თბილისი:
მანჩესტერი:
14-04-2018, 20:55
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 2360,
კომენტარები: 15
რეშფორდი და დე ხეა ნომინაციაზე წარადგინეს
"იუნაიტედის" ორი ფეხბურთელი საუკეთესოს წოდებისთვის იბრძოლებს.
რეშფორდი და დე ხეა ნომინაციაზე წარადგინეს
ინგლისის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ იმ მოთამაშეთა სია გამოაქვეყნა, რომლებიც პრემიერ ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის იბრძოლებენ.

დავიდ დე ხეა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის, ხოლო მარკუს რეშფორდი პრემიერ ლიგის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ნომინაციაზე წარადგინეს.

ესპანელ ფეხბურთელთან ერთად ამ ჯილდოსთვის ჰარი კეინი, მოჰამედ სალაჰი, კევინ დე ბრუინი, ლეროი სანე და დავიდ სილვა იბრძოლებენ. მარკუს რეშფორდის მეტოქეები კი ედერსონ მორაეში, რაიან სესენიონი, ლეროი სანე, რაჰიმ სტერლინგი, ჰარი კეინი იქნებიან.

უკანასკნელი მეკარე, ვინც პრემიერ ლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, პიტერ შილტონი იყო და მან პრიზი 1977/78 წლებში მოიგო. "იუნაიტედის" უკანასკნელი ფეხბურთელი კი უეინ რუნი გახდა, რომელმაც პრიზი 2009/10 წლების სეზონში მოიპოვა. იგივე პრიზი რობინ ვან პერსისაც აქვს მოპოვებული, თუმცა მაშინ "არსენალში" უკანასკნელ სეზონს ატარებდა და მხოლოდ ამის შემდეგ შეუერთდა "იუნაიტედს".

"მანჩესტერ იუნაიტედის" ბოლო მოთამაშე, რომელმაც საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის წოდება მოიპოვა კრიშტიანუ რონალდუა. პორტუგალიელმა ეს 2007 წელს მოახერხა.

აღსანიშნავია, რომ პრემიერ ლიგის ისტორიაში ესპანელ ფეხბურთელს არასდროს მოუპოვებია წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი.
ახალი ამბები
15 კომენტარი
№11
ავტორი: men1me
15 აპრილი 2018 18:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 274
ერთი მესაფლავე უნდა მინდორზე და მიაყარო მიწა ყველას:))))))ზომბების აპოკალიფსია თუ რა ჯანდაბაა
0
№12
ავტორი: gigaga
15 აპრილი 2018 18:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 9
მოკვდა ეს საიტი თუ რა ხდება,არაფერი რო არ იდება სიახლე?!
0
№13
ავტორი: kashmara
15 აპრილი 2018 19:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1111
Es saitic ise daibrida rogorc gundi mourino tu namusi gaq wadi she cenzuraaaa dedas shveci sheni da zemodan dexeas Garda suyvelasss
0
№14
ავტორი: men1me
15 აპრილი 2018 19:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 274
აი ამაზე მწყდება გული.შეილება წააგო,თამაშით გაჯობან მარა ჯიგრიანად ითამაშო ამათი ქეთინო დედა ვატირე.ვერ გაუაზრებიათ რა მაისურები აცვიათ
0
№15
ავტორი: Dato kutaisi
15 აპრილი 2018 19:51
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3193
ესეც წინ აწეული პოგბა.ესეც მატას ათიანობა და უკან პასები,ესეც აგერ მატიჩის სეზონის წაცენზურავება და არარსებული ფლანგის მცველები.აი მაყრის ტამზე ეს ვალენსია ბურთს რო მიიღებს და რა ქნას რო არ იცის და ადგილზე რო შეხტება ვითომ გაქცევას აპირებსო და უკან პასი.მოკლედ უსაშინლეს მდგომარეობაში ვართ ყველანაირი გაგებით.მე არ მეკამათებოდნენ რო ვამბობდი რო სასტავი ისეთივე პრობლემაა როგორც მწვრთნელი.როგორც სასტავი არ შეეფერება მანჩესტერს ისე არ შეეფერება მწვრთნელიც
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top