თბილისი:
მანჩესტერი:
25-03-2018, 18:52
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2312,
კომენტარები: 13
მოურინიო პოგბას საშუალებით სატრანსფერო ბიუჯეტის გაზრდას აპირებს
პოლ პოგბა ზაფხულში "იუნაიტედს" დატოვებს.
მოურინიო პოგბას საშუალებით სატრანსფერო ბიუჯეტის გაზრდას აპირებს
ჟოზე მოურინიო ზაფხულში დიდი თანხის დახარჯვას აპირებს, პოლ პოგბა კი 200 მილიონი ფუნტის ტრანსფერით მის სატრანსფერო ბიუჯეტს შეავსებს, რათა შემდეგ პორტუგალიელმა მადრიდის "რეალის", "პარი სენ-ჟერმენისა" და "იუვენტუსის" ფეხბურთელების შეძენა სცადოს.

"ოლდ ტრაფორდის" მკვიდრთა მწვრთნელმა უკვე დაკარგა მოთმინება და არც "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელები არიან კმაყოფილი იმით, რომ ფრანგი უფრო მეტად არის კონცენტრირებული თავის იმიჯზე, ვიდრე ფეხბურთზე.

"იუნაიტედის" შემადგენლობაში ჯერ კიდევ ირიცხებიან ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც სერ ალექს ფერგიუსონის დროს ირიცხებოდნენ "ოლდ ტრაფორდზე", პოგბა კი ერთ-ერთი მათგანია და მას მოსთხოვენ, რომ უფრო ნაკლებად მოეკიდოს მედია აქტიურობას და იმუშაოს უმაღლეს დონეზე თამაშზე, რაც ნამდვილად შეუძლია.

მოურინიოს მიზნად აქვს დასახული მომდევნო სეზონში მინიმუმ ერთი დიდი ტიტულის მოგება და ამისთვის იგი 4 სუპერვარსკვლავის დამატებას აპირებს - პოგბას კი საშუალებად გამოიყენებს.

ფრანგი ცენტრალური მცველი ვარანი - რომელსაც "რეალი" 70 მლნ. ფუნტად აფასებს - მოურინიოს სასურველი სატრანსფერო სამიზნეა 2013 წლიდან, როცა ჟოზემ მადრიდი დატოვა.

მსოფლიო ჩემპიონი ტონი კროოსი ასევე მოხვდა მოურინიოს სასურველ ფეხბურთელთა სიაში. მოურინიოს სურს, რომ ვიღაც მართავდეს "იუნაიტედის" ნახევარდაცვას და მისი აზრით, კროოსი ამისთვის იდეალური ვარიანტია - მისი ღირებულება კი 100 მლნ. ფუნტი გახლავთ.

დაცვის გაძლიერებაში კი მოურინიოს გეგმები დამყარებული იქნება პსჟ-ს დუეტ მარკინიოსსა და მარკო ვერატიზე, რომელთაც ასევე "იუვენტუსიდან" ალექსის სანდრო შეუერთდება.

"რეალის" მწვრთნელ ზინედინ ზიდანს პოგბა ძალიან მოსწონს, მაგრამ "იუნაიტედიდან" დავიდ დე ხეას გადაბირებას ამჯობინებს.

უკეთესი წყვილი იქნება პოგბა და პსჟ - მოურინიო სწორედ ამ ვარიანტის გამოყენებას აპირებს თავისი მიზნების განსახორციელებლად.

წყარო: mirror
ახალი ამბები
13 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
25 მარტი 2018 19:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Eee DZaan cudat daiwyes amis wasvlaze laparaki da agar momwons ukve Es ambavi:(((
0
№2
ავტორი: rooney pogba
25 მარტი 2018 19:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 70
Yvela vinc chamotvlilia mova ratomac ara
0
№3
ავტორი: bziki
25 მარტი 2018 19:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
Markiniosi gamoricxulia aranair fasad ar gaushveben,varanic
Ai verati,kroosi sheileba
Sandros pogbas gareshec daitreven.
Verati+fuli da gaushvan pogba tu tviton unda.Ise veratis agentic raiolaa:)
Kroosi pogbas cheinjic sheileba.
Shkrinianshi 60 milioni shestavazeso,an eg an kulibali gaasworebda gaisrolon 80 ic tu Alderveireldi agvaxies.
0
№4
ავტორი: LewisHamilton
25 მარტი 2018 20:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 323
როგორც ჩანს მართლა აპირებენ ამის გუნდიდან მოსროლას არადა ყველაზე მეტად არ მინდა რო წავიდეს. თუმცა მოურინიოს ხისთავიანი თამაშის სტილში ვერ ჯდება როგორც ჩანს და მაგიტომაც არ ეხსნება ის მოტივაცია რაც იუვეში ჰქონდა. არ დაიწყოთ ახლა რო საკუთარი ვარცხნილობა უფრო მეტი უღირს ვიდრე ფეხბურთის თამაშიო და ა.შ. გავიგეთ რო იმიჯს ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს და ბლა ბლა მაგრამ გაიხსენეთ ერთი იუვეში როგორ თამაშობდა და რამხელა ზარზეიმით დავაბრუნეთ უკან. იქ რა ბომჟივით ჩაცმული და დაუვარცხნელი დადიოდა თუ რატო თამაშობდა კარგად?? ერთადერთი რაც შეიცვალა არის კლუბი და მწვრთნელი, თორე პოგბა პოგბად დარჩა, როგორც მაშინ ადარდებდა იმიჯი ისევე ადარდებს ეხლაც..
მიდით, შეგიძლიათ დამესხათ თავს და ჩამქოლოთ პოგბას მხარეს დადგომისთვის))
0
№5
ავტორი: gache1991
25 მარტი 2018 20:12
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ეს თუ მოედანზე სეირნობას აპირებს ჯობია წავიდეს და კროოსი ვერატიდან რომელიმე დავითრიოთ..მე პირადად მეეჭვება ამის გაშვება და გაზეთებისთვის ფულის საშოვნელი ჭორი მგონია მარა რავი
0
№6
ავტორი: gaga1987
25 მარტი 2018 20:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
aravin aricis realurad raxdeba.tu martla konpliktia uechveli cava.mou rkistaviania mag sakitxzhi.yvrlas daifrens.
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
25 მარტი 2018 20:50
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ჯერ-ჯერობით არაა დასაჯერებელი
0
№8
ავტორი: gela-manchesteri777
25 მარტი 2018 22:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 182
ამის გაშვებას ჩმოურინიოს აჯმევინონ ბევრად ჯობია
0
№9
ავტორი: dybbuk
25 მარტი 2018 23:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
ციტატა: LewisHamilton
როგორც ჩანს მართლა აპირებენ ამის გუნდიდან მოსროლას არადა ყველაზე მეტად არ მინდა რო წავიდეს. თუმცა მოურინიოს ხისთავიანი თამაშის სტილში ვერ ჯდება როგორც ჩანს და მაგიტომაც არ ეხსნება ის მოტივაცია რაც იუვეში ჰქონდა. არ დაიწყოთ ახლა რო საკუთარი ვარცხნილობა უფრო მეტი უღირს ვიდრე ფეხბურთის თამაშიო და ა.შ. გავიგეთ რო იმიჯს ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს და ბლა ბლა მაგრამ გაიხსენეთ ერთი იუვეში როგორ თამაშობდა და რამხელა ზარზეიმით დავაბრუნეთ უკან. იქ რა ბომჟივით ჩაცმული და დაუვარცხნელი დადიოდა თუ რატო თამაშობდა კარგად?? ერთადერთი რაც შეიცვალა არის კლუბი და მწვრთნელი, თორე პოგბა პოგბად დარჩა, როგორც მაშინ ადარდებდა იმიჯი ისევე ადარდებს ეხლაც..
მიდით, შეგიძლიათ დამესხათ თავს და ჩამქოლოთ პოგბას მხარეს დადგომისთვის))

