თბილისი:
მანჩესტერი:
27-04-2018, 17:39
ავტორი: Gamkrelidze,
ნანახია: 2435,
კომენტარები: 15
ჟოზემ გუნდში ახალი კაპიტანი უნდა დანიშნოს
პორტუგალიელი სპეციალისტი მომავალ სეზონში "იუნაიტედის" ახალ კაპიტანს აირჩევს.
ჟოზემ გუნდში ახალი კაპიტანი უნდა დანიშნოს
პორტუგალიელი სპეციალისტი ჟოზე მოურინიო, მომავალ სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალ კაპიტანს აირჩევს. გავრცელებული ჭორების თანახმად კი ჟოზეს კაპიტნის არჩევის რამდენიმე ვარიანტი აქვს, რომელსაც ამ სტატიაში გაგაცნობთ.

მოგეხსენებათ რომ "იუნაიტედის" ლეგენდამ და კაპიტანმა, უეინ რუნიმ გუნდი 2017/18 წლის სეზონის დასაწყისში, სუპერ თასის შეხვედრამდე დატოვა და სათამაშოდ "ევერტონში" გადავიდა. ეს კი ნიშნავდა იმას რომ "იუნაიტედი" კაპიტნის გარეშე რჩებოდა, ჟოზემ გადაწყვიტა რომ კაპიტნის სამკლაური მაიკლ კერიკისთვის ენდო, რომელიც მანამდე ვიცე-კაპიტნის როლს ირგებდა. თუმცაღა მაიკლს ბევრი სათამაშო დრო არ ეძლეოდა და კაპიტნები ხშირად იცვლებოდნენ რიგ თამაშებში. გარდა ამისა მაიკლ კერიკი კარიერას ასრულებს და გუნდი უკაპიტნოდ რჩება.

ჭორების თანახმად ინგლისის გრანდის მწვრთნელს ამჟამად გუნდის კაპიტნის სამკლაურის მისანიჭებლად რამდენიმე ფეხბურთელი ყავს კანდიდანტად, ესენი არიან: ანტონიო ვალენსია, ნემანია მატიჩი და დევიდ დე ხეა.

ანტონიო ვალენსია
ეკვადორელი ფეხბურთელი "წითელი ეშმაკების" რიგებში 2009 წლის, 1 ივლისს ჩაეწერა. მანამდე კი ანტონიო "უიგან ატლეტიკსში" თამაშობდა, უფრო ადრე "ვილიარეალში" ესპანეთში, ხოლო ესპანეთამდე ეკვადორულ გუნდში. მისი თასების გალერია შემდეგნაირად გამოიყურება: 2 პრემიერ ლიგა, 1 ფა თასი, 3 ქომუნითი შილდი, 2 ინგლისის ლიგის თასი, 1 21-წლამდელთა პრემიერ ლიგა, 1 ევროპა ლიგა.

თავდაპირველად სამხრეთ ამერიკელი სერ ალექსმა შეიძინა იმ იმედით რომ ანტონიო გუნდს ვინგერად გამოადგებოდა. ასეც მოხდა და ანტონიომ თამაში შემტევ გარემარბად დაიწყო, თუმცა გარკვეული დროის გასვლის შემდგომ, ლუის ვან გაალმა და ჟოზე მოურინიონ მას სათამაშო სტილი შეუცვალეს და ამჟამად მისი მთავარი პოზიცია ფლანგის მცველია. მისი სატრანსფერო ღირებულება ამჟამად 10 მილიონ ევროს შეადგენს. კონტრაქტი კი "იუნაიტედში" ვალენსიას 2019 წელს ეწურება.

ნემანია მატიჩი
სერბი ცენტრალური ნახევარმცველი "მანჩესტერ იუნაიტედს" ამ სეზონში შეუერთდა. მანამდე ის "წითელი ეშმაკების" კონკურენტ გუნდში ასპარეზობდა, კერძოდ ლონდონის "ჩელსიში". ჯერჯერობით სერბს "იუნაიტედთან" ერთად არცერთი ტიტული არ აქვს მოგებული თუმცა არსებობს პოტენციალი რომ ამ სეზონში სერბმა ინგლისის ფა თასი მოიგოს, რომელიც მან 2010 წელს "ჩელსისთან" ერთად მოიგო.

