თბილისი:
მანჩესტერი:
25-03-2018, 18:52
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2314,
კომენტარები: 13
მოურინიო პოგბას საშუალებით სატრანსფერო ბიუჯეტის გაზრდას აპირებს
პოლ პოგბა ზაფხულში "იუნაიტედს" დატოვებს.
მოურინიო პოგბას საშუალებით სატრანსფერო ბიუჯეტის გაზრდას აპირებს
ჟოზე მოურინიო ზაფხულში დიდი თანხის დახარჯვას აპირებს, პოლ პოგბა კი 200 მილიონი ფუნტის ტრანსფერით მის სატრანსფერო ბიუჯეტს შეავსებს, რათა შემდეგ პორტუგალიელმა მადრიდის "რეალის", "პარი სენ-ჟერმენისა" და "იუვენტუსის" ფეხბურთელების შეძენა სცადოს.

"ოლდ ტრაფორდის" მკვიდრთა მწვრთნელმა უკვე დაკარგა მოთმინება და არც "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელები არიან კმაყოფილი იმით, რომ ფრანგი უფრო მეტად არის კონცენტრირებული თავის იმიჯზე, ვიდრე ფეხბურთზე.

"იუნაიტედის" შემადგენლობაში ჯერ კიდევ ირიცხებიან ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც სერ ალექს ფერგიუსონის დროს ირიცხებოდნენ "ოლდ ტრაფორდზე", პოგბა კი ერთ-ერთი მათგანია და მას მოსთხოვენ, რომ უფრო ნაკლებად მოეკიდოს მედია აქტიურობას და იმუშაოს უმაღლეს დონეზე თამაშზე, რაც ნამდვილად შეუძლია.

მოურინიოს მიზნად აქვს დასახული მომდევნო სეზონში მინიმუმ ერთი დიდი ტიტულის მოგება და ამისთვის იგი 4 სუპერვარსკვლავის დამატებას აპირებს - პოგბას კი საშუალებად გამოიყენებს.

ფრანგი ცენტრალური მცველი ვარანი - რომელსაც "რეალი" 70 მლნ. ფუნტად აფასებს - მოურინიოს სასურველი სატრანსფერო სამიზნეა 2013 წლიდან, როცა ჟოზემ მადრიდი დატოვა.

მსოფლიო ჩემპიონი ტონი კროოსი ასევე მოხვდა მოურინიოს სასურველ ფეხბურთელთა სიაში. მოურინიოს სურს, რომ ვიღაც მართავდეს "იუნაიტედის" ნახევარდაცვას და მისი აზრით, კროოსი ამისთვის იდეალური ვარიანტია - მისი ღირებულება კი 100 მლნ. ფუნტი გახლავთ.

დაცვის გაძლიერებაში კი მოურინიოს გეგმები დამყარებული იქნება პსჟ-ს დუეტ მარკინიოსსა და მარკო ვერატიზე, რომელთაც ასევე "იუვენტუსიდან" ალექსის სანდრო შეუერთდება.

"რეალის" მწვრთნელ ზინედინ ზიდანს პოგბა ძალიან მოსწონს, მაგრამ "იუნაიტედიდან" დავიდ დე ხეას გადაბირებას ამჯობინებს.

უკეთესი წყვილი იქნება პოგბა და პსჟ - მოურინიო სწორედ ამ ვარიანტის გამოყენებას აპირებს თავისი მიზნების განსახორციელებლად.

წყარო: mirror
ახალი ამბები
13 კომენტარი
№11
ავტორი: dybbuk
26 მარტი 2018 00:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
ციტატა: LewisHamilton
100% გეთანხმები, მაგრამ პოგბა საკუთარი მენტალობით ზარმაცი და ესეთი "ზლაზნია" ფეხბურთელი რომ იყოს, არც ამხელა ფასი და სახელი არ დაედებოდა საფეხბურთო სამყაროში. შეიძლება ბევრი არ დამეთანხმოს მაგრამ ჩემს აზრზე დავრჩები რომ პოგბაში კიარა სხვა რამეშია აქ პრობლემა. რა თქმა უნდა, გეთანხმები მეც რომ გუნდში ავტორიტეტი მწვრთნელი უნდა იყოს მაგრამ მაგ ლოგიკით ყველა მწვრთნელს შეუძლია ფეხბურთელები საკუთარი შესაძლებლობების საპირისპიროდ გამოიყენონ და მერე გუნდი რომ ჩავარდება დავიწყოთ საუბარი რო მწვრთნელია ავტორიტეტი და რა მაგის ბრალიაო. მოკლედ არ შეიძლება უკიდურესობების წახალისება. ოქროს შუალედია მოსაძებნი სამწვრთნელო შტაბსა და ფეხბურთელებს შორის ხოდა რო ვერ ხერხდება ეგ ამ გუნდში მაგიტომაც ინგრევა შიგნიდან ყველაფერი. რა თქმა უნდა შიდა სამზარეულოში არავინაა ჩახედილი მაგრამ ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს ფარული მაგრამ საკმაოდ მწვავე განხეთქილება ისადგურებს კლუბს შიგნით..