მეც მგონია რომ თუ მოურინიო დატოვეს პოგბას გაყიდიან და უბრალოდ სადაა ლოგიკა და სად ტრა კში იყურებიან გუნდის ხელმძღვანელები არ მესმის, პოგბა რაც უკან დაბრუნდა იუვედან იმის ნახევარიც არაა რაც იტალიურ გუნდში იყო, ამის ერთადერთი მიზეზი არის მისი პოზიცია, მისი შეტევითი პოტენციალი ფაქტიურად ვერ გამოიყენა ან უფრო სწორად არ იყენებს მოურინიო და უფრო დაცვასთან ახლოს ათამაშებს, ავტორიტეტი რათქმა უნდა მწვრთნელი უნდა იყოს გუნდში და მას უნდა დაემორჩილონ მაგრამ რო ხედავ რო ვერაა ეს 100 მილიონიანი კაცი იმ პოზიციის და წინ უფრო მეტი შეუძლია დააყენე სადაც საჭიროა და მიიღე მაქსიმუმი მისგან, მაგრამ არა, ჯიუტია და სადაც ამდენი იწერება არამგონია სიმართლე არ იყოს ეს ამბავი, რაღაც უთანხმოება აშკარადაა.
რაც შეეხება მომსვლელებს, ვარანი და ვერატი ან კროოსი დახატავს ამ გუნდს, პლიუს ალექს სანდრო იდეალური გაძლიერება იქნება. იბრა წავიდა და თუ პოგბამ აიღო 10 ნომერი მაშინ დავიჯერებ რომ ნამდვილად რჩება, ვნახოთ, იმედია ყველა ჩვენს ტოპ მოთამაშეს შევინარჩუნებთ, ოღონდ არა ისეთებს ვინც იზლაზნებიან და ბოლომდე დახარჯვა ეზარებათ
0
№10
ავტორი: LewisHamilton
25 მარტი 2018 23:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 323
ციტატა: dybbuk

100% გეთანხმები, მაგრამ პოგბა საკუთარი მენტალობით ზარმაცი და ესეთი "ზლაზნია" ფეხბურთელი რომ იყოს, არც ამხელა ფასი და სახელი არ დაედებოდა საფეხბურთო სამყაროში. შეიძლება ბევრი არ დამეთანხმოს მაგრამ ჩემს აზრზე დავრჩები რომ პოგბაში კიარა სხვა რამეშია აქ პრობლემა. რა თქმა უნდა, გეთანხმები მეც რომ გუნდში ავტორიტეტი მწვრთნელი უნდა იყოს მაგრამ მაგ ლოგიკით ყველა მწვრთნელს შეუძლია ფეხბურთელები საკუთარი შესაძლებლობების საპირისპიროდ გამოიყენონ და მერე გუნდი რომ ჩავარდება დავიწყოთ საუბარი რო მწვრთნელია ავტორიტეტი და რა მაგის ბრალიაო. მოკლედ არ შეიძლება უკიდურესობების წახალისება. ოქროს შუალედია მოსაძებნი სამწვრთნელო შტაბსა და ფეხბურთელებს შორის ხოდა რო ვერ ხერხდება ეგ ამ გუნდში მაგიტომაც ინგრევა შიგნიდან ყველაფერი. რა თქმა უნდა შიდა სამზარეულოში არავინაა ჩახედილი მაგრამ ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს ფარული მაგრამ საკმაოდ მწვავე განხეთქილება ისადგურებს კლუბს შიგნით..
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top