თბილისი:
მანჩესტერი:
14-04-2018, 20:55
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 2359,
კომენტარები: 15
რეშფორდი და დე ხეა ნომინაციაზე წარადგინეს
"იუნაიტედის" ორი ფეხბურთელი საუკეთესოს წოდებისთვის იბრძოლებს.
რეშფორდი და დე ხეა ნომინაციაზე წარადგინეს
ინგლისის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ იმ მოთამაშეთა სია გამოაქვეყნა, რომლებიც პრემიერ ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის იბრძოლებენ.

დავიდ დე ხეა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის, ხოლო მარკუს რეშფორდი პრემიერ ლიგის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ნომინაციაზე წარადგინეს.

ესპანელ ფეხბურთელთან ერთად ამ ჯილდოსთვის ჰარი კეინი, მოჰამედ სალაჰი, კევინ დე ბრუინი, ლეროი სანე და დავიდ სილვა იბრძოლებენ. მარკუს რეშფორდის მეტოქეები კი ედერსონ მორაეში, რაიან სესენიონი, ლეროი სანე, რაჰიმ სტერლინგი, ჰარი კეინი იქნებიან.

უკანასკნელი მეკარე, ვინც პრემიერ ლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, პიტერ შილტონი იყო და მან პრიზი 1977/78 წლებში მოიგო. "იუნაიტედის" უკანასკნელი ფეხბურთელი კი უეინ რუნი გახდა, რომელმაც პრიზი 2009/10 წლების სეზონში მოიპოვა. იგივე პრიზი რობინ ვან პერსისაც აქვს მოპოვებული, თუმცა მაშინ "არსენალში" უკანასკნელ სეზონს ატარებდა და მხოლოდ ამის შემდეგ შეუერთდა "იუნაიტედს".

"მანჩესტერ იუნაიტედის" ბოლო მოთამაშე, რომელმაც საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის წოდება მოიპოვა კრიშტიანუ რონალდუა. პორტუგალიელმა ეს 2007 წელს მოახერხა.

აღსანიშნავია, რომ პრემიერ ლიგის ისტორიაში ესპანელ ფეხბურთელს არასდროს მოუპოვებია წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი.
ახალი ამბები
15 კომენტარი
№1
ავტორი: zlatan ibrakadabra
14 აპრილი 2018 20:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 75
სალაჰი გახდება ალბათ
0
№2
ავტორი: GeorgeBest
14 აპრილი 2018 21:04
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
სალაჰი უკონკურენტოა, ტიპმა იმდენი გააკეთა ორი სეზონი ეყოფა. რეშფორდსაც არ აქვს შანსი

ისე დე ხეა ზედიზედ მეორედ იბრძვის თუ მესამედ wink
0
№3
ავტორი: LewisHamilton
14 აპრილი 2018 21:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 323
საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულს ან სალაჰი აიღებს ან კევინ დე ბრუინი. ახალგაზრდა ფეხბურთელს რაც შეეხება სავარაუდოდ ჰარი კეინს მისცემენ, მიუხედავად იმისა რომ გაუგებარია რატომ მოხვდა მაგ ნომინაციაში ფაქტობრივად უკვე 25 წლის ფეხბურთელი (წესების მიხედვით, სეზონის დასაწყისში ფეხბურთელი 23 წლის ან ნაკლების უნდა იყოს მაგ ნომინაციაში მონაწილეობის მისაღებად. კეინი კიდე 24 წლის იყო როცა სეზონი დაიწყო)
0
№4
ავტორი: ikeoni
14 აპრილი 2018 23:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Is ***oba faraoni gaxdeba:))
0
№5
ავტორი: SANCHEZ 7
15 აპრილი 2018 05:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 100
სალაჰი არანორმალურ სეზონს ატარებს სულ მინდოდა ეს ბიჭი იუნაიტედში(ამას ამ სეზონის გამო არვამბობ) მაგრამ შეიძლება ვერც გაექაჩა ჩვენთან ლივერპული ზედგამოჭრილია მისთვის
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
15 აპრილი 2018 10:08
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ნაკლები შანსი აქვთ სამწუხაროდ
0
№7
ავტორი: LASHQARA
15 აპრილი 2018 13:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
სალაჰი და ახალგაზრდებში ჰარი კეინი... am
0
№8
ავტორი: Dato kutaisi
15 აპრილი 2018 18:38
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3193
აღფრთოვანებული ვარ პოგბას თამაშით.ასე მგონია აღდგომაა და სასაფლაოების ჩამოსავლელად არის გამოსული
0
№9
ავტორი: JuanMata
15 აპრილი 2018 18:44
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ასე მკვდრებივით თამაშს არ ჯობია ახალგაზრდებს მისცეს შანსი, ან იგივე რეშფორდი-მარსიალი ათამაშოს. ლუკაკუ დაასვენოს.
0
№10
ავტორი: LewisHamilton
15 აპრილი 2018 18:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 323
რა ეტყობა ახლა ამ თამაშს რომ პრემიერ ლიგის პირდაპირი გაგებით ყველაზე ცუდ გუნდს ვეთამაშებით? ზოგადად რომ ვთქვათ ვერაფრით ვაჯობეთ პირველ ტაიმში. გუნდი 99% გავარდნილია და იმათ უფრო მეტი მონდომება აქვთ კონტრშეტევებზე ვიდრე ჩვენ.. დამატებით შეიძლება ითქვას რომ როცა იცი, ასეთი ტიპის გუნდები თავს ფაქტობრივად 10ივე ფეხბურთელით იცავენ, უფრო მეტი სისწრაფე და გარღვევებია საჭირო და არა ესეთი მდარე თამაში. ზედმეტად ბევრი "ფლეიმექერია" მოედანზე, რაშფორდი ან მარსიალია სასწრაფოდ შემოსაყვანი!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top