თბილისი:
მანჩესტერი:
28-03-2018, 15:57
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2300,
კომენტარები: 11
ბრძოლა ოქროს ხელთათმანისთვის
დავიდ დე ხეა ლიდერობს.
ბრძოლა ოქროს ხელთათმანისთვის
ნებისმიერ კამათში, თუ ვინ არის მსოფლიოს საუკეთესო მეკარე ამჟამად, დავიდ დე ხეა პირველია, ვინც მოგაგონდებათ.

წარმოუდეგენელმა ესპანელმა უკვე დიდი ხანია დაისაკუთრა "მანჩესტერ იუნაიტედის" პირველი მეკარის სტატუსი და ასევე გაიმყარა თავისი მდგომარეობა ესპანეთის ნაკრებშიც, რომლის კარსაც რუსეთში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე დაიცავს.

ისინიც კი, ვინც "იუნაიტედს" არ ქომაგობს, რთულად უარყოფენ, რომ დე ხეა ამჟამად თავისი საქმის საუკეთესო შემსრულებელია და თუ ამას ვინმე უარყოფს, მაშინ მათთვის ესპანელის უმაღლესი კლასის სეივები მოამზადეთ.

უკვე გაგვითავდა მეტაფორები იმისათვის, რომ აღვწეროთ დე ხეა, რომელმაც თებერვალში "იუნაიტედის" საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო მოიგო, ამ სეზონში კი პრემიერ ლიგის მეკარის ჯილდოს მოგებას ესწრაფვის - ოქროს ხელთათმანი ყველაზე მეტჯერ მშრალად შენახული კარისთვის.

"წითლების" გმირმა აღნიშნა, რომ მას თავადაც ძალიან სურს ამ ჯილდოს მიღება და საკვირველია, რომ პრიზი, რომელიც 2004/05 წლების სეზონიდან არსებობს, დავიდს არასდროს გადაცემია.

დე ხეა ამჟამად სწორედ მიზნის მიღწევისკენ ისწრაფვის და ლიდერობს სიას, რომელიც სეზონის ბოლომდე დაძაბული ბრძოლით მიმდინარეობს, მისი ამჟამინდელი მდგომარეობა კი ასეთია.

1. დავიდ დე ხეა ("მანჩესტერ იუნაიტედი")

მატჩი ამ სეზონში: 30
"მშრალი" მატჩი: 15

დარჩენილი მატჩები:

31 მარტი: "სუონსი სიტი" (ს)
7 აპრილი: "მანჩესტერ სიტი" (გ)
15 აპრილი: "ვესტ ბრომი" (ს)
18 აპრილი: "ბორნმუთი" (გ)
29 აპრილი: "არსენალი" (ს)
5 მაისი: "ბრაიტონი" (გ)
13 მაისი: "უოტფორდი" (ს)
თარიღი უცნობია: "ვესტ ჰემი" (გ)

2. ედერსონი ("მანჩესტერ სიტი")


მატჩი ამ სეზონში: 30
"მშრალი" მატჩი: 14

დარჩენილი მატჩები:

31 მარტი: "ევერტონი" (გ)
7 აპრილი: "მანჩესტერ იუნაიტედი" (ს)
15 აპრილი: "ტოტენჰემი" (გ)
18 აპრილი: "სუონსი" (ს)
29 აპრილი: "ვესტ ჰემი" (გ)
5 მაისი: "ჰადერსფილდი" (ს)
13 მაისი: "საუთჰემპტონი" (გ)
თარიღი უცნობია: ლესტერი (ს)

3. ტიბო კურტუა ("ჩელსი")


მატჩი ამ სეზონში: 29
"მშრალი" მატჩი: 13

დარჩენილი მატჩები:

1 აპრილი: "ტოტენჰემი" (ს)
8 აპრილი: "ვესტ ჰემი" (ს)
14 აპრილი: "საუთჰემპტონი" (გ)
19 აპრილი: "ბარნლი" (გ)
28 აპრილი: "სუონსი" (გ)
5 მაისი: "ლივერპული" (ს)
13 მაისი: "ნიუკასლი" (გ)
თარიღი უცნობია: "ჰადერსფილდი" (ს)

4. უგო ლორისი ("ტოტენჰემი")


მატჩი ამ სეზონში: 28
"მშრალი" მატჩი: 13

დარჩენილი მატჩები:

