თბილისი:
მანჩესტერი:
31-05-2018, 21:10
ავტორი: Svani,
ნანახია: 1418,
კომენტარები: 11
მოურინიო "ავსტრია - რუსეთის" მატჩს დაესწრო
პორტუგალიელი სატრანსფერო სამიზნეებს აკვირდებოდა.
მოურინიო
"მანჩესტერ იუნაიტედის" პორტუგალიელი თავკაცი ჟოზე მოურინიო, როგორც ჩანს დროს ტყუილუბრალოდ არ კარგავს და სატრანსფერო სამიზნეებს სპეციალისტი თავად მეთვალყურეობს.

"განსაკუთრებული" გუშინ გამართულ ამხანაგურ შეხვედრას დაესწრო. ერთმანეთს "ავსტრია - რუსეთი" უპირისპირდებოდნენ. მატჩი ავსტრიელთა გამარჯვებით, მინიმალური ანგარიშით 1-0 დასრულდა.

როგორც ცნობილი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, "წითელი ეშმაკების" მენტორი რამოდენიმე ფეხბურთელს აკვირდებოდა.

ჟოზეს ყურადღების ცენტრში სამი ფეხბურთელი იმყოფებოდა: რუსეთის ნაკრების ორი წევრი - ალექსანდრ გოლოვინი და ფიოდორ სმოლოვი, ხოლო ავსტრილთაგან ის თავდამსხმელ მარკო არნაუტოვიჩს უთვალთვალებდა.

პრესაში აქამდე გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ავსტრიელების შემტევი, არნაუტოვიჩი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შესაძლოა გულშემატკივარმა "ოლდ ტრაფორდზე" იხილოს.


წყარო: euro-football.ru
ახალი ამბები
11 კომენტარი
№1
ავტორი: Malboro463
31 მაი 2018 21:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4406
სირცხვილია ამათი მოყვანა გუნდში
0
№2
ავტორი: SHOTAMESSI10
31 მაი 2018 21:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 18
რათ უნდა არნაუტოვიჩი?
0
№3
ავტორი: ikeoni
31 მაი 2018 21:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 6211
Ragac ar mgonia amati yidva undodes:)))
0
№4
ავტორი: Svani
31 მაი 2018 21:41
  • სიახლეები: 987
  • კომენტარები: 2251
ციტატა: robert lewandovski
Svani, ikeoni ამ საიტზე ყველაზე მეტად გაფასებთ. ნუ ყველას ვაფასებ, მაგრამ თქვენ განსაკუთრებით. ძალიან მიყვარს ადამიანი სიმართლეს რო ამბობს და რეალობას აღიქვამს, ცხოვრებაში თქვენ სულ გახარებული მინდა იყოთ, რადგან სამართლიან ადამიანს ყოველთვის სწყალობს ღმერთი.

გაიხარე. კაი კაცი ჩანხარ. ყველაფერი კარგი შენც ძმაო ცხოვრებში.
0
№5
ავტორი: Svani
31 მაი 2018 22:09
  • სიახლეები: 987
  • კომენტარები: 2251
ციტატა: robert lewandovski
ციტატა: Svani
ციტატა: robert lewandovski
Svani, ikeoni ამ საიტზე ყველაზე მეტად გაფასებთ. ნუ ყველას ვაფასებ, მაგრამ თქვენ განსაკუთრებით. ძალიან მიყვარს ადამიანი სიმართლეს რო ამბობს და რეალობას აღიქვამს, ცხოვრებაში თქვენ სულ გახარებული მინდა იყოთ, რადგან სამართლიან ადამიანს ყოველთვის სწყალობს ღმერთი.

გაიხარე. კაი კაცი ჩანხარ. ყველაფერი კარგი შენც ძმაო ცხოვრებში.

აბა ჩემო ძმაო, რას იტყვი ზიდანის წასვლაზე და რა მიზეზია შენი აზრით? მე დავწერე ზემოთ ჩემი მოსაზრება, ნუ მართლა ძალიან უცნაურია ეს ყველაფერი. მოვიდა ზიდანი, მოაგებინეს ტიტულები და უეცრად წასვლა გადაწყვიტა. ნეტავი რა არის მიზეზი? ის ხო არა რო ნამუსმა შეაწუხა დაუმსახურებელი თასებით მოგება? რომ იტყვიან საუკეთესო გუნდებს ფერგის მანიუ, გვარდიოლას ბარსა, ჰიცფელდის ბავარია, ანჩელოტის მილანი და ამ ყველა გუნდს ზიდანის რეალმა რეკორდი თავზე დაამხო და ზედიზედ მესამედ მოიგო თასიო რო იტყვიან დდ ღმერთო რატო უბრალოდ რატო ხდება ეს, ფეხბურთი როგორ მიყვარდა და ლამის ხელი ავიღო უკვე. ამჯერად ვინ იქნება ნეტავი? რა მნიშვნელობა აქვს, წავა ზიდანი, მოვა სხვა და უეფა ადგილზე არ იქნება?

