თბილისი:
მანჩესტერი:
31-03-2018, 12:31
ავტორი: gache1991,
ნანახია: 1825,
კომენტარები: 11
"იუვენტუსი" მარსიალისთვის იბრძვის
ტურინის "იუვენტუსი" მარსიალის შესაძენად ემზადება.
პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტურინული გრანდი ენტონი მარსიალის შესაძენად ემზადება და ამისათვის სხვა და სხვა ვარიანტს განიხილავს. ფეხბურთელს რომელსაც კლუბთან მოქმედი შეთანხმება მომდევნო სეზონის ბოლომდე აკავშირებს, ახალ კონტრაქტზე ხელის მოწერას არ ჩქარობს, მიუხედავად იმისა რომ მისმა აგენტმა ყველა ჭორი უარყო, იტალიელი ჟურნალისტები ჯიუტად ამტკიცებენ, რომ ბებერი ქალბატონის სპორტული დირექტორი, პაველ ნედვევდი პირადად აწარმოებს მოლაპარაკებებს.

მარსიალი რომელიც თავის მხრივ "იუნაიტედმა" შეიძინა თინეიჯერისთვის სოლიდურ თანხად, ადვილად ხელში ჩასაგდები არც იტალიელებისთვის იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ტურინელები პაულო დიბალას გასხვისებას და მის სანაცვლოდ სოლიდური ფულადი კომპენსაციის მიღებას აპირებენ, ცდილობენ მარსიალის ტრანსფერის ფასი როგორმე შეამცირონ, მაგალითად შეთავაზონ "იუნაიტედს" რომელიც ცენტრალური ნახევარმცველის ძიებაში არიან, ბლეზ მატუიდი და მხოლოდ რამდენიმე მილიონი დაამატონ.

არაა გამორიცხული ტრანსფერში ალექს სანდროს ჩართვა, რომელიც ნომერ პირველ ვარიანტად განიხილება მარცხენა მცველის პოზიციაზე. ჯერ ჯერობით უცნობია თუ რომელ ვარიანტზე, საერთოდაც თუ შეთანხმდებიან კლუბები ამ ტრანსფერზე, მაგრამ ფაქტია მარსიალის მომავალს "იუნაიტედში" დიდი კითხვის ნიშნანი აქვს.



წყარო : m.tuttosport.com
სიახლეები
11 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
31 მარტი 2018 12:34
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
არსად არაა ეს წამსვლელი
0
№2
ავტორი: gache1991
31 მარტი 2018 12:40
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ამან თუ მჟავე სახით უნდა იაროს მაშინ ძაან გაუჭირდება ძირითადში მოხვედრა..უკვე იმდენი თამაში ათამაშა სანჩესი მარცხნივ მეეჭვება მაგის მარჯვნივ გადაყვანას აპირებდეს, ეს კიდე მარჯვნივ ერაფერს ქმნის..მატუიდი დიდად არ მინდა მარა კაი ფულს თუ მოგვცემენ ალბათ ჯობია გაუშვათ. მაგალითად თუ გტიზმანის საყიდელ ფულზე ცოტა დამატება მოგვიწევს და ამის გაყიდვა მე მირჩევნია ამ ეტაპზე გრიზმანი გვყავდეს გუნდში ან დიბალა ვიდრე ეს. გემოვმებაზე არ დაობენ :))
0
№3
ავტორი: LewisHamilton
31 მარტი 2018 12:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 323
აი კიდევ ერთი მიზეზი თუ რატომ არ ვიყავი თავიდანვე სანჩესის ტრანსფერით აღფრთოვანებული. ზუსტად ვიცოდი ეს ხისთავიანი მოურინიო სანჩესის მარჯვნივ დამყენებელი არ იყო, მიუხედავად იმისა რო ყველა არსებული თუ არარსებული ლოგიკით როცა მხითარიანის ანუ მარჯვენაფლანგელის სანაცვლოდ მოგყავს ფეხბურთელი ისიც ესეიგი მარჯვნივ უნდა თამაშობდეს. შედეგად მივიღეთ ის რომ რაშფორდი და მარსიალი რომლებიც მონაცვლეობით მარცხენა ფლანგზე საკმაოდ კარგად თამაშობდნენ ეწირებიან სანჩესს რომელსაც ჯერ საერთოდ ვერ გაუგია რას აკეთებს გუნდში. მარსიალის პოტენციალის და შესაძლებლობების მქონე ფეხბურთელი სულ თუარა უმეტესი დრო ძირითადში უნდა გეყენოს, მაგრამ არ ესმის ეს ჩმოურინიოს. მე რომ ვინმე აზრს მეკითხებოდეს მარსიალს არანაირად არ გავუშვებდი, მაგრამ თუ თავისი სურვილიც წასვლაა (რაც არ გამიკვირდება) მაშინ მხოლოდ დიბალაზე გავცვლიდი. უბედურება ისაა რო დიბალას ჩვენი "განსაკუთრებული" მწვრთნელი არ იყიდის იმიტო რო დიბალა შემტევია. მოურინიო და შეტევა კი იცით თქვენც რო ორი საპირისპირო ცნებაა ამ სამყაროში..
0
№4
ავტორი: gache1991
31 მარტი 2018 13:00
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ლუის ჰემილტონ, მეგობარო ანუ სანჩესი არ უნდა გავეცვალა მხითარიანში? რომელიც ბოლოს ელემენტარულად 5ჯერ ვერ აკენწლიდა ალბათ ისეთ ფორმაში იუო:)) გეანხმები სანჩესი საშინლად თამაშობს მარა ხო ძნელია შუა სეზონში ახალ გუნდში გადასვლა,ელემენტარული ვარჯიშიც კი ვერ მოასწრო ნორმალურად ახალ გუნდელებთან თორე სანჩესი რო დიდი ძალა იყო უდინეზედან მოუოლებული ყველა ვხედავდით.ბოლო თამაშებში მგონი მიხვდა მარსიალს და რეშფორდს ისედაც შეზღუდული დრო კიდე არ წაართვას და უფრო ლუკაკუს უკან აყენებს ვიდრე მარცხნივ.აგერ ლინგარდმა მოახერხა ძირითადის იგროკად გახდომა და მგონი ესეც თუ ფრომაში ქიენბა არავინ დააკლებს დროს
0
№5
ავტორი: LewisHamilton
31 მარტი 2018 13:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 323
ციტატა: gache1991
ლუის ჰემილტონ, მეგობარო ანუ სანჩესი არ უნდა გავეცვალა მხითარიანში? რომელიც ბოლოს ელემენტარულად 5ჯერ ვერ აკენწლიდა ალბათ ისეთ ფორმაში იუო:)) გეანხმები სანჩესი საშინლად თამაშობს მარა ხო ძნელია შუა სეზონში ახალ გუნდში გადასვლა,ელემენტარული ვარჯიშიც კი ვერ მოასწრო ნორმალურად ახალ გუნდელებთან თორე სანჩესი რო დიდი ძალა იყო უდინეზედან მოუოლებული ყველა ვხედავდით.ბოლო თამაშებში მგონი მიხვდა მარსიალს და რეშფორდს ისედაც შეზღუდული დრო კიდე არ წაართვას და უფრო ლუკაკუს უკან აყენებს ვიდრე მარცხნივ.აგერ ლინგარდმა მოახერხა ძირითადის იგროკად გახდომა და მგონი ესეც თუ ფრომაში ქიენბა არავინ დააკლებს დროს

