თბილისი:
მანჩესტერი:
29-04-2018, 14:37
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2009,
კომენტარები: 14
მატჩის დღე: "იუნაიტედი" VS "არსენალი"
არსენ ვენგერის ბოლო მატჩი "ოლდ ტრაფორდზე".
მატჩის დღე:
ასოციაციის თასის ფინალში გასვლის შემდეგ, ჟოზე მოურინიოს "იუნაიტედს" 8 - დღიანი დასვენების საშუალება მიეცა. "წითელ ეშმაკებმა" ტურნირს "ტოტენჰემ ჰოტსპური" გამოთიშეს. დელე ალის გატანილი გოლის შემდეგ, თითქოს ყველაფერი მიდიოდა ისე, რომ პოჩეტინოს გუნდს ანგარიში უნდა გაეზარდა, თუმცა პოგბას შესანიშნავი საჰაერო გადაცემით ალექსის სანჩესმა ისარგებლა და თაური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა. გამარჯვების გოლი კი ანდერ ერერამ შეაგდო.

რაც შეეხებათ "მეთოფეებს", კლუბმა ბოლო შეხვედრა სამი დღის წინ ევროპა ლიგაზე გამართა. ლონდონელებმა შინ მადრიდის "ატლეტიკო" მიიღეს და ათკაციან სიმეონეს გუნდთან გამარჯვება ვერ მოიპოვეს, შეხვედრა ანგარიშით 1-1 დამთავრდა და ყველაფერი უკვე ესპანეთში გადაწყდება.

მაშ ასე "მანჩესტერ იუნაიტედი" დღეს "ოლდ ტრაფორდზე" პრემიერ ლიგის 35 - ე ტურში, "არსენალს" უმასპინძლებს და მომავალი სამი ქულის მოპოვებას შეეცდება. გამარჯვების შემთხვევაში "წითელი ეშმაკები" კლოპის "ლივერპულს" მნიშვნელოვნად მოიტოვებს უკან. შეგახსენებთ ინგლისის ჩემპიონი დროზე ადრე "მანჩესტერ სიტი" გახდა, ხოლო მეორე ადგილისთვის ერთმანეთს სწორედ "იუნაიტედი" და "ლივერპული" ეცილებიან. ამ უკანასკნელმა თავისი შეხვედრა გუშინ "ენფილდზე" ჩაატარა და გასავარდნ ზონში მყოფ "სტოკ სიტისთან" დაკარგა ქულები. შეხვედრა ნულოვანი ფრით დასრულდა. აღსანიშნავია ისიც, რომ "მერსისაიდელებთან" შედარებით "იუნაიტედს" 2 შეხვედრა თადარიგში აქვს სხვაობა კი უკვე 2 ქულას შეადგენს.

"არსენალი" ცხრილში 57 - ქულით მეექვსე პოზიციას იკავებს. კლუბმა ოთხეულში შესვლის შანსები უკვე დაკარგა. მართალია მათემატიკურად ეს შანსი კიდევ არსებობს თუმცა შესაძლოა ეს შანსიც დღეს "ოლდ ტრაფორდზე" დაიკარგოს. ასე, რომ "მეთოფეების" მთავარი ყურადრება ევროპა ლიგაზეა გადართული. ვენგერს სიტუაციას ურთულებს ისიც, რომ კლუბს მნიშვნელოვანი შეხვედრა აქვს გასამართი ესპანეთში. ასე, რომ შესაძლოა ვენგერმა დღეს ძალები დაზოგოს.

შემადგენლობას რაც შეეხება, "წითელი ეშმაკების" ლაზარეთში კვლავ რჩება არგენტინელი მეკარე სერხიო რომერო, რომელმაც დაზიანება სანაკრებო შეხვედრაში მიიღო. ხოლო დანარჩენი ფეხბურთელები სრულ მზადყოფნაში არიან.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ "არსენალში" რამოდენიმე წლიანი ასპარეზობის შემდეგ, "იუნაიტედში" გადმობარგებული ალექსის სანჩესი პირველად დაუპირისპირდება თავის ყოფილ კლუბს. თავის მხრივ ვრცელდება ცნობები, რომ ჰენრიხ მხითარიანიც შეძლებს "იუნაიტედის" წინააღმდეგ თამაშს. მოგეხსენებათ ამ ფეხბურთელებმა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გაცვალეს კლუბები.

შეხვედრა ბოლო იქნება არსენ ვენგერისთვის "არსენალის" მწვრთნელის რანგში, რადგან მან უკვე დაანონსა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ გუნდს ტოვებს. კლუბში 22 - წლიანი მუშაობის შემდეგ, "მეთოფეების" ხელმძღვანელობამ მისი კლუბიდან დათხოვნა გადაწყვიტა. ასე, რომ ვენგერი "არსენალის" მწვრთნელის რანგში თავის ბოლო შეხვედრას მართავს "ოლდ ტრაფორდზე.

