თბილისი:
მანჩესტერი:
29-03-2018, 15:54
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 3102,
კომენტარები: 16
სარფიანი შეთავაზება რონალდუს
შესაძლოა პორტუგალიელი "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნდეს.
სარფიანი შეთავაზება რონალდუს
როგორც უკვე ცნობილია, მადრიდის "რეალის" პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ კლუბისგან ახალ გაუმჯობესებულ კონტრაქტს ითხოვს. ხუთგზის ოქროს ბურთის მფლობელი ფეხბურთელი, ფლორენტინო პერესისგან ანაზღაურების გაზრდის შემთხვევაში დასთანხმდება ახალ ხელშეკრულებას.

თუმცა როგორც Goal.com და Diario Gol.- იუწყება, სამეფო კლუბის პრეზიდენტი, კრიშტიანუსთვის ანაზღაურებას არ ზრდის და სწორედ ამიტომ, ფეხბურთელსა და პრეზიდენტს შორის უთანხმოება გაჩნდა, ამ ყველაფრით ინგლისური გრანდი "მანჩესტერ იუნაიტედი" სარგებლობს და ტოპ-ვარსკვლავს ბევრად უფრო გაზრდილ თამასუქს შესთავაზებს.

როგორც წყარო იუწყება, "მანკუნიანელები" დარწმუნებულები არიან რონალდუს "ოლდ ტრაფორდზე" გადმოსვლით. ვუდვორდი ყოფილ მანჩესტერელს ხელფასის სახით წლიურად 30 მილიონ ევროს გადაუხდის.

პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი 2008 წელს სწორედ "წითელი ეშმაკების" რიგებიდან შეუერთდა სამეფო კლუბს. "იუნაიტედში" ასპარეზობის დროს მან 118 გოლის გატანა შეძლო, მოიგო ერთი ოქროს ბურთი სხვა უამრავ ტიტულთან ერთად. შესაძლოა 10 წლის შემდეგ ლეგენდარული შვიადიანი "ოლდ ტრაფორდს" დაუბრუნდეს.


