თბილისი:
მანჩესტერი:
18-03-2018, 18:43
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2471,
კომენტარები: 24
ლუკაკუ: "ზაფხულში "იუნაიტედი" მნიშვნელოვნად გაძლიერდება"
ბელგიელ ფორვარდს ზაფხულის სატრანსფერო გეგმების იმედი აქვს.
ლუკაკუ:
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა თანდათან უფრო ახლოვდება. გუნდები მაქსიმალურად ცდილობენ, საკუთარი მიზნები აქედანვე დასახონ და ამ მიზნებს, რეალიზება ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე გაუწიონ.

ინგლისური გრანდი "მანჩესტერ იუნაიტედი" ედ ვუდვორდისა და ჟოზე მოურინიოს თაოსნობით, ზაფხულში გუნდისთვის რამოდენიმე მნიშვნელოვან ფეხბურთელს შეიძენს. მოსალოდნელ ცვლილებებზე საუბრობს "წითლების" ბელგიელი თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ, რომელიც ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ ჟოზე მოურინიოს გუნდი ზაფხულში აუცილებლად გაძლიერდება.

"ისეთი გუნდი როგორიც "მანჩესტერ იუნაიტედს" ყავს, ყოველწლიურად უნდა გაძლიერდეს და წინ წავიდეს. მომავალ ზაფხულში, შემადგენლობა მნიშვნელოვნად გაძლიერდება, გუნდში ძლიერი ფეხბურთელები მოვლენ. ამას ველოდები არა მხოლოდ მე არამედ გუნდის მთავარი მწვრთნელიც.

ამ ნაბიჯის გადადგმა აუცილებელია, რადგან "მანჩესტერ იუნაიტედმა" მომავალ სეზონში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიოს და ყველა შესაძლო ტიტულისთვის ბრძოლა შეეძლოს".
- ციტირებს Goal რომელუ ლუკაკუს სიტყვებს.


წყარო: euro-football
ინტერვიუები
24 კომენტარი
№1
ავტორი: Erik Lamela
18 მარტი 2018 18:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 9
კურზავა,კიმპემბე,ოდრიოზოლა,ვიდალი,ბეილი ... მაგრა გაძლიერდებოდა უტდ ამ ტრანსფერებით.
0
№2
ავტორი: vale13
18 მარტი 2018 18:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 77
Klopi dzalian shemtevi mwvrtnelia kargi iqneba inaitedshi magram live ar gaushvebs
0
№3
ავტორი: rooney pogba
18 მარტი 2018 19:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 70
Gazlierdes unda aba ra am zafxuls iyidet yvela vinc sayidelia da morcha mere unda movigot yvelaferi
0
№4
ავტორი: JuanMata
18 მარტი 2018 19:14
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
არ მჯერა, რომ ტრანსფერები რამეს შეცვლის. ბოლო 5 წლის მანძილზე იმდენი, ვარსკვლავი და პერსპექტიული ახალგაზრდა ვიყიდეთ, შედეგი ისაა, რომ ფეხბურთს ნორმალურად მაინც ვერ ვთამაშობთ.

ჩემი აზრით ჯობს ისევ მივაწვეთ ნაკლებად გაპიარებულ ფეხბურთელებს, ახალგაზრდებს და მოვიყვანოთ შემტევი სტილის მწვრთნელი, რომელსაც ექნება დრო და რესურსი იმისთვის, რომ შეაჩვიოს თავის ტაქტიკას და ორი წლის მერე არ აღმოაჩინოს, რომ თურმე გუნდი არ აკეთებს ხაზებს შორის გადაცემებს.

მოურინიო გუნდს საფუძვლიანად არ აშენებს, თუ დატოვებენ მაქსიმუმ 1-1.5 წელი დარჩეს თვითონ, ვიცით რომ დიდი ხნით არსად რჩება და მისი გუნდები ყოველთვის კარგად იწყებენ და ცუდად ამთავრებენ, მოდის გუნდიდან სკანდალით და უბედურებით (ამ სკანდალის აგორება მგონი უკვე დაიწყო). ეს რომ იყოს მწვრთნელი, რომელიც ცდილობს რაღაც ნორმალური ფეხბურთი ათამაშოს გუნდს, რაღაც იმედი გექნებოდა, რომ დროის ამბავია, მაგრამ ვაცადოთ და რა გვექნება 1 წელიწადში, კარგად განსაწავლული ავტობუსი? მითუმეტეს 99% იმის შანსი, რომ წავა და არ დარჩება აქ დიდხანს.

