თბილისი:
მანჩესტერი:
4-06-2018, 13:17
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 3031,
კომენტარები: 19
M.E.N - "ფრედის ტრანსფერი ხვალ დასრულდება"
"იუნაიტედი" ბრაზილიელს ოფიცილურად ხვალ წარადგენს.
M.E.N -
Manchester Evening News - ის ცნობით, "შახტარის" ბრაზილიელი ნახევარმცველის ფრედერიკო როდრიგესის, იგივე ფრედის ტრანსფერი ინგლისურ გრანდ "მანჩესტერ იუნაიტედში" შესაძლოა ხვალ გაოფიციალურდეს.

ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და "შახტარის" ნახევარმცველი კარინგტონზე სამედიცინო შემოწმებას სულ მალე გაივლის, რის შემდეგაც ფეხბურთელის აგენტი ფაბიო მელო, რომელიც ჟილბერტო სილვასთან ერთად ფრედის ინტერესებს წარადგენს, მოლაპარაკებების ფინალურ რაუნდს ორშაბათს "წითელი ეშმაკების" ხელმძღვანელობასთან გამართავს.

ცნობილია ისიც, რომ ფეხბურთელი "იუნაიტედთან" 4 - წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, დამატებული ერთ წლიანი შესაძლო ხელშეკრულების გახანგრძლივების პუნქტით.

ბრაზილიური ტელეარხი Globo Esporte - ასევე იუწყება, რომ ნახევარმცველი სამედიცინო შემოწმებას ორშაბათს გაივლის და პირადი კონტრაქტის დეტალებსაც შეათანხმებს, ხოლო ამის შემდეგ ის ეროვნული ნაკრების შეკრებას შეუერთდება ლონდონში.

სატრანსფერო ფასს რაც შეეხება, ვუდვორდმა შეძლო და უკრაინელები ფეხბურთელის სანაცვლოდ 55 - მილიონ ევროს მიღებაში დაარწმუნა. ხოლო თავის მხრივ, "მაღაროელებს" ბრაზილიელის სანაცვლოდ 70 - მილიონი ევროს მიღება სურდათ.


წყარო: manutd.ru
ახალი ამბები
19 კომენტარი
№11
ავტორი: reddevil12
4 ივნისი 2018 20:48
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 180
თითქმის ერთი და იგივე ძალაა გუნდში ერერა და ფრედი, ერთი ის განსხვავებაა, რომ ეს 25 წლის არის. სავიჩი 23 წლის არის და ვფიქრობ საუკეთესო გადაწყვეტილება იქნებოდა მაგ ბიჭის გუნდში მოყვანა, ძალიან მაგარი სეზონი ჩაატარა და საკმაოდ კარგი მონაცემები აქვს.
0
№12
ავტორი: Malboro463
4 ივნისი 2018 20:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ვიდალი,ნაინგოლანი,ტიაგო ბაზარზეა და ფრედს ყიდულობენ. არ ვიცი როგორი მოთამაშეა იმედია გამართლებს მარა ერერაზე მეტი თუ არა რა ფეხებად უნდოდათ? დღეს გუნდს ჭირდება ტიაგოს სტილის ფეხბურთელი!!
0
№13
ავტორი: dybbuk
4 ივნისი 2018 21:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
რაღაც ძაან პესიმისტურად არის აქ უმრავლესობა ფრედის მიმართ განწყობილი, არადა ძალიან კარგი ფეხბურთელია, იმას არ ვიძახი რომ შახტარის თამაშებს ვუზივარ, მაგრამ რაც ვნახე მისი მონაწილებით თუნდაც ლიგაზე, ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა, კლასი მოდის იმის მიხედვით რა დონის ჩემპიონატში თამაშობ და აქ მჯერა რომ კიდევ უფრო მოუმატებს. მეორე მომენტია რომ ტიაგოს გამაზვა ძაან დასანანია, შემდგარი ფეხბურთელია და მისი შეძენის შემთხვევაში სარისკო რაც არის ისაა რომ ხშირად იტრავმება, აი ვიდალი კიბატონო დონეა, მაგრამ არ ვარ მომხრე გუნდი გაიტენოს ასაკოვანი ფეხბურთელებით
0
№14
ავტორი: Phil Jones
4 ივნისი 2018 22:57
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ციტატა: dybbuk
რაღაც ძაან პესიმისტურად არის აქ უმრავლესობა ფრედის მიმართ განწყობილი, არადა ძალიან კარგი ფეხბურთელია, იმას არ ვიძახი რომ შახტარის თამაშებს ვუზივარ, მაგრამ რაც ვნახე მისი მონაწილებით თუნდაც ლიგაზე, ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა, კლასი მოდის იმის მიხედვით რა დონის ჩემპიონატში თამაშობ და აქ მჯერა რომ კიდევ უფრო მოუმატებს. მეორე მომენტია რომ ტიაგოს გამაზვა ძაან დასანანია, შემდგარი ფეხბურთელია და მისი შეძენის შემთხვევაში სარისკო რაც არის ისაა რომ ხშირად იტრავმება, აი ვიდალი კიბატონო დონეა, მაგრამ არ ვარ მომხრე გუნდი გაიტენოს ასაკოვანი ფეხბურთელებით