წყარო: ukrainefootball
ჭორები
16 კომენტარი
№1
ავტორი: makaveli
29 მარტი 2018 15:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
არ თქვათ არ გვინდაო, კიდე შეუძლია თავის სიტყვა თქვას!!! მოღალატე არარი გამომდინარე იქიდან რო წარმოიდგინეთ თამაშობთ სადმე რეალში ბაიერნში ან სადმე და თქვენი ოცნების კლუბი მანჩე გეპატიჟებათ.. წახვალთ რა თქმაუნდა!!! ესწც ეგრე მოიქცა და მე მივესალმები თუ დაბრუნდება
0
№2
ავტორი: Svanchester
29 მარტი 2018 16:02
  • სიახლეები: 2775
  • კომენტარები: 3861
მართალია სისწრაფე დააკლდა მაგრამ უბრალოდ შეხედეთ ტიპი გოლების მანქანად გადაიქცა,ნუ გოლების მანქანა სულ იყო. იქ არის სადაც საჭიროა, სადაც მომენტი იქმნება ბურთთან ახლოს და ისე გზავნის კარის ბადეში ვითომ არავინ იდგეს კარში. ფორვარდად ეს კიდევ ბევრს გაიტანს, მინიმუმ 2 წელი იკსევ იასპარეზებს მაღალ დონეზე. თუ დაბრუნდება ამით უფრო დიდ პატივისცემას დაიმსახურებს ჩვენი მხრიდან. არ ვიცი რატომღაც მგონია რომ რეალში კიდევ ერთი სეზონი დარჩება თუმცა მივესალმები რონის სახლში დაბრუნებას. როგორც ვიცი 39 მილიონს ითხოვს რეალისგან წლიურად, ანუ 1 მილიონით მეტს ვიდრე მესის აქვს, ამხელა ხელფასს პერესი 33 წლის ფეხბურთელს არ მისცემს, 30 მილიონი კი შესანიშნავი ხელფასია ჩემი აზრით, როგორც ვიცი 22 მილიონი აქვს
0
№3
ავტორი: gaga1987
29 მარტი 2018 16:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
ჭორია თან დიდი ეს მოუსთან არწაოვა და არც მოუ არიყიდის ამას.
0
№4
ავტორი: LewisHamilton
29 მარტი 2018 16:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 323
არ ვიცი როგორ მივუდგე ამ ამბავს, ყოველი სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებისას იწყება რონალდოს დაბრუნებაზე წერა ამიტომ არანაირ სერიოზულ მნიშვნელობას ჯერ არ მივანიჭებ. ბევრჯერ კი მითქვამს რომ ასაკში შესული ფეხბურთელების 1-2 სეზონის პერსპექტივაზე ყიდვას არ მივესალმები მეთქი, მაგრამ რონალდო ზუსტად ის ადამიანია რომელსაც ერთადერთ გამონაკლისად ჩავთვლიდი ამ სიტუაციაში. უბრალოდ სხვა ურთიერთობა აკავშირებს რონალდოს მანჩესტერთან და მხოლოდ მაგიტო, მშობლიური ადამიანია ასე ვთქვათ ჩვენი კლუბისთვის.
0
№5
ავტორი: tupaca
29 მარტი 2018 16:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
351-ე სერიის დასასრული :)) 1 ივნისიდან დეხეას საგის შემქმნელები: manutd.ge და halamadrid.ge წარმოგიდგენთ 11ე სეზონს გახმაურებლი სერიალის რონალდუ სახლში ბრუნდება :D
1
№6
ავტორი: Vikings
29 მარტი 2018 17:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 125
ჭორია, ეს არსად წამსვლელი არაა.
0
№7
ავტორი: Phil Jones
29 მარტი 2018 17:29
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
1-2 წელია უკვე აღარც მჯერა და აღარც მინდა რომ დაბრუნდეს. თავიდან ნორმალუად ვუყურებდი ამის წასვლას, მაგრამ დიდი ნაძირალაა!!!!!!! წარმოიდგიეთ რომ არ წასულიყო რა გუნდი გვეყოლებოდა!
0
№8
ავტორი: PaLoMo
29 მარტი 2018 18:42
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
[quote=Svani]მართალია სისწრაფე დააკლდა მაგრამ უბრალოდ შეხედეთ ტიპი გოლების მანქანად გადაიქცა,ნუ გოლების მანქანა სულ იყო. იქ არის სადაც საჭიროა, სადაც მომენტი იქმნება ბურთთან ახლოს და ისე გზავნის კარის ბადეში ვითომ არავინ იდგეს კარში. ფორვარდად ეს კიდევ ბევრს გაიტანს, მინიმუმ 2 წელი იკსევ იასპარეზებს მაღალ დონეზე. თუ დაბრუნდება ამით უფრო დიდ პატივისცემას დაიმსახურებს ჩვენი მხრიდან. არ ვიცი რატომღაც მგონია რომ რეალში კიდევ ერთი სეზონი დარჩება თუმცა მივესალმები რონის სახლში დაბრუნებას. როგორც ვიცი 39 მილიონს ითხოვს რეალისგან წლიურად, ანუ 1 მილიონით მეტს ვიდრე მესის აქვს, ამხელა ხელფასს პერესი 33 წლის ფეხბურთელს არ მისცემს, 30 მილიონი კი შესანიშნავი ხელფასია ჩემი აზრით, როგორც ვიცი 22 მილიონი აქვს[/quote
ძან მომწონს ტოტენჰემისბპოლიტიკა დელფასების ლიმიტთან დაკავშირებით და ასე უნდა იყოს ჩვენთანაც,თორეძან გაყეყეჩდნენ ესენი.
ნუ რონალდუს დავრუნება არიქნება ცუდი ,მაგრამ ვიღაც რო წავა ფაქტია ან მარტიალი ან რაში,უფრო მარტიალი ასე,რომ არვიცი რა იქნება უნრალოდ მე მაინც ქორი მგონია.

ჭორი:დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№9
ავტორი: gela-manchesteri777
29 მარტი 2018 18:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 182
ბევრჯერ დავცერე და არავინ გამომეხმაურა და პესი ვინც იცით კარგად დამეხმარედ რა ძმურად და არც მე დაგტოვებთ უპაივცემულოდ
0
№10
ავტორი: ikeoni
29 მარტი 2018 19:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
Sheashinebs peres es teslaki kide ro daamatebinos milionebi xelfas:))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top