თბილისი:
მანჩესტერი:
18-03-2018, 23:38
ავტორი: gache1991,
ნანახია: 2124,
კომენტარები: 23
შოუ ზაფხულში კლუბს დატოვებს
მარცხენა მცველი "მანჩესტერული" კარიერის დასრულებასთან ახლოსაა.
შოუ ზაფხულში კლუბს დატოვებს
"ბრაიტონთან" გამართული მატჩის მეორე ტაიმი შეცვლით დაიწყო, პირველი 45- წუთის შემდეგ ლუკ შოუ ეშლი იანგმა ჩაანაცვლა. ცუდი სათამაშო პირობებისა და მისი ტრამვებისადმი მიდრეკილების გამო, გაჩნდა ვარაუდები მორიგი ტრამვის შესახებ, მაგრამ მოურინიომ პრესკონფერენციაზე ყველაფერს ნათელი მოჰფინა.

პორტუგალიელი სპეციალისტი, რომელიც წარსულში ნაკლებად გამოირჩეოდა პრესკონფერენციაზე საკუთარი შეგირდების კრიტიკით, ამჯერად ორივე ფლანგის მცველის, ლუკ შოუსა და ანტონიო ვალენსიას გარჯა უარყოფითად შეაფასა, და ეკვადორელი მხოლოდ და მხოლოდ პოზიციურად კარგი თამაშის გამო დატოვა მინდორზე.

ინგლისელ ახალგაზრდას მატჩის მიმდინარეობისასვე ურჩია კლუბის დატოვება "იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა პოლ სკოულზმა. დღეს გავრცელებული ინფორმაციით კი, შოუსთვის და მისი სპორტული აგენტისთვის, აღნიშნული კომენტარი ბოლო წვეთი იყო და ზაფხულში ყველა ღონეს იხმარენ კლუბის დასატოვებლად.

"საუთჰემტონის" აკადემიის აღზრდილით აქტიურად ინტერესდებოდა ლონდონის "ტოტენჰემი", რომელსაც შოუსთვის კარგად ნაცნობი, "წმინდანების" ყოფილი თავკაცი მაურისიო პოჩეტინიო ხელმძღვანელობს.


წყარო : www.bbc.com/sport
სიახლეები
23 კომენტარი
№1
ავტორი: LewisHamilton
18 მარტი 2018 23:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 323
ეს რო მოვიყვანეთ თავის დროზე ჩემზე ბედნიერი კაცი არ არსებობდა იმ მომენტში არადა) თუმცა ფაქტია რო ვერანაირი მოლოდინი ვერ გაამართლა, ტრავმებმაც საშინლად დატანჯა და ვერ ეღირსა ფორმაში ვერანაირად დაბრუნება, თორე ძალიან მაგარი იქნებოდა მისი ასაკის გათვალისწინებით პლიუს..
0
№2
ავტორი: bziki
19 მარტი 2018 00:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
ნაწილობრივ ფსქოოგიურ პრობლემებს გაუმკლავდა მარა სათამაშო ფორმას ვერა,ეგეთი ტრამვის მერე თითქმის გამორიცხულია მანჩესტერის დონე გაქაჩო.შანსი ქონდა,თვიტონაც მცდელობა არ დააკლო მარა თავს ზემოთ ძალა არაა.ჯობია წავიდეს სადაც წნეხი ნაკლები ექნება,ამ მანჩესტერში მგელი უნდა იყო რო გადარჩე:D:Dეგეთი გამოწვევებისთვის არაა მზად შოუ
0
№3
ავტორი: Rdevil
19 მარტი 2018 07:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 43
Shemovdivar da ras vkitxulob: show maniudan midis da iangi rcheba! Sul gauyl..eves am manius xelmzgvanelebma . Fu ras daamsgavses gundi show unda darches axalgazrdaa jer da atamashdeba mara ar atamashebs es,arc travma aqvs bolo dros mara zamenaze yavs mainc

ციტატა: bziki
ნაწილობრივ ფსქოოგიურ პრობლემებს გაუმკლავდა მარა სათამაშო ფორმას ვერა,ეგეთი ტრამვის მერე თითქმის გამორიცხულია მანჩესტერის დონე გაქაჩო.შანსი ქონდა,თვიტონაც მცდელობა არ დააკლო მარა თავს ზემოთ ძალა არაა.ჯობია წავიდეს სადაც წნეხი ნაკლები ექნება,ამ მანჩესტერში მგელი უნდა იყო რო გადარჩე:D:Dეგეთი გამოწვევებისთვის არაა მზად შოუ