ღირს კიდევ ერთი 300 მილიონის დახარჯვა მწვრთნელზე 1 სეზონის გამო?
მერე კიდევ ახალი მწვრთნელისთვის ხარჯე ფული.
1
№5
ავტორი: K1llsw1tch
18 მარტი 2018 19:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 423
მწვრთნელია მთავარი პრობლემა. ვერცერთი ტრანსფერი ვერ უშველის გუნდს, სანამ არ იქნება ნება იმისა, რომ გუნდმა შემტევი ფეხბურთი ითამაშოს და მაქსიმალურად მეტის გატანაზე იყოს ორიენტირებული.
0
№6
ავტორი: wiking
18 მარტი 2018 19:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 115
ციტატა: vale13
Klopi dzalian shemtevi mwvrtnelia kargi iqneba inaitedshi magram live ar gaushvebs

Tomas tuxeli da jardimi ar iqnebuan cudebi, amastan oriven icis axalgazrdrbtan mushaiba da adzleven shanss
0
№7
ავტორი: ikeoni
18 მარტი 2018 19:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Romelu saqmis kurshia etyoba:))❤️
0
№8
ავტორი: vale13
18 მარტი 2018 19:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 77
Ki orive kargia magram klops golis reawciazec etyopa ro shemtevia bavshvivit daxtis yovel golze
0
№9
ავტორი: LASHQARA
18 მარტი 2018 19:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
რომელიმე მანჩესტერელმა ჩაიბაროს გუნდი და მცველები იყიდოს, მეტი არაფერი არაა საჭირო, თუ შენებაა ისევ მანჩესტერელი ააშენებს ყველაზე სწორად გუნდს, რადგან ახსოვს წარსული და სხვა მუხტით აყომარებს გუნდს, გიგზი მოიყვანონ სქოულზთან ერთად, რითია ზიზუზე ნაკლები რომელიმე, ჟოზეს ფეხბურთს კი მირჩევნია ზიდანის ფეხბურთი, გინდა სტილით და გინდა სანახაობით, მოურინიოს პორტუც მოვ***, ჩელსიც და ინტერიც ზევიდან. am
0
№10
ავტორი: stepno
18 მარტი 2018 20:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ესე როდემდე უნდა გავაგრძელოთ არ მესმის. ტრანსფერები გაკეთდა სანჩესი ვიყიდეთ და რაა საცოდავი თამაშის მეტი არაფერი არ შეგვრჩა. რატოო?? რისი ბრალიაა? უბრალოდ ბევრი იძახის აქ რომ მოურინიო მოურინიო და კიდევ მოურინიო მაგრამ იმას არ იძახიან რომ შემადგენლობიდან ნახევარზე მეტს ნორმალური დრიბლინგი არ ააქვს პასი არ იცის რა ხილია და სირბილზე არაფერს ვამბობ მოედანზე სეირნობენ. ეს ყველაფერი ჟოზეს ბრალი არაა. დარწმუნებული ვარ ახალ გუნდს ააშენებს მოუ და ზაფხულში ბევრი ფეხბურთელი დაგვტოვებს. ფელაინზე ღადაობენ და ეგრე გულით ერთი ორი ფეხბურთელი თუ თამაშობს და თუ იბრძვის. სასწრაფოდ გასაშვებია თითქმის მთელი დაცვაა: სმოლინგი,ბლინდი,შოუ,როხო,ჯონსი, დარმიანი,ლინდელოფი. ნაგავი ჩეულებრივი ნაგავი რომლებსაც არ ესაქმებად არაფერი მანჩესერში. ნახევარდაცვაში რო აგიძახიან ერერა ერერაო რა ვერ გავიგეთ რომ ერერებით ვერაფერს ვერ მივაღწევთ გასაშვებია ერერა, მატა(რომელიც მაგარი კლასნი იყოო მაგრამ ნამდვილად არ მჯერა რომ კიდევ დაიბრუნებს ფორმას) პოლ პოგბა!!!( მოედანზე სეირნობა მეც შემიძლია და 1000 ში ერთხელ კარგად თამაში) კერიკი ისედაც მიდის.
11 კაცი,რომელიც მე ჩამოვთვალე არანაირად არ შეესაბამენა მანჩესტერის დონეს და სანამ არ გაასუფტავებენ გუნდს მანამდე არაფერი არ გვეშველება გინდა 2 კლოპი და 2 გვარდიოლა ერთად მოვიდნენ სათავეში.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top