1 აპრილი: "ჩელსი" (გ)
7 აპრილი: "სტოკ სიტი" (გ)
14 აპრილი: "მანჩესტერ სიტი" (ს)
17 აპრილი: "ბრაიტონი" (გ)
30 აპრილი: "უოტფორდი" (ს)
5 მაისი: "ვესტ ბრომი" (გ)
13 მაისი: "ლესტერი" (ს)
თარიღი უცნობია: "ნიუკასლი" (ს)

ოქროს ხელთათმანის ბოლო გამარჯვებულები:

2016/17 - ტიბო კურტუა ("ჩელსი" - 16)
2015/16 - პეტრ ჩეხი ("არსენალი" - 16)
2014/15 - ჯო ჰარტი ("მანჩესტერ სიტი" - 14)
2013/14 - ვოიცეხ შჩესნი ("არსენალი" - 16) და პეტრ ჩეხი ("ჩელსი" - 16)
2012/13 - ჯო ჰარტი ("მანჩესტერ სიტი" - 18)
სტატიები
11 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
28 მარტი 2018 16:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7305
Magrad gamikvirdeba tu moigebs:))❤️
0
№2
ავტორი: gache1991
28 მარტი 2018 16:56
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
მოიგებს.ბრომვიჩი ვერ გაგვიტანს და კიდე ერთი ორი მინიმუმ :))
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
28 მარტი 2018 19:00
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 7372
სმოლინგმა ჩაუშხამა 2015-2016 შიც იგებდა, ახლა მაინც აცადონ wink
1
№4
ავტორი: Phil Jones
28 მარტი 2018 19:23
  • სიახლეები: 7
  • კომენტარები: 1302
წელს დიდი შანსი აქვს, ეს რომც არ მოიგოს არაფერს ნიშნავს, მაგრამ წელს ისეთი ცუდი შედეგები გვაქვს მარტო ამის ხათრით უნდა ითამაშოს გუნდმა რომ დე ხეას მოაგებინონ ეს ჯილდო.
0
№5
ავტორი: LewisHamilton
28 მარტი 2018 20:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 321
ამ ჩამოთვლილი მეკარეებიდან ნებისმიერი სხვა რო მდგარიყო ჩვენს კარში 100% დარწმუნებული ვარ 15 მშრალად შენახული კარი კიარა 7-8 თუ ექნებოდა მაქსიმუმ. ასე რომ დე ხეაზე მეტად ვერავის დავაფასებ ამ გუნდში კიდევ კარგა ხანი და ძალიან გული მწყდება რო ასეთ მეკარეს ასეთი საზიზღარი დაცვა უდგას წინ..
1
№6
ავტორი: SANCHEZ 7
28 მარტი 2018 21:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 100
სმოლინგი არმოაგებინებს
0
№7
ავტორი: LASHQARA
28 მარტი 2018 21:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1520
ეს კი მოიგებს, მოურინიო ვერ მოიგებს ვერაფერს, თორე ეს მოიგებს. love am
1
№8
ავტორი: gela-manchesteri777
28 მარტი 2018 22:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 182
love

ბიჭებო ზმურად გტხოვტ ვინც იცით პესი მაგრად მომცერედ არც მე დაგჩებიტ ისე
0
№9
ავტორი: Svani
28 მარტი 2018 23:47
  • სიახლეები: 1210
  • კომენტარები: 2552
ამან რაც წელს გუნდისთვის აკეთა უპირობოდ უნდა მისცენ ოქროს ხელთათმანი. ჩემი აზრით კრიტერიუმი უფრო უნდა იყოს სეივების რაოდენობა და არა მშრალად შენახული კარები ამ ნომინაციაში.
0
№10
ავტორი: Smoke - N
30 მარტი 2018 13:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 109
Aseti sazizgai dacvit tu moigo De xeam am kacs dzegli unda daudgan
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

წინა მატჩები

12 მაისი 2019, 18:00
იუნაიტედი0
კარდიფი2
პრემიერ ლიგა
5 მაისი 2019, 17:00
ჰადერსფილდი1
იუნაიტედი1
პრემიერ ლიგა
28 აპრილი 2019, 19:30
იუნაიტედი1
ჩელსი1
პრემიერ ლიგა
კარდიფი12 მაისი
ჰადერსფილდი5 მაისი
ჩელსი28 აპრილი

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა
ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top