თბილისი:
მანჩესტერი:
15-05-2018, 21:58
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1681,
კომენტარები: 12
ჯონსი: "სეზონი მაჟორულ ნოტაზე უნდა დავასრულოთ"
"იუნაიტედის" მცველს სეზონის წარმატებულად დასრულება სურს.
ჯონსი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალური დაცვის ხაზის წევრი ფილ ჯონსი თვლის, რომ წლევანდელ სეზონში ასოციაციის თასი მოგება იქნება იმის საწყისი, რომ გუნდი მომავალ წელსაც მოიპოვებს ტიტულებს.

"ფინალი ჩვენთვის სეზონის ბოლო თამაშია. ტურნირის მოგებით სეზონს მაჟორულ ნოტაზე დავასრულებთ. ეს ასევე დაგვეხმარება იმაში, რომ მომავალ სეზონს მეტი თავდაჯერებით დავიწყებთ.

დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ტიტულისგან არცისე შორს ვიყავით, თუმცა უნდა ვაღიაროთ "სიტის" უდავო უპირატესობა წლევანდელ სეზონში პრემიერ ლიგისთვის ბრძოლაში".
- ციტირებს Daily Mail - ფილ ჯონსის სიტყვებს.

შეგხსენებთ, რომ "იუნაიტედმა" პრემიერ ლიგს სატურნირო ცხრილში მეორე ადგილის დაკავება მოახერხა. ხოლო ინგლისის ასოციაციის თასი ფინალში 19 მაისს ლონდონის "ჩელსის" დაუპირისპირდება.
ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: Malboro463
15 მაი 2018 22:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
იანგი გამოიძახეს მსოფლიოსთვის ჯონსი და სმოლინგი დატოვა. 3 ცენტრალური მცველი და 6 ფლანგის მცველი მიყავს კვერცხს
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
15 მაი 2018 22:52
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ციტატა: Malboro463
იანგი გამოიძახეს მსოფლიოსთვის ჯონსი და სმოლინგი დატოვა. 3 ცენტრალური მცველი და 6 ფლანგის მცველი მიყავს კვერცხს

აბაა 6 ფლანგის მცველი რამ წააყვანინა, ჯონსი ან სმოლინგი ერთი მაინც უნდა წაეყვანა.
0
№3
ავტორი: JuanMata
15 მაი 2018 23:05
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: Malboro463
იანგი გამოიძახეს მსოფლიოსთვის ჯონსი და სმოლინგი დატოვა. 3 ცენტრალური მცველი და 6 ფლანგის მცველი მიყავს კვერცხს

ვერ ვხვდები რატო დატოვეს ეგ კაცი მწვრთნელად, ან რა სასტავს აყენებს, ან რა ფეხბურთს თამაშობს.
0
№4
ავტორი: Lalana
15 მაი 2018 23:15
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: JuanMata

მაგ კითხვებს ძალიან მალე გაეცემა პასუხი :დდ

ინგლისი ხომ სულ პერსპეკტიული გუნდი იყო,რომელიც ვერასოდეს ამართლებდა,მაგრამ ეს იმედები იქვე კვდება ახლა,როდესაც ამ გუნდის კაპიტანი ჰენდერსონი უნდა იყოს.
0
№5
ავტორი: Malboro463
15 მაი 2018 23:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ციტატა: SANDROGRIGA
აბაა 6 ფლანგის მცველი რამ წააყვანინა, ჯონსი ან სმოლინგი ერთი მაინც უნდა წაეყვანა.

ციტატა: JuanMata
ვერ ვხვდები რატო დატოვეს ეგ კაცი მწვრთნელად, ან რა სასტავს აყენებს, ან რა ფეხბურთს თამაშობს.

ციტატა: Lalana
ინგლისი ხომ სულ პერსპეკტიული გუნდი იყო,რომელიც ვერასოდეს ამართლებდა,მაგრამ ეს იმედები იქვე კვდება ახლა,როდესაც ამ გუნდის კაპიტანი ჰენდერსონი უნდა იყოს.