სანჩესი მხითარიანში არ უნდა გაგვეცვალა თქო დავწერე სადმე? სანჩესის კლასში ეჭვი არავის ეპარება, აქ მოურინიოს ტაქტიკური განლაგების კრიტიკა იყო გამოთქმული და არა სანჩესის. სანჩესი თუ მოგყავს მარჯვენაფლანგელის სანაცვლოდ ესეიგი მარჯვნივ უნდა დააყენო სანჩესიც თქო ეგ დავწერე, მაგრამ მაგის გამკეთებელი რო მოურინიო არ იყო თავიდანვე ვიცოდი და მაგიტომაც არ მიხაროდა თქო.
0
№6
ავტორი: gache1991
31 მარტი 2018 13:10
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
არა სიტყვა სიტყვით ეგ არ გიწერია მარა მოსაყვანი ხო იყო. სულ რო კარებში დაგვეყენებინა ეგ კაცი გასაშვები არ იყო ხელიდან. პრე სეზონს გაივლის ჩვენთან ერთად და ათამაშდება უეჭველი.მუშაა და დაუზარელი და ფორმიდან ეგ არ ამოვარდება, ცოტა შეთამაშება უნდა და. ისე დღეს რო დასვას სანჩესი არ იქნებოდა ცუდი. ვითამაშოთ ასე მარსიალი მატა რეშფორდი და წინ ლუკაკუ.უკან მაგიჩი პოგბა.სუონსია არ გვინდა ორი 6იანით და ერთვი 8იანით თამაში ორი კაციც საკმარისი იქნება ცენტრში
0
№7
ავტორი: LewisHamilton
31 მარტი 2018 13:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 323
ციტატა: gache1991
არა სიტყვა სიტყვით ეგ არ გიწერია მარა მოსაყვანი ხო იყო. სულ რო კარებში დაგვეყენებინა ეგ კაცი გასაშვები არ იყო ხელიდან. პრე სეზონს გაივლის ჩვენთან ერთად და ათამაშდება უეჭველი.მუშაა და დაუზარელი და ფორმიდან ეგ არ ამოვარდება, ცოტა შეთამაშება უნდა და. ისე დღეს რო დასვას სანჩესი არ იქნებოდა ცუდი. ვითამაშოთ ასე მარსიალი მატა რეშფორდი და წინ ლუკაკუ.უკან მაგიჩი პოგბა.სუონსია არ გვინდა ორი 6იანით და ერთვი 8იანით თამაში ორი კაციც საკმარისი იქნება ცენტრში

ნუ ვინმე ნომინალურ მარჯვენა ვინგერში თუ გავცვლიდით უკეთესი იქნებოდა, მაგრამ არ იყო შესაძლებლობა. ზოგადად მგონი მარჯვნივ მოთამაშე ფეხბურთელების დეფიციტია რაღაცნაირი. ნუ თუ რამე ვარიანტი იყო ალბათ იმათგან საუკეთესოში გაიცვალა მაგრამ მაინც, დიდი ვაკუუმი შეგვექმნა მარჯვენა მხარეს და ეგ ცოტა არ მსიამოვნებს. სანჩესი თუ ათამაშდება კიდე მაგაზე ვინ იქნება წინააღმდეგი, გუნდს წაადგეს მთავარია თორე მე რაიმე ჩემს პრინციპზე კი არ ვდგავარ სანჩესის წინააღმდეგ.
0
№8
ავტორი: PaLoMo
31 მარტი 2018 16:15
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
ციტატა: Svani
არსად არაა ეს წამსვლელი

gaivso gundi marcxena LFW ebit amito araaa gamoricxuli wavides.me piradad ar minda amis wasvla,magram zamenaze codvaa
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№9
ავტორი: SANDROGRIGA
31 მარტი 2018 16:26
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
თუ ასე სულ სათადარიგოზე იყო წავა ბოლო ბოლო აბა რას იზამს
0
№10
ავტორი: gela-manchesteri777
31 მარტი 2018 22:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 182
მარსო აქ უნდა დარჩეს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top