თბილისი:
მანჩესტერი:
25-03-2018, 20:54
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2232,
კომენტარები: 12
დროგბა: "მოურინიოს პოგბა ძალიან უყვარს"
კოტ'დივუარელი ლეგენდა პოგბასა და მოურინიოზე საუბრობს.
დროგბა:
ბოლო დროს, პრესის ერთ-ერთი მთავარი აქტიური სალაპარაკო თემა, ჟოზე მოურინიოსა და პოლ პოგბას შორის არსებული დაძაბული ურთიერთობაა. სწორედ ამის ფონზე ფრანგმა ფეხბურთელმა "იუნაიტედის" რიგებში ძირითადი ადგილი დაკარგა და სათადარიგო სკამზე გადაინაცვლა.

ამის შესახებ, ლეგენდარულმა თავდამსხმელმა დიდიე დროგბამ ისაუბრა, და ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მოურინიოს პოგბა ძალიან უყვარს.

"ჩვენი ურთიერთობა მოურინიოსთან არ იყო იდეალური, მიუხედავად ამისა ჟოზე მოურინიო არასდროს უტევს იმ ფეხბურთელებს ვინც მას არ მოსწონს. მას პოლ პოგბა ძალიან უყვარს. სწორედ ამიტომ, ჟოზე მოურინიო პოგბას ამხელა პასუხისმგებლობას აძლევს".- ციტირებს დროგბას სიტყვებს Telefoot.

შეგახსენებთ, დიდიე დროგბა მოურინიოსთან მუშაობის გამოცდილებითაც გამოირჩევა, მან პორტუგალიელ სპეციალისტთან ერთად ინგლისის ჩემპიონატის სამჯერ მოგება მოახერხა.


წყარო: euro-football
ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
25 მარტი 2018 20:57
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
უყვარსო უყვარსო !!! :))) იუმორის ხასიათზე ვარ
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
25 მარტი 2018 21:00
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
პოგბამ ცოტა უნდა მოუმატოს და კაცის აყვანა და პროფესიონალური თამაში ისწავლოს, ხო ვიცი რო სხვაგან რო წავიდეს უნდა გავეტიროთ როგორც იუვეში თამაშის დროს იყო.
0
№3
ავტორი: ikeoni
25 მარტი 2018 22:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Yvela choris miuxedavad mainc gamoricxuli mgonia pogbas wasvla
0
№4
ავტორი: gela-manchesteri777
25 მარტი 2018 22:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 182
lol
0
№5
ავტორი: dybbuk
25 მარტი 2018 23:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
ციტატა: SANDROGRIGA
პოგბამ ცოტა უნდა მოუმატოს და კაცის აყვანა და პროფესიონალური თამაში ისწავლოს, ხო ვიცი რო სხვაგან რო წავიდეს უნდა გავეტიროთ როგორც იუვეში თამაშის დროს იყო.

ზუსტად მაგიტო არ მინდა მეც მისი წასვლა, დარწმუნებული ვარ სადაც არ უნდა გაყიდონ ისევ ძველებურად ათამაშდება
0
№6
ავტორი: bziki
26 მარტი 2018 00:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
Cvetshi bazrobs,ro undodes vabshe daikidebda,erti-da ori yavs dakidebuli?shavaina da ravi vin agar daikida mara pogbas utovebs shanss, pogbaze meshvleba nervebi gavalebs ragacas sheecade da gaakete ra tu mainc chaisvri mere gaatrake mara roca shens garda alternativa araa da galatob p.rachulad shua tamashshi tan ra tamashshi,gamartleba ar gaq.
Sezonis finishze ro ultimatumebit gachituliyo an chemicvale pozicia an wavalo magas gavigebi,mara gadamwyvet tamashshi ikideb mwvrtnels ragas Eli?
Mag yvelapris miuxedavad utovebs shanss joze,imedia sheirgebs.
Idealuri urtiertoba agarasdros eqnebat mara imedia profesionalurad moiqcevian,tu aq professionalizmi pogbas,Ise sul ro ulokos amis mere tu sand naxevarmcveli daigula jozem daalpobs pogbas
0
№7
ავტორი: giorgi_mg
26 მარტი 2018 09:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
რამოდენიმე ფეხბურთელზე ასეთმა მიდგომამ ჟოზეს მხრიდან იმუშავა, ვნახოთ თუ იმუშაბევს პოლზე, რასაც ვაკვირდები ვხვდები რომ ძალიან ჯიუტია პოლიც. თუმცა ყველა ვთანხმდებით რომ პოლი არ არის ფორმაში და ფუქსავატობს.
0
№8
ავტორი: JuanMata
26 მარტი 2018 12:55
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: giorgi_mg
რამოდენიმე ფეხბურთელზე ასეთმა მიდგომამ ჟოზეს მხრიდან იმუშავა, ვნახოთ თუ იმუშაბევს პოლზე, რასაც ვაკვირდები ვხვდები რომ ძალიან ჯიუტია პოლიც. თუმცა ყველა ვთანხმდებით რომ პოლი არ არის ფორმაში და ფუქსავატობს.


ვიზე იმუშავა? რაც მახსოვს, ერთი მხითარიანს იყო გადაკიდებული და მერე ვითომ ათამაშდა და საბოლოოდ გაუშვეს.
ლიუკ შოუს მიადგა ახლა და ისიც წავა.