Dgevandel manchestershi mgeli ki ara siro unda iyos kaci ro tamashi moundes am chaobshi
0
№4
ავტორი: VALERI.s
19 მარტი 2018 08:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 231
შოუმ ვერ ითამაშაო და ტიპი გააფარჩაკა მაგ სირმა. პირველ გოლში დიდი წვლილო შეიტანა ჯერ მაგით დავიწყოთ და მერე ისეთი საგანგაშო არაფერი გაუკეთებია. მითუმეტეს მაგ საშინელ ამინდში და მითუმეტეს ორი წლის უთამაშებელმა ფეხბურთელმა! ამოიჩემა რაა და მოშორება უნდა როგორც შვაინა და რუნი მოიშორა. ჯერ მარტო ამ ორი ფეხბურთელის გაშვებისთვის ეკუთნის მოურინიოს პანჩური. შოუს მოტივაცია არ აქვს იმ საბედისწერო მომენტის მერე ამას ყველაზე მეტად სჭირდება გვერდში დგომა და ეს კიდე პირიქით გრუზავს ტიპს რო ცუდად თამაშობ და არ შრომობო. პროგრესი იგრძნობა თან ძალიან დიდი მოტეხილობის მერე რომ დაბრუნდა თითქოს ეშინოდა მაგრამ ეხლა ბოლომდე იბრძვის. მაგისი თამაშით სეზონის დარჩენილ ნაწილში არაფერი დაშავდება და დააყენოს სასტარტოში იქნებ რა ფორმა უნდა აკრიფოს და თუ ისევ ტრამვები შეაწუხებს ან ვერ შევა ფორმაში მერე გადაწყვიტოს გაუშვებს თუ დატოვებს!
0
№5
ავტორი: shotkin
19 მარტი 2018 08:53
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ძაან გამეცინება შოუს ამბავი მოუს რო დააბრალოთ, მოუ რო არ გვეხატება გულზე ცალკე საკითხია მარა ვან გაალის დროსაც დიდი ვერაფერი იყო ეს ბიჭი რაც ის ტრანვა მიიღო აშკარაა რო პროგრესი ვერ განიცადა , უამრავჯერ მიიღო შანსი და ყველა დავიღალეთ მარადმწვანე პერსპექტიული ფეხბურთელის სტატუსით, 3-4 წელია აქაა და რა? ესეი იქნება 3-4 წლის მერეც ამიტომ ჯობია მოიყვანონ ვინმე ახალი და კარგი.

ციტატა: VALERI.s
შოუმ ვერ ითამაშაო და ტიპი გააფარჩაკა მაგ სირმა. პირველ გოლში დიდი წვლილო შეიტანა ჯერ მაგით დავიწყოთ და მერე ისეთი საგანგაშო არაფერი გაუკეთებია. მითუმეტეს მაგ საშინელ ამინდში და მითუმეტეს ორი წლის უთამაშებელმა ფეხბურთელმა! ამოიჩემა რაა და მოშორება უნდა როგორც შვაინა და რუნი მოიშორა. ჯერ მარტო ამ ორი ფეხბურთელის გაშვებისთვის ეკუთნის მოურინიოს პანჩური. შოუს მოტივაცია არ აქვს იმ საბედისწერო მომენტის მერე ამას ყველაზე მეტად სჭირდება გვერდში დგომა და ეს კიდე პირიქით გრუზავს ტიპს რო ცუდად თამაშობ და არ შრომობო. პროგრესი იგრძნობა თან ძალიან დიდი მოტეხილობის მერე რომ დაბრუნდა თითქოს ეშინოდა მაგრამ ეხლა ბოლომდე იბრძვის. მაგისი თამაშით სეზონის დარჩენილ ნაწილში არაფერი დაშავდება და დააყენოს სასტარტოში იქნებ რა ფორმა უნდა აკრიფოს და თუ ისევ ტრამვები შეაწუხებს ან ვერ შევა ფორმაში მერე გადაწყვიტოს გაუშვებს თუ დატოვებს!

