თბილისი:
მანჩესტერი:
27-04-2018, 17:39
ავტორი: Gamkrelidze,
ნანახია: 2439,
კომენტარები: 15
ჟოზემ გუნდში ახალი კაპიტანი უნდა დანიშნოს
პორტუგალიელი სპეციალისტი მომავალ სეზონში "იუნაიტედის" ახალ კაპიტანს აირჩევს.
ჟოზემ გუნდში ახალი კაპიტანი უნდა დანიშნოს
პორტუგალიელი სპეციალისტი ჟოზე მოურინიო, მომავალ სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალ კაპიტანს აირჩევს. გავრცელებული ჭორების თანახმად კი ჟოზეს კაპიტნის არჩევის რამდენიმე ვარიანტი აქვს, რომელსაც ამ სტატიაში გაგაცნობთ.

მოგეხსენებათ რომ "იუნაიტედის" ლეგენდამ და კაპიტანმა, უეინ რუნიმ გუნდი 2017/18 წლის სეზონის დასაწყისში, სუპერ თასის შეხვედრამდე დატოვა და სათამაშოდ "ევერტონში" გადავიდა. ეს კი ნიშნავდა იმას რომ "იუნაიტედი" კაპიტნის გარეშე რჩებოდა, ჟოზემ გადაწყვიტა რომ კაპიტნის სამკლაური მაიკლ კერიკისთვის ენდო, რომელიც მანამდე ვიცე-კაპიტნის როლს ირგებდა. თუმცაღა მაიკლს ბევრი სათამაშო დრო არ ეძლეოდა და კაპიტნები ხშირად იცვლებოდნენ რიგ თამაშებში. გარდა ამისა მაიკლ კერიკი კარიერას ასრულებს და გუნდი უკაპიტნოდ რჩება.

ჭორების თანახმად ინგლისის გრანდის მწვრთნელს ამჟამად გუნდის კაპიტნის სამკლაურის მისანიჭებლად რამდენიმე ფეხბურთელი ყავს კანდიდანტად, ესენი არიან: ანტონიო ვალენსია, ნემანია მატიჩი და დევიდ დე ხეა.

ანტონიო ვალენსია
ეკვადორელი ფეხბურთელი "წითელი ეშმაკების" რიგებში 2009 წლის, 1 ივლისს ჩაეწერა. მანამდე კი ანტონიო "უიგან ატლეტიკსში" თამაშობდა, უფრო ადრე "ვილიარეალში" ესპანეთში, ხოლო ესპანეთამდე ეკვადორულ გუნდში. მისი თასების გალერია შემდეგნაირად გამოიყურება: 2 პრემიერ ლიგა, 1 ფა თასი, 3 ქომუნითი შილდი, 2 ინგლისის ლიგის თასი, 1 21-წლამდელთა პრემიერ ლიგა, 1 ევროპა ლიგა.

თავდაპირველად სამხრეთ ამერიკელი სერ ალექსმა შეიძინა იმ იმედით რომ ანტონიო გუნდს ვინგერად გამოადგებოდა. ასეც მოხდა და ანტონიომ თამაში შემტევ გარემარბად დაიწყო, თუმცა გარკვეული დროის გასვლის შემდგომ, ლუის ვან გაალმა და ჟოზე მოურინიონ მას სათამაშო სტილი შეუცვალეს და ამჟამად მისი მთავარი პოზიცია ფლანგის მცველია. მისი სატრანსფერო ღირებულება ამჟამად 10 მილიონ ევროს შეადგენს. კონტრაქტი კი "იუნაიტედში" ვალენსიას 2019 წელს ეწურება.

ნემანია მატიჩი
სერბი ცენტრალური ნახევარმცველი "მანჩესტერ იუნაიტედს" ამ სეზონში შეუერთდა. მანამდე ის "წითელი ეშმაკების" კონკურენტ გუნდში ასპარეზობდა, კერძოდ ლონდონის "ჩელსიში". ჯერჯერობით სერბს "იუნაიტედთან" ერთად არცერთი ტიტული არ აქვს მოგებული თუმცა არსებობს პოტენციალი რომ ამ სეზონში სერბმა ინგლისის ფა თასი მოიგოს, რომელიც მან 2010 წელს "ჩელსისთან" ერთად მოიგო.

სერბის ტრანსფერში უდიდესი მონაწილეობა მიიღო გუნდის თავკაცმა ჟოზე მოურინიომ. პორტუგალიელი სპეციალისტი "მანჩესტერ იუნაიტედში" მოსვლამდე მოგეხსენებათ, რომ "ჩელსის" თავკაცი გახლდათ, შესაბამისად იგი ნემანიას უკვე იცნობდა და კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. ასე რომ ნემანია ბევრი ფიქრის გარეშე შეუერთდა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს.

