თბილისი:
მანჩესტერი:
3-06-2018, 10:35
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2399,
კომენტარები: 13
"იუნაიტედის" მორიგი სამიზნე მარკო ვერატი იქნება
"წითელ ეშმაკებს" ფრანგული კლუბის იტალიელი ვარსკვლავი სურთ.
ჟოზე მოურინიოს სატრანსფერო სიაში სიახლეებია. პორტუგალიელ სპეციალისტს ახალი სამიზნე ჰყავს. ფრანგული "პარი სენ ჟერმენის" იტალიელი ნახევარმცველი მარკო ვერატი, შესაძლოა გულშემატკივარმა "ოლდ ტრაფორდზე" წითელ მაისურში იხილოს.

დიდი ალბათობით მომავალ სეზონში, "შახტარის" ბრაზილიელი ნახევარმცველი ფრედი კარიერას "მანჩესტერ იუნაიტედში" გააგრძელებს. ვუდვორდი მზად არის უკრაინელებს ფეხბურთელის სანაცვლოდ 52 - მილიონი ევრო გადაუხადოს, ტრანსფერი დასასრულს უახლოვდება და მენეჯერის შემდეგი სამიზნე სწორედ მარკო ვერატი იქნება.

ინგლისური გრანდის ხელმძღვანელობა პარიზელებს ფეხბურთელის სანაცვლოდ მსუყე თანხასაც სთავაზობს. 75 - მილიონი ევრო, ასე გამოიყურება თანხა რიცხვებში, რომელსაც "წითლები" ტუხელის გუნდს შესთავაზებენ.

მარკო პარიზული გრანდის ღირსებას 6 - წელია იცავს, თუმცა ფეხბურთელს კლუბში, ქვეყნის ჩემპიონატისა და სათასო ტურნირების გარდა, დიდი მიზნისთვის ჯერ კიდევ ვერ მიუღწევია. მიზნისთვის რომელსაც ჩემპიონთა ლიგის მოგება ჰქვია.

მოგეხსენებათ, "იუნაიტედს" მაიკლ კერიკის გარდა, რომელმაც საფეხბურთო კარიერა ოფიციალურად დაასრულა, კიდევ ერთი ნახევარმცველი მარუან ფელაინი დატოვებს. ჟოზეს ნახევარმცველები ნამდვილად ესაჭიროება, სწორედ ფრედი და მარკო ვერატი იქნებიან შესაძლო ახალი სახეები, "იუნაიტედის" შემადგენლობაში მომავალ სეზონში.


წყარო: thesun
ჭორები
13 კომენტარი
№11
ავტორი: Svanchester
3 ივნისი 2018 16:35
  • სიახლეები: 2767
  • კომენტარები: 3857
ჭორია და მეტი არაფერი. ვერატის პსჟ ნამდვილად არ გაყიდის.
0
№12
ავტორი: glory28
3 ივნისი 2018 21:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 535
მოდი რა მოდი
0
№13
ავტორი: psixi13
5 ივნისი 2018 06:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 50
ყველაზე მაგარი ტრანსფერი იქნება.. მოდი რააა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top