მეგობარო შვაინა და რუნი სწორედაც რომ "მოსაშორებლები იყვნენ" რა მოგწონდა ან ერთის თამაშში ან მეორისაში? მაინტერესბეს შენი აზრი რომელიმე თავისი თამაშით თუიმსახურებდა ძირითადში ყოფნას?
0
№6
ავტორი: dybbuk
19 მარტი 2018 09:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
გასაშვებია ნამდვილად, ამ ბიჭის მინუსი ყოველთვის იყო პოზიცური შეცდომები, მარტო რივოკი და შეტევაში ჩართვა არაა საკმარისი, მარცხენა მცველი რო გქვია პირველ რიგში დაცვა უნდა იცოდე. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს რომ მორენომ ფაქტიურად ამ ბიჭის კარიერას ხაზი გადაუსვა, ყოველ შემთხვევაში მანჩესტერში და სხვაგან რას იზავს დიდად არც მადარდებს
0
№7
ავტორი: ikeoni
19 მარტი 2018 10:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Ro ara is tramva sul sxva kariera da erti erti sauketeso iqneboda:(((
0
№8
ავტორი: PaLoMo
19 მარტი 2018 10:29
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
ასეთი ტრამვის მერე იჩვიათად ახერხებენ ძველ ფორმაში დაბრუნებას.ამას არ ქონია ეს იშვიათი მომენტი.რასვიზავთ ფაქტია ვერ გვადგება და ჩვენ გაძლიერება გვჭირდება;)

ევროპის ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ "მილანმა" ხასიათი იტალიის ჩემპიონატში გამოისწორა და "კიევო" დრამატულ ორთაბრძოლაში 4:2 დაამარცხა.

"როსონერიმ" პირველი ტაიმი 1:2 წააგო, მაგრამ მეორე ნახევარში მილანელები მოედანზე საოცარი განწყობით გავიდნენ და მატჩის ბედი შემოატრიალეს.

ანგარიში პატრიკ კუტრონემ გაათანაბრა, მატჩის ბოლო წუთებზე კი თავისი მორიგი ბურთი შეცვლაზე შემოსულმა ანდრე სილვამ გაიტანა და "მილანს" მორიგი სამი ქულა მოუტანა.

ჯენარო გატუზოს გუნდმა ზედიზედ მე-5 მატჩი მოიგო და 50 ქულით ოთხეულს კიდევ უფრო მიუახლოვდა.

მილანი 3:2 კიევო

ესაა გოალ.გე ადმინრბი:დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№9
ავტორი: gache1991
19 მარტი 2018 10:50
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
გასაშვებია ესეც და იანგიც,რადგან კონტრაქტს უგრძელებენ არ ნიშნავს რო იმას ტოვებენ და ამას უშვებენ.ეგ ყველაფერი იმიტო ხდება რო ფესბურთელი უფასოდ არ წავიდეს.ყველაფერი შეილება ასწავლო მოურინიოს მარა ტრანსფერები როგორც ყიდვა ისე გაყიდვა იდეალურად იცის ამ კაცმა და ფეზბურთელი რომელიც ვერაფრით ვერ გაიხსნა,რომელსაც ტრამვამდეც არ იყო როგორც მცველი კაი თუ კი 30 მილიონს ავიღებთ მშვენიერი ვარიანტია..ამის დგიმას როხო დააყენონ მარცხნივ ის მირჩევნია გრძელი პასი მაინც აქ და მომენტი რო იყოს ბომბივით ურტყავს..
0
№10
ავტორი: JuanMata
19 მარტი 2018 12:04
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ძალიან ბევრ ფეხბურთელს უჭირს მანჩესტერში გახსნა, ბოლო დროს არ მახსენდება ფეხბურთელი, რომელიც ჩვენთან გადმოვიდა და რაღაც წინსვლა ჰქონდა. ყველაზე კარგ ვარიანტში იგივე დონეზე რჩებიან, რაც მანამდე ჰქონდათ და უფრო ხშირად საერთოდ იკარგებიან გუნდში.

მატა, დეპაი, დიმარია, მარსიალი (პირველი სეზონი კარგი ჰქონდა და მერე დარჩა ერთ დონეზე), პოგბა, მხითარიანი, შოუ, ბლინდი, შნეიდერლინი, ლინდელოფი, ჯერ ადრეა, თუმცა თუ არაფერი შეიცვალა სანჩესიც - ეს ის ფეხბურთელები არიან, ვისგანაც ბევრად მეტს ველოდით, მაგრამ საინტერესო ვერაფერი შემოგვთავაზეს, არ მგონია, რომ ეს უბრალოდ დამთხვევაა და არ გაგვიმართლა, ეს რაღაც უფრო სიღმისეული პრობლემაა.

მითუმეტეს, როცა სხვა გუნდებთან ავლებ პარალელს, კიდევ უფრო სავალალო ჩანს სიტუაცია.
2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top