თბილისი:
მანჩესტერი:
25-03-2018, 20:54
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2235,
კომენტარები: 12
დროგბა: "მოურინიოს პოგბა ძალიან უყვარს"
კოტ'დივუარელი ლეგენდა პოგბასა და მოურინიოზე საუბრობს.
დროგბა:
ბოლო დროს, პრესის ერთ-ერთი მთავარი აქტიური სალაპარაკო თემა, ჟოზე მოურინიოსა და პოლ პოგბას შორის არსებული დაძაბული ურთიერთობაა. სწორედ ამის ფონზე ფრანგმა ფეხბურთელმა "იუნაიტედის" რიგებში ძირითადი ადგილი დაკარგა და სათადარიგო სკამზე გადაინაცვლა.

ამის შესახებ, ლეგენდარულმა თავდამსხმელმა დიდიე დროგბამ ისაუბრა, და ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მოურინიოს პოგბა ძალიან უყვარს.

"ჩვენი ურთიერთობა მოურინიოსთან არ იყო იდეალური, მიუხედავად ამისა ჟოზე მოურინიო არასდროს უტევს იმ ფეხბურთელებს ვინც მას არ მოსწონს. მას პოლ პოგბა ძალიან უყვარს. სწორედ ამიტომ, ჟოზე მოურინიო პოგბას ამხელა პასუხისმგებლობას აძლევს".- ციტირებს დროგბას სიტყვებს Telefoot.

შეგახსენებთ, დიდიე დროგბა მოურინიოსთან მუშაობის გამოცდილებითაც გამოირჩევა, მან პორტუგალიელ სპეციალისტთან ერთად ინგლისის ჩემპიონატის სამჯერ მოგება მოახერხა.


წყარო: euro-football
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: Dato kutaisi
26 მარტი 2018 22:21
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
რაო ნაკრებშიც მოურინიო ყავს ამას მწვრთნელად კოლუმბიამ რო წამოახია ბურთი თავზე?ან მარსიალი არ იყო ერთი ტამაში რო ჩააგდო ევროპაზე და რო დასვეს სკამზე იმის მერე ახეხინებენ სკამს თუ იქაც მოურინიო იყო?მოურინიოს თავისი ცოდვებიც ბლომად აქვს პოგბა მარსიალისას რო უმატებენ.11კაცი გუავს გუნდში და აქედან თავდამსხმელს ნახევარმცველს არ უნდა აკადეო უკან ირბინეო თურმე.სადაც უჭორს გუნდს იქ უნდა დადგე რა არ ჩამოდისნუკან ლუკაკუ თუ სანჩესი არ დარბის წინ და უკან.მაგრამ ამ ფრანგ ღლაპებს გონიათ რო ესენი არიან ყველაფერი იმიტო რო ბევრი გადაიხადეს მაგათში.პროსტა აღარც იმაში ვარ დარწმუნებული რო ესენი რო წავიდნენ ამაზე უკეთესად ითამაშებენ სხვა გუნდში.აი ვიცი მაგალითად ევერტონის კალიბრის გუნდში იფრენენ იმიტომ რომ მთელი გუნდი მაგათზე იმუშავებს და 10დან ერთს გასრტტამენ აი ეგაა მეტი არაფერი
0
№12
ავტორი: Phil Jones
26 მარტი 2018 23:44
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
რეალობა ერთია შიდა სამზარეულო არავინ იცის და არავინ იცის რეალურად რა ხდება არამარტო რომელიმე 2 ადამიანს შორის საერთოდ ყველა გუნდში.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top