FA ს უფროსი ჰოჯსონს სრულ ნდობას უცხადებდა ჯგუფიდან რომ გავიდეთ იმითაც კმაყოფილი ვართო და აზრი არ შეუცვლია ეტყობა. ვოლკოტიც უნდა წაეყვანა მარჯვენა ფლანგზე ლინგარდს კი აზობებს უფრო თექნიკურია და ამწვავებს. ჩემბერლენიც დაკლდება მაგრად ერთი რეში დარჩა თექნიკური მოგვიწევს სუფთა ინგლისური ფეხბურთის ხილვა ჩაწოდებები და პასები დიაგონალზე :დ

ციტატა: Lalana
მაგ კითხვებს ძალიან მალე გაეცემა პასუხი :დდ

ფეხბურთი მაგათ არ უთამაშიათ ერთი სახელები იყო და ისიც აღარ შემორჩა ფერენკი,სტივიჯი,პოლი,დევიდი,რიო,ოვენი, კოლი ეს ერთი სასტავი ამათ მერე ერთი ვარსკვალვი მგონი კეინი იზრდება შეილება გაზრდილათაც ჩავთვალოთ დანარჩებები პერსპეკტიულ ბიჭებად დარჩნენ
0
№6
ავტორი: Methadon
15 მაი 2018 23:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 319
სმოლინგის და ჯონსის არ ვიცი, მაგრამ რეშფორდს ძალიან მაგარი შანსი აქვს ამ მსოფლიოზე რომ დაამტკიცოს და შეუძლია. აუცილებლად უნდა გამოიყენოს ეს შანსი...
0
№7
ავტორი: Lalana
16 მაი 2018 00:02
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: Malboro463
FA ს უფროსი ჰოჯსონს სრულ ნდობას უცხადებდა ჯგუფიდან რომ გავიდეთ იმითაც კმაყოფილი ვართო და აზრი არ შეუცვლია ეტყობა. ვოლკოტიც უნდა წაეყვანა მარჯვენა ფლანგზე ლინგარდს კი აზობებს უფრო თექნიკურია და ამწვავებს. ჩემბერლენიც დაკლდება მაგრად ერთი რეში დარჩა თექნიკური მოგვიწევს სუფთა ინგლისური ფეხბურთის ხილვა ჩაწოდებები და პასები დიაგონალზე :დ

ეგ ამბავი ნამდვილად არ ვიცოდი.ამხელა ქვეყნის წარმომადგენელი,რომ იძახი სადაც ფეხბურთი დაიბადა,ჯგუფიდან გასვლითაც კმაყოფილი ვიქნებითო აი იქ მთავრდება სიცოცხლე ინგლისური ფეხბურთის.რა ვიცი,მაგათგან რას უნდა მოველოდეთ?ერთადერთი იმის იმედი უნდა ჰქონდეთ რომ დანარჩენი გუნდები ვერ იქნებიან მოწოდების სიმაღლეზე თორემ სხვა გზა ნამდვილად არ რჩებათ.:დ

ციტატა: Malboro463
ფეხბურთი მაგათ არ უთამაშიათ ერთი სახელები იყო და ისიც აღარ შემორჩა ფერენკი,სტივიჯი,პოლი,დევიდი,რიო,ოვენი, კოლი ეს ერთი სასტავი ამათ მერე ერთი ვარსკვალვი მგონი კეინი იზრდება შეილება გაზრდილათაც ჩავთვალოთ დანარჩებები პერსპეკტიულ ბიჭებად დარჩნენ

ერთი ალისაც თუ მივუმატებთ,მაგრამ ეგ ფეხბურთელი დიდად აღარ მომწონს,წინა წელს უკეთესი იყო/რაც შეეხება კეინს,ალბათ ის ინგლისიდან ყველაზე გამოკვეთილი ფიგურაა,რომელსაც შეიძლება დაეყრდნოს გუნდი,მაგრამ არც ისეთი გამოცდილება უმაგრებს ზურგს რომ მასზე მთლიანად დაყრდნობა შეიძლებოდეს.ნუ კაპიტანი ისეთი ჰყავთ მაგან ვის მოტივირებაზე უნდა იზრუნოს.ისე კი წელს ვინ გგონიათ,რომ მოიგებს მსოფლიოს?
0
№8
ავტორი: Malboro463
16 მაი 2018 00:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ციტატა: Lalana
ერთი ალისაც თუ მივუმატებთ,მაგრამ ეგ ფეხბურთელი დიდად აღარ მომწონს,წინა წელს უკეთესი იყო/რაც შეეხება კეინს,ალბათ ის ინგლისიდან ყველაზე გამოკვეთილი ფიგურაა,რომელსაც შეიძლება დაეყრდნოს გუნდი,მაგრამ არც ისეთი გამოცდილება უმაგრებს ზურგს რომ მასზე მთლიანად დაყრდნობა შეიძლებოდეს.ნუ კაპიტანი ისეთი ჰყავთ მაგან ვის მოტივირებაზე უნდა იზრუნოს.ისე კი წელს ვინ გგონიათ,რომ მოიგებს მსოფლიოს?

