თბილისი:
მანჩესტერი:
21-04-2018, 15:29
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2951,
კომენტარები: 16
მატჩის დღე: "იუნაიტედი" VS "ტოტენჰემი"
დღეს ასოციაციის თასის ერთ - ერთი ფინალისტის ვინაობა გაირკვევა.
მატჩის დღე:
პრემიერ ლიგაში დამაჯერებლად მოპოვებული სამი ქულის შემდეგ "წითელ ეშმაკებს" მეტად მნიშვნელოვანი დაპირისპირება ელით. თბილისის დროით 20:15 სთ - ზე, ჟოზე მოურინიოს "იუნაიტედი" ინგლისი ასოციაციის თასის ნახევარფინალში "უემბლიზე" მაურისიო პოჩეტინოს "ტოტენჰემს" დაუპირისპირდება. სწორედ დღეს გამოვლინდება აღნიშნული ტურნირის პირველი ფინალისტის ვინაობა.

ორი გუნდის პრემიერლიგურ მონაგარს თუ გადავხედავთ, მარტივად შეიძლება ითქვას, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" ოთხეულში ადგილი თითქმის უკვე გაინაღდა, მოურინიოს შეგირდები 74 ქულით მეორე ადგილს თამამად იკავებენ, ხოლო მეხუთე ადგილოსან "ჩელსისთან" დაშორება 11 ქულას შეადგენს, რაც ნიშნავს იმას, რომ საკმარისია მოპოვებული 3 ქულაც და "იუნაიტედმა" დარჩენილ ტურებში შეხვედრები რომც დათმოს ავტომატურად ოთხეულში ადგილს მაინც დაიკავებს.

სხვაგვარია "ტოტენჰემის" მდგომარეობა, "დეზები" მართალია მეოთხე ადგილზე არიან განთესილნი თუმცა მდევარ "არისტოკრატებთან" ჩამორჩენა არცთუისე დიდია. წინა ტური პოჩეტინოს შეგირდებმა ჩააგდეს, გასვლაზე "ბრაიტონთან" ქულას დაჯერდნენ და ლონდონელებს საშუალება მისცეს სხვაობა 5 ქულამდე დაეყვანათ. წინ კიდევ 4 ტური დარჩა რაც ვერ იძლევა იმის გარანტიას, რომ "ტოტენჰემი" ოთხზეულში აუცილებლად მოხვდება.

თუმცა ორივე გუნდის სატურნირო მდგომარეობებს რომ არ შევხედოთ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ უტიტულოდ სეზონის დასრულება არცერთ გუნდს არ სურს, ვინაიდან და რადგანაც გუნდებმა ადრეულად დაამთავრეს ჩემპიონთა ლიგისთვის ბრძოლა, ხოლო პრემიერ ლიგის მოგება არავის დაუთმო "სიტიმ" და გასულ ტურში ოფიციალურად გაინაღდა ჩემპიონობა, "ქალაქელებმა" ასევე ინგლისის ლიგის თასი მოიპოვეს, დარჩა მხოლოდ "ასოციაციის თასი" სადაც ოთხი გუნდი იასპარეზებს. მეორე წყვილს კი "ჩელსი" "საუთჰემპტონი" შეადგენს. ყველაფრიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ წინ დაძაბული შეხვედრები გველოდება.

"იუნაიტედი" - "ტოტენჰემის" მატჩს მთავარი არბიტრი: ენტონი ტეილორი განსჯის.

რაც შეეხება "იუნაიტედის" ტრავმირებულ ფეხბურთელებს, "წითლებს" ლაზარეთში მხოლოდ სათადარიგო მეკარე სერხიო რომერო ჰყავთ. ხოლო დანარჩენი შემადგენლობა სრულ მზადყოფნაშია.

აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ აღნიშნულ ტურნირზე "მანჩესტერ იუნაიტედს" ამ სეზონში საკუთარ კარში მიღებული გოლი ჯერ არ აქვს. ვნახოთ შეძლებენ თუ არა "ოლდ ტაფორდელები" ამ მატჩშიც კარის მშრალად შენახვას და წარმატების მიღწევას.


რომელ პოზიციაზე სჭირდება გუნდს ყველაზე მეტად გაძლიერება?

დაცვა
ნახევარდაცვა
თავდასხმა
სხვა

სტატიები
16 კომენტარი
№1
ავტორი: LASHQARA
21 აპრილი 2018 15:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
რომელუ, პოგბა, მარსიალი, ლინგარდი, ამ ფეხბურთელებმა თუ ითამაშეს თავის თამაში დღეს ჩვენ მოვიგებთ. love am
0
№2
ავტორი: LewisHamilton
21 აპრილი 2018 16:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 323
მარსიალი მინდა ძირითადში და მარცხნივ. დააყენოს ეს სანჩესი მარჯვნივ რა დაშავდება, თან ხომ ვიცით რომ შეუძლია იქ თამაში, იქნება და რა გამოვიდეს ამ ყველაფრიდან..
0
№3
ავტორი: Rooni
21 აპრილი 2018 17:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 503
მატიჩი ერერა უკან პოგბა წინ მარჯვნივ სანჩესი მარცხნივ მარსი და მოვიგებთ
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
21 აპრილი 2018 17:44
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
სწორი შემადგენლობაა საჭირო, და რაც მტავარია ხარისხიანი ფეხბურთის ჩვენება
0
№5
ავტორი: VALERI.s
21 აპრილი 2018 18:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 231
რა ცენზურა კაცია ძმაო ისევ ძველი შემადგენლობა დააყენა. ვერაფერს ვერ სწავლობს ეს **** მართლა. ხისთავიანი ცენზურა. დედაცენზურა ამის.
0
№6
ავტორი: kashmara
21 აპრილი 2018 18:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1116
Sul ro 5.0 moigos mainc mo*** deda mourino ro Marsiglis da reshfordis talantsss klavs es deda argnianiiii shemagzga tpma yvelaferi
0
№7
ავტორი: Dato kutaisi
21 აპრილი 2018 19:04
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ისევ პრესინგის სასტავი დააყენა და ითამაშებენ ახლა 10 წუთი პრესინგს და მერე ვუყუროთ ტოტენჰემს.ეხ ეხ
0
№8
ავტორი: men1me
21 აპრილი 2018 19:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 274
ისევ ყ....ეობა და 1-0 ამაზრზენია უკვე

სად იყო იაგი,პოგბას სეირნობა და ცენტრალური დაცვის ცენზურაობა

ამ ტაკტიკას ნეტა რა ქვია?ვერც პრესინგს თამაშობენ,ვერც ზონებს კეტავენ,შეტევაზე ზედმეტია საუვარი ეს ხო მოურინიოა.20 წელია ამ გუნდს ვგულშემატკივრობ და ესეთი უსუსური ჯერ არ მინახია

გოოოოოოლ
0
№9
ავტორი: Dato kutaisi
21 აპრილი 2018 20:02
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
როცა ყველა იბრძვის როგორი სხვანაირია ჩვენი თამაში.და როგორ არ გვიხდება ეს დაცვა ღმერთო ჩემო
0
№10
ავტორი: SANDROGRIGA
21 აპრილი 2018 20:12
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მონდომება, სირბილი, ბოლომდე ბრძოლაა საჭირო, როცა მოუმატებს გუნდი სირბილს და პრესინგს მაშინვე იქმნება ხიფათი, გამოფხიზლება უნდა გუნდს!!!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top