თბილისი:
მანჩესტერი:
21-04-2018, 15:29
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 3165,
კომენტარები: 16
მატჩის დღე: "იუნაიტედი" VS "ტოტენჰემი"
დღეს ასოციაციის თასის ერთ - ერთი ფინალისტის ვინაობა გაირკვევა.
მატჩის დღე:
პრემიერ ლიგაში დამაჯერებლად მოპოვებული სამი ქულის შემდეგ "წითელ ეშმაკებს" მეტად მნიშვნელოვანი დაპირისპირება ელით. თბილისის დროით 20:15 სთ - ზე, ჟოზე მოურინიოს "იუნაიტედი" ინგლისი ასოციაციის თასის ნახევარფინალში "უემბლიზე" მაურისიო პოჩეტინოს "ტოტენჰემს" დაუპირისპირდება. სწორედ დღეს გამოვლინდება აღნიშნული ტურნირის პირველი ფინალისტის ვინაობა.

ორი გუნდის პრემიერლიგურ მონაგარს თუ გადავხედავთ, მარტივად შეიძლება ითქვას, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" ოთხეულში ადგილი თითქმის უკვე გაინაღდა, მოურინიოს შეგირდები 74 ქულით მეორე ადგილს თამამად იკავებენ, ხოლო მეხუთე ადგილოსან "ჩელსისთან" დაშორება 11 ქულას შეადგენს, რაც ნიშნავს იმას, რომ საკმარისია მოპოვებული 3 ქულაც და "იუნაიტედმა" დარჩენილ ტურებში შეხვედრები რომც დათმოს ავტომატურად ოთხეულში ადგილს მაინც დაიკავებს.

სხვაგვარია "ტოტენჰემის" მდგომარეობა, "დეზები" მართალია მეოთხე ადგილზე არიან განთესილნი თუმცა მდევარ "არისტოკრატებთან" ჩამორჩენა არცთუისე დიდია. წინა ტური პოჩეტინოს შეგირდებმა ჩააგდეს, გასვლაზე "ბრაიტონთან" ქულას დაჯერდნენ და ლონდონელებს საშუალება მისცეს სხვაობა 5 ქულამდე დაეყვანათ. წინ კიდევ 4 ტური დარჩა რაც ვერ იძლევა იმის გარანტიას, რომ "ტოტენჰემი" ოთხზეულში აუცილებლად მოხვდება.

თუმცა ორივე გუნდის სატურნირო მდგომარეობებს რომ არ შევხედოთ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ უტიტულოდ სეზონის დასრულება არცერთ გუნდს არ სურს, ვინაიდან და რადგანაც გუნდებმა ადრეულად დაამთავრეს ჩემპიონთა ლიგისთვის ბრძოლა, ხოლო პრემიერ ლიგის მოგება არავის დაუთმო "სიტიმ" და გასულ ტურში ოფიციალურად გაინაღდა ჩემპიონობა, "ქალაქელებმა" ასევე ინგლისის ლიგის თასი მოიპოვეს, დარჩა მხოლოდ "ასოციაციის თასი" სადაც ოთხი გუნდი იასპარეზებს. მეორე წყვილს კი "ჩელსი" "საუთჰემპტონი" შეადგენს. ყველაფრიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ წინ დაძაბული შეხვედრები გველოდება.

"იუნაიტედი" - "ტოტენჰემის" მატჩს მთავარი არბიტრი: ენტონი ტეილორი განსჯის.

რაც შეეხება "იუნაიტედის" ტრავმირებულ ფეხბურთელებს, "წითლებს" ლაზარეთში მხოლოდ სათადარიგო მეკარე სერხიო რომერო ჰყავთ. ხოლო დანარჩენი შემადგენლობა სრულ მზადყოფნაშია.

აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ აღნიშნულ ტურნირზე "მანჩესტერ იუნაიტედს" ამ სეზონში საკუთარ კარში მიღებული გოლი ჯერ არ აქვს. ვნახოთ შეძლებენ თუ არა "ოლდ ტაფორდელები" ამ მატჩშიც კარის მშრალად შენახვას და წარმატების მიღწევას.


რომელ პოზიციაზე სჭირდება გუნდს ყველაზე მეტად გაძლიერება?

