თბილისი:
მანჩესტერი:
3-06-2018, 10:35
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2413,
კომენტარები: 13
"იუნაიტედის" მორიგი სამიზნე მარკო ვერატი იქნება
"წითელ ეშმაკებს" ფრანგული კლუბის იტალიელი ვარსკვლავი სურთ.
ჟოზე მოურინიოს სატრანსფერო სიაში სიახლეებია. პორტუგალიელ სპეციალისტს ახალი სამიზნე ჰყავს. ფრანგული "პარი სენ ჟერმენის" იტალიელი ნახევარმცველი მარკო ვერატი, შესაძლოა გულშემატკივარმა "ოლდ ტრაფორდზე" წითელ მაისურში იხილოს.

დიდი ალბათობით მომავალ სეზონში, "შახტარის" ბრაზილიელი ნახევარმცველი ფრედი კარიერას "მანჩესტერ იუნაიტედში" გააგრძელებს. ვუდვორდი მზად არის უკრაინელებს ფეხბურთელის სანაცვლოდ 52 - მილიონი ევრო გადაუხადოს, ტრანსფერი დასასრულს უახლოვდება და მენეჯერის შემდეგი სამიზნე სწორედ მარკო ვერატი იქნება.

ინგლისური გრანდის ხელმძღვანელობა პარიზელებს ფეხბურთელის სანაცვლოდ მსუყე თანხასაც სთავაზობს. 75 - მილიონი ევრო, ასე გამოიყურება თანხა რიცხვებში, რომელსაც "წითლები" ტუხელის გუნდს შესთავაზებენ.

მარკო პარიზული გრანდის ღირსებას 6 - წელია იცავს, თუმცა ფეხბურთელს კლუბში, ქვეყნის ჩემპიონატისა და სათასო ტურნირების გარდა, დიდი მიზნისთვის ჯერ კიდევ ვერ მიუღწევია. მიზნისთვის რომელსაც ჩემპიონთა ლიგის მოგება ჰქვია.

მოგეხსენებათ, "იუნაიტედს" მაიკლ კერიკის გარდა, რომელმაც საფეხბურთო კარიერა ოფიციალურად დაასრულა, კიდევ ერთი ნახევარმცველი მარუან ფელაინი დატოვებს. ჟოზეს ნახევარმცველები ნამდვილად ესაჭიროება, სწორედ ფრედი და მარკო ვერატი იქნებიან შესაძლო ახალი სახეები, "იუნაიტედის" შემადგენლობაში მომავალ სეზონში.

წყარო: thesun
ჭორები
13 კომენტარი
№1
ავტორი: stepno
3 ივნისი 2018 11:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
მიზნები იცოცხლე გვააქ და ბოლოს ფრედი შეგვრჩება მარტოო derphappycry
0
№2
ავტორი: ikeoni
3 ივნისი 2018 11:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
Fredi viyidot jer da dalshe mere vilaparakot:))
0
№3
ავტორი: glory28
3 ივნისი 2018 12:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 535
ვერატი რომ მოვიდეს ცენტრი იქნება სიგიჟე პოგბა მატიჩი ვერატი + ფრედი ეს თუ ასე იქნენა კარგია მაგრამ მარჯვნიდან ისევ მატას და ლინგარიდს იმედად ყოფნა არ მინდაა :(
0
№4
ავტორი: dybbuk
3 ივნისი 2018 12:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
ვინ მოგყიდის ვერატის 75 მილიონად, დაჟე 150ზეც რთული იქნება მაგათი დაკერვა, თან ახალი მწვრთნელი მივიდა და სავარაუდოდ არ მოინდომებს ყველაზე მნიშვნელოვანი იგროკის გაყიდვას ცენტრში, თორე ჩემთვის პირადად ყველაზე სასურველი ცენტრია თან ასაკითაც ახალგაზრდაა, ჯერ ყველაფერი წინ აქვს და უფრო და უფრო კლასნი გახდება
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
3 ივნისი 2018 13:06
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მედიას რო კითხო წლებია ვერატით ინტერესდებიან
0
№6
ავტორი: JuanMata
3 ივნისი 2018 14:11
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ვერატის, როგორც მახსოვს, ლიგის მოგება უნდა. ბარსაში იმიტომ არ გადავიდა შარშან, რომ პსჟ-მ ნეიმარი დაიმატა და იდეაში ძალიან ძლიერი გუნდი შეიკრა. თუ წავა, წავა ისეთ გუნდში, რომელსაც ლიგის მოგების შანსი აქვს.

ჟოზემ გააკეთა განცხადება, რომ ჯერ არ გვაქვს იმის პოტენციალი ვიყოთ "მანჩესტერ იუნაიტედი", მოლოდინი ბევრად მეტია ვიდრე რეალური ჩვენი შესაძლებლობები.

სავარაუდოდ ეს იმას ნიშნავს, რომ შემდეგ სეზონშიც, ლიგას დავიკიდებთ, აპლ-ში ვიბრძოლებთ, თუ ძაან ჩამოვრჩით პირველ ადგილს ისევ ინგლისის თასი დაგვრჩება მოსაგები (ისიც კითხვის ნიშნის ქვეშ).
0
№7
ავტორი: Malboro463
3 ივნისი 2018 14:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ციტატა: JuanMata

თუ წავალ იტალიაშიო და მაგიტო არ გადავიდა ბარსაში

№8
ავტორი: JuanMata
3 ივნისი 2018 14:15
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ბავარია ვიდალს და ტიაგოს ყიდის, შეგვიძლია რომელიმე წამოვიყვანოთ.
0
№9
ავტორი: gaga1987
3 ივნისი 2018 14:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
imdenze icereba imedia transpers gacharxaven saertod )))))
0
№10
ავტორი: PaLoMo
3 ივნისი 2018 15:13
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
tiago alkantara tu mova ariqneba urigo fantazias shematebda gunds
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top