დღევანდელ მატჩს ინგლისელი რეფერი კევინ ფრენდი განსჯის.

შეხვედრა თბილისის დროით 19:30 სთ - ზე აიღებს სტარტს.
სიახლეები
14 კომენტარი
№1
29 აპრილი 2018 11:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 190
Didi mnishvneloba ra aqvs movigebt tu wavagebt mtavaria lamazi fegburti itamasho
0
№2
ავტორი: Phil Jones
29 აპრილი 2018 11:19
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ძალიან ძალიან მაინტერესებს რეაქციები ვენგერის ბოლო ვიზიტთან დაკავშირებით, მე პირადად ტაშსაც დავუკრავდი, ამ კაცმა შექმნა ისტორია, მართალია ფერგი არ იყო და არც არსენალია იუნაიტედი, მაგრამ ამ ორმა კაცმა და მათმა დუელმა ნამდვილად შექმნეს ისოტრიაში ერთ-ერთი საუკეთესო დუელი! ჩემგან დიდი პატივისცემა ვენგერს.
არ ვიცი როგორ მორჩება იმედია ეს ვერ მოახდენს გავლენას, თან არსენალს ლიგაზე თამაში თუ სურს ხუთშაბათისთვის უნდა მოემზადოს და მათ ეს თამაში არაფერს უწყვეტს
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
29 აპრილი 2018 11:59
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მოსაგებია ეს თამაში, მეორე ადგილს ინაღდებენ ფაქტობრივად, თან არსენალი ეუროპა ლიგაზეა გადართული
0
№4
ავტორი: tupaca
29 აპრილი 2018 12:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
პირველი შემთხვევა იქნება რომ თუ წავაგეთ გული არ დამწყდება
0
№5
ავტორი: dzia_David
29 აპრილი 2018 12:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
დიდი ანგარიშით ველი დღეს დამაჯერებელ მოგებას
0
№6
ავტორი: Lalana
29 აპრილი 2018 12:37
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: SANDROGRIGA
მოსაგებია ეს თამაში, მეორე ადგილს ინაღდებენ ფაქტობრივად, თან არსენალი ეუროპა ლიგაზეა გადართული


Isedac ganagdebuli gvaqvs meore adgili.gushin liverpulma ver moigo da tan tadarigshi kidev erti tamashi gvaqvs,amitom aramgonia meore adgilis problema idges.axla mtavaria erti tasi mainc movipovot da finalshi chelsi davamarcxot.am tamashis wagebit arc guli damwydeba da didad arc mogebit gavixareb,radgan zogadad saertod arafris momcemi tamashia da zustad eg mainteresebs,aset umotivacio tamasshi rogor gamovalt
0
№7
ავტორი: Phil Jones
29 აპრილი 2018 14:12
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ციტატა: SANDROGRIGA
მოსაგებია ეს თამაში, მეორე ადგილს ინაღდებენ ფაქტობრივად, თან არსენალი ეუროპა ლიგაზეა გადართული

ხო ჩვე ნაკლებად ვამჩნევთ ეგეთ რამეებს რეალურად, მაგრამ ფაქტია რომ როცა გუნდს რამე აქვს ოფიციაალურად გასანაღდებელი მწვრთნელები ბოლომდე დებენ ყველაფერს, თუნდაც დაუკვირდით 34-37 ქულა ვისაც აქვს ყველა იგებს პრემიერლიგაში ადგილის ოფიციალურად გასანაღდებლად არადა მე რო მკითხო გარკვეულია ვინც გავარდება, გუშინ ნათელი მაგალითი იყო პალასმა რაც უქნა უმოტივაციო ლესტერს.
მოკლედ იმის თქმა მინდა რომ გეთანხმები და დღეს ჩემპიონთა ლიგის საგზურს ოფიციალურად გაიფორმებენ.
0
№8
ავტორი: ikeoni
29 აპრილი 2018 15:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
dges imena Saxe unda gavazrot
0
№9
ავტორი: Paulscholes1
29 აპრილი 2018 15:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 183
Ia shemtxveva roca mxolod mugamis gamo unda uyuro tamashs da aranairi mnishvneloba rom ar aqvs shedegs arcerti gundistvis..samwuxaro realobaa es(( sachempiono tamashebi gvqonda ertmanetshi exla ki...
0
№10
ავტორი: VALERI.s
29 აპრილი 2018 17:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 231
რავიცი ძმებო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს თამაში და ისევ ისეთ თამაშს ველოდები როგორიც წინა თამაში იყო რადგან ერთადერთი თამაში იყო ცენზურა მოურინიოს ხელში რომლითაც ვისიამოვნე!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top