ჩემი აზრით, ჩემო მეგობარო, ზიდანი თავად წავიდა კლუბიდან, ეს მისი პირადი გადაწყვეტილება იყო. წარმატებით დაასრულა ის პერიოდი რაც რეალში დაჰყო და წავიდა. სწორად მოიქცა. მეორე ვარიანტია, ის, რომ იმ სქემებში მონაწილეობა აღარ უნდოდა რა სქემებითაც კლუბმა სამჯერ მოიგო ლიგა. მსაჯები მსაჯები და მსაჯები. ნოარიდა თავი ამ სიბინძურეს. ზიდანი არამგონია პიროვნულად იყოს ბინძური, რეალის სიტუაცია კი სიბინძურეს ემსგავსება ბოლო წლებია.
1
№6
ავტორი: SANDROGRIGA
31 მაი 2018 22:09
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 6253
არნაუტოვიჩი გვიკვირს და სმოლოვი და გოლოვინი რა მოსატანი იყო wink
1
№7
ავტორი: glory28
31 მაი 2018 23:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 321
მოუ ეს რომ მოიყვანოს გავაფრენ ვინ ჩემი ფეხებია ეს ასეთები ყრია გუნდში
0
№8
ავტორი: Malboro463
31 მაი 2018 23:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4406
ზიდანმა მიხვდა მომავლ წელს ჩემპიონატში ბარსა და ატლეტიკო რომ შეჯიჯღნიდა
ლიგაზე კიდე მეოთხს აღარ მომაგებინებენო აქეთ პერესმაც 3 ლიგა გიჯიგრე გეყოფაო და წავიდა.
0
№9
ავტორი: dato123
1 ივნისი 2018 01:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 21
ყველამ ვიცით რომ ტრანსფერი აუცილებლად საჭიროა იუნსიტედში .ისიც ვიცით რომ დაცვა გვჭირდება . ისიც კარად ვიცით რომ მოურინიოს ფაქტორი ტრანსფერებს დიდა წაადგება ხოლმე .ჰო ეხლა რას მოვაყოლე :D ამდენი ხანირომ რამე ტრანსფერი არ დაიდო ძალიან მიკვირს და რამე შოკ ტრანსფერს არ ამზადებდდნენ მაგაზე ვფიქრობ . წესით ძალიან უნდა ვაქტიურობდეთ ტრანსფერებზე კი მოუც დარბის ფეხბურთელებს აკვირდება მაგრამ მაინც აქამდე ტრანსფერი უნდა დაგვედო რამე . მიკვირს პასიურობა რაა თან მიტყდება .არადა ახალი სისხლი საჭიროა გუნდში რაა . ლიდერის თვისების მქონე გვჭირდება რაა ეს ვიცი ერთი და დაჟე კაი მცველის მოყვანაზე მეტად პალაჟენისტი იგროკი იქნებოდა კარგი.მოდით ბარემ აქვე ვაღიაროთ რომ გამოკვეთილი ლიდეი გუნდს არ ყავს areyoukiddingme
0
№10
ავტორი: The Special One
1 ივნისი 2018 10:16
  • სიახლეები: 26
  • კომენტარები: 490
ძალიან კარგი იქნება სკამისთვის,მაქსიმუმ 30 მილიონი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

16 დეკემბერი 2018, 20:00
ლივერპული
იუნაიტედი
პრემიერ ლიგა
22 დეკემბერი 2018, 21:30
კარდიფი
იუნაიტედი
პრემიერ ლიგა
26 დეკემბერი 2018, 19:00
იუნაიტედი
ჰადერსფილდი
პრემიერ ლიგა
ლივერპული16 დეკემბერი
კარდიფი22 დეკემბერი
ჰადერსფილდი26 დეკემბერი

წინა მატჩები

13 დეკემბერი 2018, 00:00
ვალენსია2
იუნაიტედი1
ჩემპიონთა ლიგა
8 დეკემბერი 2018, 19:00
იუნაიტედი4
ფულემი1
პრემიერ ლიგა
5 დეკემბერი 2018, 23:59
იუნაიტედი2
არსენალი2
პრემიერ ლიგა
ვალენსია13 დეკემბერი
ფულემი8 დეკემბერი
არსენალი5 დეკემბერი

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა
ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top