ბაზარი არაა ძმა, ბალანსის გარეშე შედეგი ვერ დაიდება, პირველ რიგში შიგნით უნდა მოგვარდეს და მერე უკვე მოედანზეც დალაგდება ყველაფერი. არავის ხასიათს და ხუშტურებს არ უნდა შეეწიროს გუნდის სახე და ავტორიტეტი, გინდა ტრენერი იყოს და გინდა ფეხბურთელი, ხელმძღვანელობამ უნდა მიუჩინოს ყველას საკუთარი ადგილი როცა ამდენი ხანი ვერ გვარდება პრობლემა. თუ საჭიროა რადიკალურ ზომებსაც უნდა მიმართონ მაგრამ სწორად უნდა გათვალონ როგორ უნდა გადაიჭრას პრობლემა რომ მერე სანანებელი არ გაუხდეთ, აი ამიტომაა სწორი მენეჯმენტი გუნდის წარმატების პირველი საწინდარი, ცოტა სიღრმისეული თემაა თან ისეთი რომ ვერც იმსჯელებ იმიტომ რომ იქ რა ხდება და რა როგორაა ჩვენ არავინ გაგვაგებიებს...
1
№12
ავტორი: WeAreUnited
26 მარტი 2018 09:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 293
აი ყველაფერი მესმის პოგბას გაშვებას ორივე ხელით მივსალმები იმიტომ რომ სადაც გუნდს ჭირდება და როგორც ჭირდება იქ და ისე უნდა ითამაშო არა აქვს მნიშვნელობა შენ მწვრთნელი გევასება თუ არა მაგრამ პოგბას სანამ გაუშვებენ ჯერ მოურინიოს ააჯმევინონ აქედან თორე ამ სვარკის ყურებით დავბრმავდი აღარ მაქვს ნერვები დაჟე ნერვიულობის ნერვებიც აღარ მაქვს რა არავინ არ მოვა ამ ჩაჯმულ ვითომ გრანდში სანამ ეს ცენზურა იქნება ჩვენი მწვრთნელი მაპატიეთ მაგრამ 1998 წლიდან ვარ ამ გუნდის გულშემატკივარი და არასოდეს არასოდეს არ ვყოფილვარ ასეთი გამწარებული დაჟე ვან გაალის დროსაც კი პოზიტივს ვპოულობდი გუნდში ახალგაზრდების წინ წამოწევით რომ დავიწყოთ მაგაზე მეტი არ გაუკეთებია ჯერ ჟოზეს არაფერი ტრაკში შეიყარე შენი მეორე ადგილი და ლიგის მერვედფინალი თუ სევილიამ თავზე უნდა დაგაჯვას ოლდ ტრაფორდზე ამის გამჩენი მოვ*** არაერთი უსახური მატჩი მახსოვს მანჩესტერის და არ დავიწყებ ჩამოთვლას მაგრამ ლიგის მერვედფინალში აუტსაიდერი რომ გამოდის და ბურთს თავზე დაგახევს მანდ უნდა მორჩე კარიერეას ამის უთავმოყვარეო დედას ცენზურა მე
0
№13
ავტორი: Phil Jones
26 მარტი 2018 19:07
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
მიუხედავად იმისა მწვრთნელი მომწონს თუ არა, ვეთანხმები ფაქტს რომ მთავარი მწვრთნელია გუნდში და არა ფეხბურთელი რომელიმე, სულ რო მესი იყოს, გუნდი მწვრთნელის ირგვლივ უნდა იყოს და არა ფეხბურთელის.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top