დევიდ დე ხეა
გენიალური ესპანელი მეკარე, დევიდ დე ხეა "იუნაიტედს" 2011/12 სეზონში შეუერთდა, ჯერ კიდევ სერ ალექს ფერგიუსონის დროს. თავდაპირველად დევიდი ნამდვილად უსუსური იყო "იუნაიტედში", უშვებდა უამრავ შეცდომას რაც გუნდს საბოლოოდ ძვირად უჯდებოდა. თუმცა ფერგიუსონმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა რომ დე ხეას უდიდესი მომავალი ელოდა.

შოტლანდიელი ლეგენდის სიტყვები გამართლდა და ესპანელმა ლუის ვან გაალის მოსვლის შემდეგ ტიტანური პროგრესი განიცადა და მსოფლიოს საუკეთესო თუ არა, ერთერთი საუკეთესო მეკარე მაინც არის დღესდღეობით.

დევიდს 2015/16 წელს თითქოს გადაწყვეტილი ქონდა ესპანეთში დაბრუნება, ოღონდ არა "ატლეტიკო მადრიდში", არამედ მადრიდის "რეალში" ეპატიჟებოდნენ. თუმცაღა ვან გაალმა ტრანსფერი სასწაულებრივად ჩაშალა და მას შემდეგ დევიდს გუნდის დატოვების სურვილი აღარ გამოუთქვია.


ვინ უნდა იყოს "იუნაიტედის" შემდეგი კაპიტანი?

დე ხეა
მატიჩი
ვალენსია
პოგბა

ახალი ამბები, ჭორები
15 კომენტარი
№11
ავტორი: Phil Jones
27 აპრილი 2018 23:55
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
მეკარრე რომ არ უნდა იყოს მე ვეთანხმები, დე ხეას ძეგლი უნდა დაუდგა, მაგრამ კაპიტანი მოედანზე უნდა იყოს ჩართული. მატიჩი სასტიკად არ მინდა!!! რა მატიჩი 1 წელია რაც აქაა და ჩელსი არაა იუნაიტედი! კი ბატონო მაგარი კაცია, მაგრამ არა კაპიტნად!! მე სმოლინგი მირჩევნია იყოს ვიდრე მატიჩი!
0
№12
ავტორი: kobinio
28 აპრილი 2018 00:39
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: Svani
ვალენსიას კაპიტნობა არ მინდა, კაპიტანი მოედანზე ძაან უნდა აქტიურობდეს არამატო თამაშით არამედ საუბარი უნდა შეეძლოს სამოტივაციო, ვალეს რასაც ვუყურებ თითქმის სულ არ ლაპარაკობს მოედანზე. ფეხბურთელებს ცოტა მოწოდება ჭირდებათ ხანდახან კაპიტნისგან რომ გამოცოცხლდნენ. მატიჩის კაპიტნობა არ გამოვა. პოგბა ახალგაზრდულ განცდებშია მაგის კაპიტნობა ჯერ ნაადრევია. თვისებები ჩამოსაყალიბებელი აქვს ჯერ. აი დეხ ხეა აუცილებლად უნდა გახდეს კაპიტანი. საჭიროა სამკლაური მისცენ, კლუბის მხრიდან პატივისცემის გამოხატულებაზე რომ არაფერი ვთქვათ. სავარაუდოდ დე ხეა გახდება.

ინგლისური არ იცის :))) სისულელის თქმას ჩუმათ ვიქნები ჯობიაო სანჩესისთვის უთქვამს... )))
0
№13
ავტორი: glory28
28 აპრილი 2018 00:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 535
ციტატა: LASHQARA
პოგბაც არ იქნება ცუდი, დე ხეამ უფრო დაიმსახურა მაგრამ მოტივაციისთვისა და მეტი თავდაჯერებულობისთვის პოგბას უფრო მოუხდება კაპიტნის სამკლაური, თან შეუძლია თამაშის თავის თავზე აღება და მუხტის მიცემა თანაგუნდელებისთვის... love am

დე ხეა სულ თავის თავზე არ იღებს ყველა თამაშს wink
0
№14
ავტორი: VALERI.s
28 აპრილი 2018 11:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 231
დე ხეა უდავოდ საუკეთესოა გუნდში მაგრამ დამიჯერეთ პოგბას რომ მისცენ კაპიტნის სამკლაური ნამდვილ ლიდერად და მოტივატორად მოევლინება გუნდს. სიტისთან მატჩამდე ამას არ ვიტყოდი მაგრამ მაგ მატჩის მერე დზვრწმუნდი რო პოგბა უნდა იყოს ჩვენი შემდეგი კაპიტანი!
0
№15
ავტორი: Malboro463
28 აპრილი 2018 12:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
##ბთ არის გუნდი გატენილი ვინ უნდა დაყენო მართლა. პოგბას 16 წლის ბიჭის ჭკუა აქვს
მატა ძირითადის ფეხბურთელი არა. ჯონსი და სმოლინგი ზედმეტია. მატიჩიც ასაკშია სავარაუდOთ სკამიდან დაიწყებს თამაშს. დე გეა N1 კანდიდატი და მერე ბაილი.
1

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top