თბილისი:
მანჩესტერი:
3-04-2018, 13:18
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 2074,
კომენტარები: 12
დე ხეა 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს
ესპენალი მეკარე ახალ კონტრაქტს გააფორმებს.
დე ხეა 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს
როგორც ბრიტანული მედია იუწყება, "მანჩესტერ იუნაიტედი" დავიდ დე ხეას ახალ, 5-წლიან კონტრაქტს შესთავაზებს, რის მიხედვითაც ესპანელი მეკარე კვირაში 350 ათას ფუნტს გამოიმუშავებს.

27 წლის დე ხეამ 2015 წელს "იუნაიტედთან" ახალი ხელშეკრულება გააფორმა მას შემდეგ, რაც მადრიდის "რეალში" მისი ტრანსფერი არ შედგა.

ესპანელის მოქმედი კონტრაქტი მომდევნო სეზონის ბოლოს იწურება, მაგრამ "იუნაიტედს" შეთანხმების დამატებით ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივა აქვს და მოურინიომ მიმდინარე წლის დასაწყისში მიანიშნა, რომ დავიდი ამ პუნქტის ამოქმედების წინააღმდეგი არ არის.

აღსანიშნავია, რომ გასულ ზაფხულს სერხიო რომერომ "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა. ახალი კონტრაქტით არგენტინელი მეკარე "იუნაიტედის" ღირსებას 2021 წლამდე დაიცავს. ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს კონტრაქტის ავტომატურად 1 წლით გახანგრძლივებას.


ახალი ამბები
12 კომენტარი
№1
ავტორი: shotkin
3 აპრილი 2018 13:52
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ძაან დიდი პოტენციალია ქვს გუნდს . მიტუმეტეს ესეტი კაცი რო კარში გიდგას ძაან დიდი ძალა ხარ , წელს არვიცი ვის დაიმატებენ მარა რაცარუნდაიყოს ლიდერები როარწავლენ 100% დარწმუნებული ვარ და სერიოზული ტიტულების დროა უკვე მომავალი წლიდან თორე მერე უკვე მართლა გუდ ბაი მოურინიო
1
№2
ავტორი: MANUTD FAN.
3 აპრილი 2018 14:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 494
დროზე გააფორმოს და ჩემზე ბედნიერი კაცი არ იქნება დედამიწაზე lol love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Glory Manchester United !!!
№3
ავტორი: ikeoni
3 აპრილი 2018 15:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
რაც შეიძლება მალე რა love
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
3 აპრილი 2018 15:38
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
იმედია მოაწერს ახალ კონტრაქტს ხელს, მშვენიერი სიახლეა
0
№5
ავტორი: dybbuk
3 აპრილი 2018 19:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
ძალიან სწორი და მისაღები კონტრაქტია ყველა ასპექტის გათვალისწინებით, როგორც თვითონ დავიდისთვის ისე გუნდისთვისაც. 350 მეკარისთვის ძაან მაგარი ხელფასია, ნამდვილად დასაფასებელია და ეს შეთავაზებაც ადეკვატურია რაც ამ ბიჭმა გააკეთა გუნდისთვის და ამ საშინელი პერიოდის დროს რომ არ გაიქცა და გუნდში დარჩა(ფაქსი მაქსი არვიცი, ფაქტი სახეზეა დეხეა აქაა). ეს ამბავი ისე გამიხარდება როგორც მესის გადმოსვლა გამიხარდებოდა
0
№6
ავტორი: men1me
3 აპრილი 2018 21:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 274
მშვენიერი ამბავია.წელს მაურინიოს ტაქტიკა ამაზრზენია და არც მოუ მეხატება გულზე მარა რატომღაც მგონია რო მომავალ წელს ხმაურიანი დაბრუნება გველოდება
0
№7
ავტორი: LASHQARA
3 აპრილი 2018 21:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
აბა რაააა კარგ თავდამსხმელს დაითრევ, მაგრამ კარგი მეკარე მაგრად ჭირს, თან რა მეკარე. love am
0
№8
ავტორი: Phil Jones
3 აპრილი 2018 23:27
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
დე ხეას უნდაგაუფორმო კონტრაქტი სადაც ეწერება: "სადამდეც გინდა და სადამდეც შეძლებ" აი სრული სერიოზულობით ვამბობ თან ხელფასის ნაწილში "რამდენიც გინდა"!!!!!!!!!!!!! ვინმე არის ვინც არ დამეთანხმება?
1
№9
ავტორი: gaga1987
4 აპრილი 2018 00:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
super degea
0
№10
ავტორი: giorgiginturi
4 აპრილი 2018 11:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 513
ციტატა: Phil Jones
დე ხეას უნდაგაუფორმო კონტრაქტი სადაც ეწერება: "სადამდეც გინდა და სადამდეც შეძლებ" აი სრული სერიოზულობით ვამბობ თან ხელფასის ნაწილში "რამდენიც გინდა"!!!!!!!!!!!!! ვინმე არის ვინც არ დამეთანხმება?

უბრალოდ არც უნდა განიხილო, რასაც მოითხოვს უნდა მისცე და ესეთი დონის მეკარე არუნდა გაუშვა აბა რაა, ეს ხო ლეგენდაა ცოცხალი.... ნებისმიერი დიდი კლუბი გადაუხდის იმას რაც დევიდს უნდა და ტყუილად არც ითხოვს... ვინ არ უნდა დაგეთანხმოს ძმაო :))) ვინმე შემოპარული ლივერპულის ფანი? wink
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top