თბილისი:
მანჩესტერი:
31-03-2018, 12:31
ავტორი: gache1991,
ნანახია: 1825,
კომენტარები: 11
"იუვენტუსი" მარსიალისთვის იბრძვის
ტურინის "იუვენტუსი" მარსიალის შესაძენად ემზადება.
პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტურინული გრანდი ენტონი მარსიალის შესაძენად ემზადება და ამისათვის სხვა და სხვა ვარიანტს განიხილავს. ფეხბურთელს რომელსაც კლუბთან მოქმედი შეთანხმება მომდევნო სეზონის ბოლომდე აკავშირებს, ახალ კონტრაქტზე ხელის მოწერას არ ჩქარობს, მიუხედავად იმისა რომ მისმა აგენტმა ყველა ჭორი უარყო, იტალიელი ჟურნალისტები ჯიუტად ამტკიცებენ, რომ ბებერი ქალბატონის სპორტული დირექტორი, პაველ ნედვევდი პირადად აწარმოებს მოლაპარაკებებს.

მარსიალი რომელიც თავის მხრივ "იუნაიტედმა" შეიძინა თინეიჯერისთვის სოლიდურ თანხად, ადვილად ხელში ჩასაგდები არც იტალიელებისთვის იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ტურინელები პაულო დიბალას გასხვისებას და მის სანაცვლოდ სოლიდური ფულადი კომპენსაციის მიღებას აპირებენ, ცდილობენ მარსიალის ტრანსფერის ფასი როგორმე შეამცირონ, მაგალითად შეთავაზონ "იუნაიტედს" რომელიც ცენტრალური ნახევარმცველის ძიებაში არიან, ბლეზ მატუიდი და მხოლოდ რამდენიმე მილიონი დაამატონ.

არაა გამორიცხული ტრანსფერში ალექს სანდროს ჩართვა, რომელიც ნომერ პირველ ვარიანტად განიხილება მარცხენა მცველის პოზიციაზე. ჯერ ჯერობით უცნობია თუ რომელ ვარიანტზე, საერთოდაც თუ შეთანხმდებიან კლუბები ამ ტრანსფერზე, მაგრამ ფაქტია მარსიალის მომავალს "იუნაიტედში" დიდი კითხვის ნიშნანი აქვს.



წყარო : m.tuttosport.com
სიახლეები
11 კომენტარი
№11
ავტორი: MANUTD FAN.
3 აპრილი 2018 14:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 494
ამის გაშვება იქნება ყველაზე დიდი შეცდომა!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Glory Manchester United !!!

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top