ვინც უყვარს აქებს და ადიდებს.
ლუკაკუს ჩავარდნის პერიოდში, რატომღაც სხვა ტაქტიკა გამოიყენა და აქებდა და მხარს უჭერდა.

ძაან ცუდი თვისება აქვს მოურინიოს, ფეხბურთელების ამოჩემება უყვარს. თან ხასიათის ტიპია, ვიღაცას ერთ შეცდომაზე ვაფშე გუნდიდან მოკვეთს, ვიღაცა სტაბილურად საზიზღრად თამაშობს და შეცდომას შეცდომაზე უშვებს და სკამზეც კი არ სვამს.
0
№9
ავტორი: giorgi_mg
26 მარტი 2018 13:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ციტატა: JuanMata
ციტატა: giorgi_mg
რამოდენიმე ფეხბურთელზე ასეთმა მიდგომამ ჟოზეს მხრიდან იმუშავა, ვნახოთ თუ იმუშაბევს პოლზე, რასაც ვაკვირდები ვხვდები რომ ძალიან ჯიუტია პოლიც. თუმცა ყველა ვთანხმდებით რომ პოლი არ არის ფორმაში და ფუქსავატობს.


ვიზე იმუშავა? რაც მახსოვს, ერთი მხითარიანს იყო გადაკიდებული და მერე ვითომ ათამაშდა და საბოლოოდ გაუშვეს.
ლიუკ შოუს მიადგა ახლა და ისიც წავა.

ვინც უყვარს აქებს და ადიდებს.
ლუკაკუს ჩავარდნის პერიოდში, რატომღაც სხვა ტაქტიკა გამოიყენა და აქებდა და მხარს უჭერდა.

ძაან ცუდი თვისება აქვს მოურინიოს, ფეხბურთელების ამოჩემება უყვარს. თან ხასიათის ტიპია, ვიღაცას ერთ შეცდომაზე ვაფშე გუნდიდან მოკვეთს, ვიღაცა სტაბილურად საზიზღრად თამაშობს და შეცდომას შეცდომაზე უშვებს და სკამზეც კი არ სვამს.

ამოჩემება უყვარს გეთანხმები მაგრამ უმიზეზოდ?! მარსიალი, ლუკი, პოლი, თუ გინდა იბრა, რაღაც პერიოდი რეშფორდი, ერერას გადაეკიდა? რეალურად ვეღარ განვითარდა და შედეგს ვერ დებს ეს ბიჭი. მარსიალზე იმუშავა, ლუკზეც ცოტა, რეშფორდის სკამზე დასმამაც იმუშავა, გამოცოცხლდა ცოტა, რაღაც პერიოდი ლინგარდს გადაეკიდა მარა ამოქაჩა. ამ შემთხვევებში მე ვერ ვამტყუნებ მოუს, რადგან როცა ფეხბურთელი ვერ ან არ თამაშობს თავისებული ტაქტიკით უდგება, ყველა ერთნაირი და უდიდესი ვერ იქნება, ყველას თავისებური ხედვა და დამსჯელობითი ტაქტიკა აქვს. რაც შეეხება ლუკაკუს სხვა არც გვყავს და ერთადერთ თავდასხმელს რომელსაც პირველი სეზონი აქვს ვერ დასვავ სკამზე რადგან უარესი შედეგი შეიძლება მოეტანა და თან თუ გოლს ვერ იტანდა ვირივით მაინც მუშაობდა და არც ტაქტიკურად მოიკოჭლებდა სხვათაშორის.
0
№10
ავტორი: Lalana
26 მარტი 2018 19:25
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: JuanMata
ლუკაკუს ჩავარდნის პერიოდში, რატომღაც სხვა ტაქტიკა გამოიყენა და აქებდა და მხარს უჭერდა

აქ ერთი რამ არის.ლუკაკუ იმის გარდა რომ ვერ იტანდა საკმაოდ ბევრ სამუშაოს ასრულებდა,ჰქონდა ძალიან ბევრი შეცდომა,მაგრამ ასევე ჰქონდა ჟინი,მონდომება და ბრძოლისუნარიანობა.თავდამსხმელია და მაგას არ ეთაკილებოდა უკან ჩამოსვლა და ცენტრის დახმარება,მაგას არ ეთაკილებოდა თუნდაც საჯარიმომდე დევნა ფეხბურთელის.აი ამაშია განსხვავება,მარსიალი რომ დაკარგავს ბურთს იმის ნაცვლად რომ დაიბრუნოს და იქვე პრესინგი ითამაშოს ფეხებზე იკიდებს და მოედანცე მილასლასებს.
მოურინიოსთან პოგბას აქვს პრეტენზიები და უნდა ჰქონდეს კიდევაც,მაგრამ როდესაც ამ ევროპაზე კანტეს გვერდით იდგა და დეშამი დაცვაში თამაშსაც ავალებდა რატომ არ იყო უკმაყოფილო?
დანარჩენში კი გეთანხმები,ხანდახან ძაან უაზროდ ამოიჩემებს ხოლმე ფეხბურთელებს,მაგრამ ასეთი უაზრო ამოჩემები ბევრ ტოპ მწვრთნელს ააქვს.
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top