თბილისი:
მანჩესტერი:
15-05-2018, 21:58
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1682,
კომენტარები: 12
ჯონსი: "სეზონი მაჟორულ ნოტაზე უნდა დავასრულოთ"
"იუნაიტედის" მცველს სეზონის წარმატებულად დასრულება სურს.
ჯონსი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალური დაცვის ხაზის წევრი ფილ ჯონსი თვლის, რომ წლევანდელ სეზონში ასოციაციის თასი მოგება იქნება იმის საწყისი, რომ გუნდი მომავალ წელსაც მოიპოვებს ტიტულებს.

"ფინალი ჩვენთვის სეზონის ბოლო თამაშია. ტურნირის მოგებით სეზონს მაჟორულ ნოტაზე დავასრულებთ. ეს ასევე დაგვეხმარება იმაში, რომ მომავალ სეზონს მეტი თავდაჯერებით დავიწყებთ.

დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ტიტულისგან არცისე შორს ვიყავით, თუმცა უნდა ვაღიაროთ "სიტის" უდავო უპირატესობა წლევანდელ სეზონში პრემიერ ლიგისთვის ბრძოლაში".
- ციტირებს Daily Mail - ფილ ჯონსის სიტყვებს.

შეგხსენებთ, რომ "იუნაიტედმა" პრემიერ ლიგს სატურნირო ცხრილში მეორე ადგილის დაკავება მოახერხა. ხოლო ინგლისის ასოციაციის თასი ფინალში 19 მაისს ლონდონის "ჩელსის" დაუპირისპირდება.
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: Methadon
16 მაი 2018 15:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 319
ციტატა: JuanMata
ციტატა: Methadon
სმოლინგის და ჯონსის არ ვიცი, მაგრამ რეშფორდს ძალიან მაგარი შანსი აქვს ამ მსოფლიოზე რომ დაამტკიცოს და შეუძლია. აუცილებლად უნდა გამოიყენოს ეს შანსი...


რეშფორდმა პასის გაკეთება უნდა ისწავლოს, ბევრ მომენტს აფუჭებს საკუთარ თავზე თამაშის აღებით, იქ სადაც პასის გაკეთებაა საჭირო, უფრო მარტივი და სწორი გამოსავალი.

ყელაზე ცუდად ლესტერთან თამაში დამამახსოვრდა, 2-1 რამდენიმე კარგი მომენტი გააფუჭა უაზროდ და ვერ მოვიგეთ ის თამაში. სხვა თამაშებშიც იყო ეგეთი მომენტები, უნდა ისწავლოს თავის შეცდომებზე. 20 წლის ასაკში შეცდომის დაშვება არაა სავალალო, მაგრამ როცა მთელი სეზონი ერთი და იგივე შეცდომას უშვებ, უკვე ინტელექტის საქმეა.

კი გეთანხმები... იმედია მაგასაც გამოასწორებს... უბრალოდ ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს, ალბათ როცა ცოტა სათამაშო დრო აქვს ცდილობს, რომ იმ დროში დაამტკიცოს, რომ უფრო მეტ დროს იმსახურებს, რასაც საბოლოოდ ცუდ შედეგამდე მიყავს... ნუ აქ დიდი შანსი აქ ძირითადში მოხვედრის და ეგოისტობის უფლება არ აქვს...
0
№12
ავტორი: ikeoni
16 მაი 2018 17:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
mgonia ro saxes gavazrobt
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top