ფრედის ტრანსფერი ხვალ დასრულდება"
"იუნაიტედი" ბრაზილიელს ოფიცილურად ხვალ წარადგენს.
M.E.N -
Manchester Evening News - ის ცნობით, "შახტარის" ბრაზილიელი ნახევარმცველის ფრედერიკო როდრიგესის, იგივე ფრედის ტრანსფერი ინგლისურ გრანდ "მანჩესტერ იუნაიტედში" შესაძლოა ხვალ გაოფიციალურდეს.

ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და "შახტარის" ნახევარმცველი კარინგტონზე სამედიცინო შემოწმებას სულ მალე გაივლის, რის შემდეგაც ფეხბურთელის აგენტი ფაბიო მელო, რომელიც ჟილბერტო სილვასთან ერთად ფრედის ინტერესებს წარადგენს, მოლაპარაკებების ფინალურ რაუნდს ორშაბათს "წითელი ეშმაკების" ხელმძღვანელობასთან გამართავს.

ცნობილია ისიც, რომ ფეხბურთელი "იუნაიტედთან" 4 - წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, დამატებული ერთ წლიანი შესაძლო ხელშეკრულების გახანგრძლივების პუნქტით.

ბრაზილიური ტელეარხი Globo Esporte - ასევე იუწყება, რომ ნახევარმცველი სამედიცინო შემოწმებას ორშაბათს გაივლის და პირადი კონტრაქტის დეტალებსაც შეათანხმებს, ხოლო ამის შემდეგ ის ეროვნული ნაკრების შეკრებას შეუერთდება ლონდონში.

სატრანსფერო ფასს რაც შეეხება, ვუდვორდმა შეძლო და უკრაინელები ფეხბურთელის სანაცვლოდ 55 - მილიონ ევროს მიღებაში დაარწმუნა. ხოლო თავის მხრივ, "მაღაროელებს" ბრაზილიელის სანაცვლოდ 70 - მილიონი ევროს მიღება სურდათ.


წყარო: manutd.ru
ახალი ამბები
19 კომენტარი
№1
ავტორი: gaga1987
4 ივნისი 2018 15:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
rac male mit uketesi.sxva transperzec daicyeben mushaobas.
0
№2
ავტორი: giorgiginturi
4 ივნისი 2018 15:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 513
ვნახოთ იმედი გვაქვს გაამართლებს...
0
№3
ავტორი: gigaga
4 ივნისი 2018 15:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 9
ეს საედანღა მოძებნა
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
4 ივნისი 2018 16:20
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
დღეს უნდა დასრულდეს წესით
0
№5
ავტორი: ikeoni
4 ივნისი 2018 17:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
Imedia male gaoficialurdeba
0
№6
ავტორი: Svanchester
4 ივნისი 2018 18:55
  • სიახლეები: 2775
  • კომენტარები: 3861
ციტატა: JuanMata
მომსვლელები:

1. ფრედმა გაიარა სამედიცინო შემოწმება და უკვე ცალი ფეხით იუნაიტედშია, ლონდონში ხელს მოაწერს კონტრაქტს და სავარაუდოდ ხვალ წარადგენენ.
2. დიოგო დალოტთან შეთანხმება მიღწეული იყო, მაგრამ პორტოსთან მოლაპარაკება ჭიანურდებოდა. საბოლოოდ როგორც ჩანს ეს მოლაპარაკებაც შედგა და ყბადაღებულ "48 საათში" გაივლის კარინგტონზე სამედიცინო შემოწმებას.
3. 18 წლამდელთა გუნდს შეუერთდა ახალი თავდამსხმელი D'Mani Mellor - პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა დღეს.