სულ პირველად როცა დაიწერა ამის ტრანსფერზე, მეც პესიმისტურად ვიყავი, მაგრამ 3-4 თვეა რაც შევიცვალე აზრი კომენტარებში ხშირად მითქვამს და ამიხსნია თუ რატომ. აღარ მინდა რა სტოლბა ნახევარმცველები, მირჩევნია ტექნიკური შუა ხაზი იყოს და საერთოდ ნებისმიერ პოზიციაზე.
0
№15
ავტორი: Malboro463
5 ივნისი 2018 01:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ციტატა: Phil Jones
სულ პირველად როცა დაიწერა ამის ტრანსფერზე, მეც პესიმისტურად ვიყავი, მაგრამ 3-4 თვეა რაც შევიცვალე აზრი კომენტარებში ხშირად მითქვამს და ამიხსნია თუ რატომ. აღარ მინდა რა სტოლბა ნახევარმცველები, მირჩევნია ტექნიკური შუა ხაზი იყოს და საერთოდ ნებისმიერ პოზიციაზე.

ეგ ყველას გვინდა. მე ნამდვილად არ მაქ ამის თამაშები ნანახი და ტიაგოს ჯობია ვითომ>?
0
№16
ავტორი: men1me
5 ივნისი 2018 02:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 274
მინახია ამ ბიჭის თამაში და კლასნი ბიჭია,ძაან გამოგვადგება თუ ამ შიბლა მოურინიომ ამასაც უკან პასები არ დააწყებინა
0
№17
5 ივნისი 2018 07:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 190
ციტატა: reddevil12
თითქმის ერთი და იგივე ძალაა გუნდში ერერა და ფრედი, ერთი ის განსხვავებაა, რომ ეს 25 წლის არის. სავიჩი 23 წლის არის და ვფიქრობ საუკეთესო გადაწყვეტილება იქნებოდა მაგ ბიჭის გუნდში მოყვანა, ძალიან მაგარი სეზონი ჩაატარა და საკმაოდ კარგი მონაცემები აქვს.

რამდენიც იტალიიდან მოათრიეს არც ერთხელ კაი არავინ არ იყო და ვერ გაამართლა იმედები
0
№18
ავტორი: vaja
5 ივნისი 2018 14:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 89
aqit unda ixvewebode sad modixar imedia gacnobiereb ramxela klubshi itamasheb amis bedniereba yvelas ar ergeba
0
№19
ავტორი: GGMU69
5 ივნისი 2018 18:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 37
მთავარია გაამართლოს საერთოდ შახტარს ყოველთვის კარგი ფეხბურთელები ყავს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top