დაცვა
ნახევარდაცვა
თავდასხმა
სხვა

სტატიები
16 კომენტარი
№11
ავტორი: Dato kutaisi
21 აპრილი 2018 20:17
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3243
ციტატა: SANDROGRIGA
მონდომება, სირბილი, ბოლომდე ბრძოლაა საჭირო, როცა მოუმატებს გუნდი სირბილს და პრესინგს მაშინვე იქმნება ხიფათი, გამოფხიზლება უნდა გუნდს!!!

მაგას არ ვიძახით სულ?:)) იმენა უჯიგრო სასტავია საერთოდ უსისხლო.აი სანამ არ დააჯვამენ განძრევა არ უნდათ.სანჩესის წვალებას განსხვავებით სხვა თამაშებიდან ამ თამაშში შედეგი მოაქვს
0
№12
ავტორი: men1me
21 აპრილი 2018 21:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 274
აჰა მგონი მოვიგეთ.გილოცავთ
0
№13
21 აპრილი 2018 21:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 190
არ დაამთავრე რაა

შიგ აქ ამ მსაჯს
0
№14
ავტორი: ikeoni
21 აპრილი 2018 21:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11616
Gilocavt yvelas finalshi gasvlas❤️
0
№15
ავტორი: SANDROGRIGA
21 აპრილი 2018 21:17
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ციტატა: Dato kutaisi
ციტატა: SANDROGRIGA
მონდომება, სირბილი, ბოლომდე ბრძოლაა საჭირო, როცა მოუმატებს გუნდი სირბილს და პრესინგს მაშინვე იქმნება ხიფათი, გამოფხიზლება უნდა გუნდს!!!

მაგას არ ვიძახით სულ?:)) იმენა უჯიგრო სასტავია საერთოდ უსისხლო.აი სანამ არ დააჯვამენ განძრევა არ უნდათ.სანჩესის წვალებას განსხვავებით სხვა თამაშებიდან ამ თამაშში შედეგი მოაქვს


ხო ასეა სამწუხაროდ, შემოლაწუნება უნდათ ყოველ წუთში, ასე თამაში ეზარებოდეთ მე არ ვიცი, ყველა დანარჩენ პრობლემასთან ერთად მონდომებაა პრობლემა, ახლა ხო მოიგეს მარა ტოტენჰემი იმდენად ცუდი იყო თავისუფლად გაიტანდნენ კიდე. რაშფორდი ძაან არ მომწონს ასეთ სიტუაციაში ბოლო ფაზაში ვერა და ვერ დაღვინდა, იქ ბოლოს მინიმუმ კარში ხო მაინც უნდა დაერტყა
0
№16
ავტორი: Svanchester
22 აპრილი 2018 02:52
  • სიახლეები: 2945
  • კომენტარები: 3956
მწვრთნელს რომელსაც შენივე სტილის გამო ხმამაღლა გიბედავს უკმაყოფილების გამოთქმას შენივე გუნდის ფეხბურთელი, არამგონია ამის მერე გასახდელში რაიმე უთანხმოება მაინც არ გაჩნდეს. ამ დროს ჯობია ან შენ წახვიდე გუნდიდან ან ფეხბურთელს დაატოვებინო გუნდი. ფერგის ვინ გაუბედავდა ამას. როგორც ჩანს პოგბაზე მისი იმუნიტეტი არ გავრცელდა ამდენი რო ასაუბრა, პლიუს ამას სახალხოდ ხელიც არ ჩამოართვა, ხო არ ნიშნავს ეს იმას რომ გუნდიდან უბრალოდ უნდა წახვიდე. არა ერთი კონკრეტული ფეხბურთელის გამო, იმიტომ რომ გუნდის ყველა წევრს შენ ხედვებს საკმარისად მკაცრად ვერ აცნობ. სიმკაცრე და შიში დათესოს გუნდში მის მიმართ, და ვნახოთ მერე როგორ ირბენს შეტევებში ვალენსიაც შოუც და იანგიც, ვნახოთ როგორ დაიცავს თავს მერე დაცვის ხაზი. მწვრთნელი მართავს ფეხბურთელებს მწვრთნელი ქმნის გუნდში ამინდს მწვრთნელიი. ფერგის მესი არ ყოლია მაგრამ კაგავებით პრემიერ ლიგებს დებდა. თითქმის ნახევარი მილიარდი დაიხარჯა და დე ხეას ხარჯზე მოპოვებული მეორე ადგილი გვაქვს.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top