ალისაც არ აქვს ისეთი tექნიკა რაც ათიანს უნდა ქონდეს სწორად აღნიშნე შარშნა უკეთესი იყო. ჰენდერსონი კიდე არა მაღალი დონის იგროკი მარა კაპიტნის ხასიათი აქ დამრტყმელია შელაპარაკებებს არ გაურბის მითითებებსაც იძლევა. მაგ შემადგენლობაში ან კეჰილი უნდა ყოფილიყო ან მან მარა კეჰილს მგონი ძირითადად არ მოიაზრებენ. ინგლისზე გულშემატკივრობას აზრი არ აქ წარმატება გამიხარდება მარა არაფრის იმედი არ მაქ ამიტომ ფრანგებს უნდა ვუგულშემატკვირო . მოგებით კიდე მგონია გერმანია მოიგებს და არგენტინას ჯგუფში ჩარჩენასაც არ გამოვრიცხავ. წინაზე კოსტა რიკამ ისეთი სასწაულები ჩაიდინა ძნელია რამის თქმა წინასწარ
0
№9
ავტორი: Lalana
16 მაი 2018 00:44

კი ზოგადად ნამდვილად აქვს კაპიტნის რაღაც თვისებები,მაგრამ იმ თაობის შემდეგ ჰენდერსონის კაპიტნობა არც თუ ისეთი სასიამოვნოა.მეც რაღაცნაირად გერმანიას მოვისაზრებ ისევ გამარჯვებულად,რადგან ვფიქრობ ყველაზე დაბალანსებული და შეკრული გუნდია,რომელიც კონკრეტულად ერთ ფეხბურთელეზე არ არის დამოკიდებული.ისე კი ზოგადად რომ ავიღოთ საფრაგეთს ყველაზე კარგი შემადგენლობა ყავს,მაგრამ ამ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ შემეცვალა წარმოდგენები,შემადგენლობა კი კარგია,მაგრამ ამ სიღრმესა და თვისებებს თვითონ მწვრთნელი როგორ იყენებს ეგ ცალკე საკითხია,ამიტომ ვფიქრობ საფრანგეთი როგორც შემადგენლობით ლიდერი იქნებოდა ამ მსოფლიო ჩემპიონატის,მაგრამ მათი მწვრთნელი არ არის მოწოდების სიმაღლეზე.არც ბრაზილიას ჰყავს ცუდი გუნდი და როგორც იქნა ცხრიანის პოზიციაზე ეყოლებათ შესაბამისი კადრი.ასევე მშვენიერი მეკარე ჰყავთ ალისონის სახით,ნუ მათ დაცვაზე ვერაფერს ვიტყვი.აი მათი ნახევარდაცვა და თავდასხმა კი ნამდვილად კარგია,ამიტომ არც ბრაზილიაა მთლად ხელწამოსაკრავი,მაგრამ ზოგადად მაინც რთულია რომელიმე გაალიდერო.რაც შეეხება არგენტინას,ძააან აუწყობელი გუდნია,რომელსაც მწვრთნელის მხრიდან დიდი მუშაობა სჭირდება,ამიტომ შენს აზრს სრულიად ვეთანხმები.
1
№10
ავტორი: JuanMata
16 მაი 2018 14:13
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: Methadon
სმოლინგის და ჯონსის არ ვიცი, მაგრამ რეშფორდს ძალიან მაგარი შანსი აქვს ამ მსოფლიოზე რომ დაამტკიცოს და შეუძლია. აუცილებლად უნდა გამოიყენოს ეს შანსი...

რეშფორდმა პასის გაკეთება უნდა ისწავლოს, ბევრ მომენტს აფუჭებს საკუთარ თავზე თამაშის აღებით, იქ სადაც პასის გაკეთებაა საჭირო, უფრო მარტივი და სწორი გამოსავალი.

ყელაზე ცუდად ლესტერთან თამაში დამამახსოვრდა, 2-1 რამდენიმე კარგი მომენტი გააფუჭა უაზროდ და ვერ მოვიგეთ ის თამაში. სხვა თამაშებშიც იყო ეგეთი მომენტები, უნდა ისწავლოს თავის შეცდომებზე. 20 წლის ასაკში შეცდომის დაშვება არაა სავალალო, მაგრამ როცა მთელი სეზონი ერთი და იგივე შეცდომას უშვებ, უკვე ინტელექტის საქმეა.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top