თბილისი:
მანჩესტერი:
29-04-2018, 14:37
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2004,
კომენტარები: 14
მატჩის დღე: "იუნაიტედი" VS "არსენალი"
არსენ ვენგერის ბოლო მატჩი "ოლდ ტრაფორდზე".
მატჩის დღე:
ასოციაციის თასის ფინალში გასვლის შემდეგ, ჟოზე მოურინიოს "იუნაიტედს" 8 - დღიანი დასვენების საშუალება მიეცა. "წითელ ეშმაკებმა" ტურნირს "ტოტენჰემ ჰოტსპური" გამოთიშეს. დელე ალის გატანილი გოლის შემდეგ, თითქოს ყველაფერი მიდიოდა ისე, რომ პოჩეტინოს გუნდს ანგარიში უნდა გაეზარდა, თუმცა პოგბას შესანიშნავი საჰაერო გადაცემით ალექსის სანჩესმა ისარგებლა და თაური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა. გამარჯვების გოლი კი ანდერ ერერამ შეაგდო.

რაც შეეხებათ "მეთოფეებს", კლუბმა ბოლო შეხვედრა სამი დღის წინ ევროპა ლიგაზე გამართა. ლონდონელებმა შინ მადრიდის "ატლეტიკო" მიიღეს და ათკაციან სიმეონეს გუნდთან გამარჯვება ვერ მოიპოვეს, შეხვედრა ანგარიშით 1-1 დამთავრდა და ყველაფერი უკვე ესპანეთში გადაწყდება.

მაშ ასე "მანჩესტერ იუნაიტედი" დღეს "ოლდ ტრაფორდზე" პრემიერ ლიგის 35 - ე ტურში, "არსენალს" უმასპინძლებს და მომავალი სამი ქულის მოპოვებას შეეცდება. გამარჯვების შემთხვევაში "წითელი ეშმაკები" კლოპის "ლივერპულს" მნიშვნელოვნად მოიტოვებს უკან. შეგახსენებთ ინგლისის ჩემპიონი დროზე ადრე "მანჩესტერ სიტი" გახდა, ხოლო მეორე ადგილისთვის ერთმანეთს სწორედ "იუნაიტედი" და "ლივერპული" ეცილებიან. ამ უკანასკნელმა თავისი შეხვედრა გუშინ "ენფილდზე" ჩაატარა და გასავარდნ ზონში მყოფ "სტოკ სიტისთან" დაკარგა ქულები. შეხვედრა ნულოვანი ფრით დასრულდა. აღსანიშნავია ისიც, რომ "მერსისაიდელებთან" შედარებით "იუნაიტედს" 2 შეხვედრა თადარიგში აქვს სხვაობა კი უკვე 2 ქულას შეადგენს.

"არსენალი" ცხრილში 57 - ქულით მეექვსე პოზიციას იკავებს. კლუბმა ოთხეულში შესვლის შანსები უკვე დაკარგა. მართალია მათემატიკურად ეს შანსი კიდევ არსებობს თუმცა შესაძლოა ეს შანსიც დღეს "ოლდ ტრაფორდზე" დაიკარგოს. ასე, რომ "მეთოფეების" მთავარი ყურადრება ევროპა ლიგაზეა გადართული. ვენგერს სიტუაციას ურთულებს ისიც, რომ კლუბს მნიშვნელოვანი შეხვედრა აქვს გასამართი ესპანეთში. ასე, რომ შესაძლოა ვენგერმა დღეს ძალები დაზოგოს.

შემადგენლობას რაც შეეხება, "წითელი ეშმაკების" ლაზარეთში კვლავ რჩება არგენტინელი მეკარე სერხიო რომერო, რომელმაც დაზიანება სანაკრებო შეხვედრაში მიიღო. ხოლო დანარჩენი ფეხბურთელები სრულ მზადყოფნაში არიან.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ "არსენალში" რამოდენიმე წლიანი ასპარეზობის შემდეგ, "იუნაიტედში" გადმობარგებული ალექსის სანჩესი პირველად დაუპირისპირდება თავის ყოფილ კლუბს. თავის მხრივ ვრცელდება ცნობები, რომ ჰენრიხ მხითარიანიც შეძლებს "იუნაიტედის" წინააღმდეგ თამაშს. მოგეხსენებათ ამ ფეხბურთელებმა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გაცვალეს კლუბები.

შეხვედრა ბოლო იქნება არსენ ვენგერისთვის "არსენალის" მწვრთნელის რანგში, რადგან მან უკვე დაანონსა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ გუნდს ტოვებს. კლუბში 22 - წლიანი მუშაობის შემდეგ, "მეთოფეების" ხელმძღვანელობამ მისი კლუბიდან დათხოვნა გადაწყვიტა. ასე, რომ ვენგერი "არსენალის" მწვრთნელის რანგში თავის ბოლო შეხვედრას მართავს "ოლდ ტრაფორდზე.

დღევანდელ მატჩს ინგლისელი რეფერი კევინ ფრენდი განსჯის.

შეხვედრა თბილისის დროით 19:30 სთ - ზე აიღებს სტარტს.
სიახლეები
14 კომენტარი
№11
ავტორი: Svanchester
29 აპრილი 2018 17:13
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
წესით წამყვანი ფეხბურთელები უნდა დაასვენოს ვენგერმა. ასეთ არსენალს კი სულ სულ მარტივად უნდა მოვუგოთ.
0
№12
ავტორი: LewisHamilton
29 აპრილი 2018 17:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 323
ასეთი საზიზღარი და უმაქნისი შემადგენლობა არსენალს მგონი არასოდეს დაუყენებია და აი ყველანაირად სირცხვილი და თავის მოჭრა იქნება ამ თამაშის ვერმოგება...
0
№13
ავტორი: ALEXFERGUSON
29 აპრილი 2018 20:19
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
არ გაყიდოთ ფელაინი. ხელი არ დაადოთ ბუჩქას :)

მოურინიოს თუ თვალები ერთ ადგილას არ აქვს,მარსიალი ლინგარდის მაგივრად უნდა დააყენოს
0
№14
ავტორი: Paulscholes1
29 აპრილი 2018 20:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 183
ციტატა: LewisHamilton
ასეთი საზიზღარი და უმაქნისი შემადგენლობა არსენალს მგონი არასოდეს დაუყენებია და აი ყველანაირად სირცხვილი და თავის მოჭრა იქნება ამ თამაშის ვერმოგება...

Moigo zma mara amnairi mogebis dedac mov..n. es chmpri vinaa gunds kombinafia ver aswavla. Da martla mecodeba yvela vinc am kacis imedi aqvs kidev. 2 wlis ganmavlobashi 1 kombinacia ver aswavla gunds da exla aswavlis roca fexburtelebs ushvebs gundidan, ? Karoche me dges davrwmundi, es chmori unda gaqres maniudan!!
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top