სერბის ტრანსფერში უდიდესი მონაწილეობა მიიღო გუნდის თავკაცმა ჟოზე მოურინიომ. პორტუგალიელი სპეციალისტი "მანჩესტერ იუნაიტედში" მოსვლამდე მოგეხსენებათ, რომ "ჩელსის" თავკაცი გახლდათ, შესაბამისად იგი ნემანიას უკვე იცნობდა და კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. ასე რომ ნემანია ბევრი ფიქრის გარეშე შეუერთდა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს.

დევიდ დე ხეა
გენიალური ესპანელი მეკარე, დევიდ დე ხეა "იუნაიტედს" 2011/12 სეზონში შეუერთდა, ჯერ კიდევ სერ ალექს ფერგიუსონის დროს. თავდაპირველად დევიდი ნამდვილად უსუსური იყო "იუნაიტედში", უშვებდა უამრავ შეცდომას რაც გუნდს საბოლოოდ ძვირად უჯდებოდა. თუმცა ფერგიუსონმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა რომ დე ხეას უდიდესი მომავალი ელოდა.

შოტლანდიელი ლეგენდის სიტყვები გამართლდა და ესპანელმა ლუის ვან გაალის მოსვლის შემდეგ ტიტანური პროგრესი განიცადა და მსოფლიოს საუკეთესო თუ არა, ერთერთი საუკეთესო მეკარე მაინც არის დღესდღეობით.

დევიდს 2015/16 წელს თითქოს გადაწყვეტილი ქონდა ესპანეთში დაბრუნება, ოღონდ არა "ატლეტიკო მადრიდში", არამედ მადრიდის "რეალში" ეპატიჟებოდნენ. თუმცაღა ვან გაალმა ტრანსფერი სასწაულებრივად ჩაშალა და მას შემდეგ დევიდს გუნდის დატოვების სურვილი აღარ გამოუთქვია.


ვინ უნდა იყოს "იუნაიტედის" შემდეგი კაპიტანი?

დე ხეა
მატიჩი
ვალენსია
პოგბა

ახალი ამბები, ჭორები
15 კომენტარი
№1
ავტორი: Gamkrelidze
27 აპრილი 2018 17:41
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
ჩემი აზრით ნემანიას დანიშვნა კაპიტნად არ იქნება სწორი და მიზეზები ალბათ იცით რატომაც. ალბათ დე ხეას რო მისცენ კაპიტნის სამკლაური ძალიან კარგი ჟესტი იქნება გუნდის მხრიდან და თან ალბათ არსად წამსვლელი არ იქნება. ისე ერერასაც მისცემდა კაცი კაპიტნის სამკლაურს. ვალენსია ალბათ ვიცე-კაპიტანი იქნება
0
№2
ავტორი: dzia_David
27 აპრილი 2018 17:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
''Setanta Sports Georgia''მ ფეისბუქზე გამოაქვეყნა ფერგიუსონზე მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი და უყურეთ ყველამ არ დაიზაროთ....
ფერგიუსონი : '' ძალიან ცუდი თამაში იყო, ჩემთვის არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა თასი მოვიგეთ თუ არა, თამაშის ხარისხი უნდა იყოს ისეთი როგორსაც გულეშემატკივარი იმსახურებს'' ფინალში გამარჯვების შემდეგ ნათქვამი სიტყვები, აი განსხვავება და სწორი მიდგომა გენიოსი ბაბუსი
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
27 აპრილი 2018 17:48
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ამ სამი ვარიანტიდან დე ხეას ვემხრობი, პრინციპში სხვა მინდვრის მოთამაშეებთან შედარებით დე ხეას უფრო აქვს ლიდერის თვისებები, პოგბა ცოტა დასერიოზულდეს და ეგეც შეიძლება
0
№4
ავტორი: Dato kutaisi
27 აპრილი 2018 18:27
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
ციტატა: GaMkReLa
ჩემი აზრით ნემანიას დანიშვნა კაპიტნად არ იქნება სწორი და მიზეზები ალბათ იცით რატომაც. ალბათ დე ხეას რო მისცენ კაპიტნის სამკლაური ძალიან კარგი ჟესტი იქნება გუნდის მხრიდან და თან ალბათ არსად წამსვლელი არ იქნება. ისე ერერასაც მისცემდა კაცი კაპიტნის სამკლაურს. ვალენსია ალბათ ვიცე-კაპიტანი იქნება