წამსვლელები:

1. დარმიანის თაობაზე მოლაპარაკება იწელება, იუვეს 12-ის გადახდა უნდა და მანჩესტერი 20-ს ითხოვს.
2. ბლინდის წაყვანა მილანის ინტერს უნდა.
3. უნაი ემერი, როგორც ჩანს ფელაინიზე შეყვარებულია, პსჟ-ს შემდეგ ახლა არსენალში ეპატიჟება და როგორც ჩანს ყველაზე რეალური ვარიანტი ესაა, (არც მილანი და არც ემიუსთან ახალი კონტრაქტი).
4. დეხეა: - "ბედნიერი ვარ იქ, სადახ ამჟამად ვარ" (რეალში აღარ უნდა წასვლა).
5. ჟოზე პოგბას ამ ზაფხულს ნამდვილად არ გაუშვებს.

უცნაური სიახლეები:

1. უმტიტიმ ბარსასთან ახალი კონტრაქტი გააფორმა (2023 წლამდე), გამოსასყიდი თანხა კონტრაქტში - 445 მილიონი ფუნტი (დაახლოებით 500 მილიონი ევრო) wink
2. ლეროი სანე ვერ მოხვდა გერმანიის ნაკრების განაცხადში.

მეგობარო, კარგია, რომ აქტიურობ და კომენტარებში წერ ამ სიახლეებს, მაგრამ როგორც ვხედავ შეგიძლია სიახლეების თარგმნა და გამოგზავნა. ზოგადად კომენტარებში ვწერთ სტატიის შესახებ მოსაზრებებს, სხვა სახის ინფორმაციის გაჟღერება იმ სახით როგორც ეხლა ვნახე შენს კომენტარში არ შეიძლება, შეიძლება დაწერო სტატიის კომენტარებში ორ სიტყვიანი წინადადება რაიმე სიახლეზე მაგრამ ამ ფორმატით და სივრცით არა როგორც დაწერე. კარგია გმადლობ აქტიურობისთვის კიდევ ერთხელ, მაგრამ ეცადეთ სიახლეები სტატიის სახით მოგვაწოდოთ ვრცლად. კომენტარებში ნუ დავწერთ.
0
№7
ავტორი: JuanMata
4 ივნისი 2018 18:59
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: Svani


მთლად სტატია რომ არ იყო, იმიტომ დავწერე კომენტარში wink

წავშლი, არაა პრობლემა
0
№8
ავტორი: Svanchester
4 ივნისი 2018 19:10
  • სიახლეები: 2775
  • კომენტარები: 3861
ციტატა: JuanMata
ციტატა: Svani


მთლად სტატია რომ არ იყო, იმიტომ დავწერე კომენტარში wink

წავშლი, არაა პრობლემა

წასაშლელი, რომ ყოფილიყო ჩემო მეგობარო მე წავშლიდი. უბრალოდ როგორც ხდება საიტზე ის გითხარი. იწვალე და აღარ წავშალე. ამ ერთხელ იყოს. სამომავლოდ გაითვალისწინე. საწყენად არ მითქვამს

ყველამ ასე, რომ წეროს კომენტარებში მოკლე ინფორმაციები, აღარ იქნება სტატიების დადება საჭირო.
0
№9
ავტორი: VALERI.s
4 ივნისი 2018 19:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 231
ზუსტად ვიცი ფრედი ბევრჯერ გაახარებს მანჩესტერ იუნაიტედის ფანებს!
0
№10
ავტორი: JuanMata
4 ივნისი 2018 19:27
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: Svani
ციტატა: JuanMata
ციტატა: Svani


მთლად სტატია რომ არ იყო, იმიტომ დავწერე კომენტარში wink

წავშლი, არაა პრობლემა

წასაშლელი, რომ ყოფილიყო ჩემო მეგობარო მე წავშლიდი. უბრალოდ როგორც ხდება საიტზე ის გითხარი. იწვალე და აღარ წავშალე. ამ ერთხელ იყოს. სამომავლოდ გაითვალისწინე. საწყენად არ მითქვამს

ყველამ ასე, რომ წეროს კომენტარებში მოკლე ინფორმაციები, აღარ იქნება სტატიების დადება საჭირო.


გასაგებია და მისაღებია შენი შენიშვნა.
არ მწყენია ნამდვილად wink
საიტის წესი როგორცაა, ისე მოვიქცევი.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top