გეთანხმები აბსოლუტურად დე ხეა საუკეთესო ვარიანტია.კარგი სტატიაა ნაღდად
0
№5
ავტორი: PaLoMo
27 აპრილი 2018 18:31
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
ციტატა: Dato kutaisi
ციტატა: GaMkReLa
ჩემი აზრით ნემანიას დანიშვნა კაპიტნად არ იქნება სწორი და მიზეზები ალბათ იცით რატომაც. ალბათ დე ხეას რო მისცენ კაპიტნის სამკლაური ძალიან კარგი ჟესტი იქნება გუნდის მხრიდან და თან ალბათ არსად წამსვლელი არ იქნება. ისე ერერასაც მისცემდა კაცი კაპიტნის სამკლაურს. ვალენსია ალბათ ვიცე-კაპიტანი იქნება

გეთანხმები აბსოლუტურად დე ხეა საუკეთესო ვარიანტია.კარგი სტატიაა ნაღდად

ereras ar aamasheben da xolmee...de gea ukonkurento unda iyos
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№6
ავტორი: Svanchester
27 აპრილი 2018 18:53
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
ვალენსიას კაპიტნობა არ მინდა, კაპიტანი მოედანზე ძაან უნდა აქტიურობდეს არამატო თამაშით არამედ საუბარი უნდა შეეძლოს სამოტივაციო, ვალეს რასაც ვუყურებ თითქმის სულ არ ლაპარაკობს მოედანზე. ფეხბურთელებს ცოტა მოწოდება ჭირდებათ ხანდახან კაპიტნისგან რომ გამოცოცხლდნენ. მატიჩის კაპიტნობა არ გამოვა. პოგბა ახალგაზრდულ განცდებშია მაგის კაპიტნობა ჯერ ნაადრევია. თვისებები ჩამოსაყალიბებელი აქვს ჯერ. აი დეხ ხეა აუცილებლად უნდა გახდეს კაპიტანი. საჭიროა სამკლაური მისცენ, კლუბის მხრიდან პატივისცემის გამოხატულებაზე რომ არაფერი ვთქვათ. სავარაუდოდ დე ხეა გახდება.
1
№7
ავტორი: ikeoni
27 აპრილი 2018 19:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
სავარაუდოდ დეხეა გახდება
1
№8
ავტორი: LASHQARA
27 აპრილი 2018 20:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
პოგბაც არ იქნება ცუდი, დე ხეამ უფრო დაიმსახურა მაგრამ მოტივაციისთვის და მეტი თავდაჯერებულობისთვის პოგბას უფრო მოუხდება კაპიტნის სამკლაური, თან შეუძლია თამაშის თავის თავზე აღება და მუხტის მიცემა თანაგუნდელებისთვის... love am
0
№9
ავტორი: Rooni
27 აპრილი 2018 22:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 503
მთავარი დეხეაა და პიგბა სხვა რავინ ამორში უნდა აირჩეს პოგბასთვის დამატებით უდიდესი მოტივაცია და პასუხისმგებლობა იქნება
1
№10
ავტორი: men1me
27 აპრილი 2018 23:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 274
რატო უნდა მისცენ პოგბას ვერ ვხვდები.ერთი ჩვეულებრივი პიჟონია რომლისთვისაც ეს გუნდი მარტო ფულის საჭრელი სტანოკია და დღე-დღეზე განაჯვავს აქედან.აი დე ხეა მართლაც ღირსია უყვარს ეს გუნდი და ამდენი წელია უკვე ამტკიცებს ამას
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top