თბილისი:
მანჩესტერი:
18-03-2018, 18:43
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2462,
კომენტარები: 24
ლუკაკუ: "ზაფხულში "იუნაიტედი" მნიშვნელოვნად გაძლიერდება"
ბელგიელ ფორვარდს ზაფხულის სატრანსფერო გეგმების იმედი აქვს.
ლუკაკუ:
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა თანდათან უფრო ახლოვდება. გუნდები მაქსიმალურად ცდილობენ, საკუთარი მიზნები აქედანვე დასახონ და ამ მიზნებს, რეალიზება ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე გაუწიონ.

ინგლისური გრანდი "მანჩესტერ იუნაიტედი" ედ ვუდვორდისა და ჟოზე მოურინიოს თაოსნობით, ზაფხულში გუნდისთვის რამოდენიმე მნიშვნელოვან ფეხბურთელს შეიძენს. მოსალოდნელ ცვლილებებზე საუბრობს "წითლების" ბელგიელი თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ, რომელიც ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ ჟოზე მოურინიოს გუნდი ზაფხულში აუცილებლად გაძლიერდება.

"ისეთი გუნდი როგორიც "მანჩესტერ იუნაიტედს" ყავს, ყოველწლიურად უნდა გაძლიერდეს და წინ წავიდეს. მომავალ ზაფხულში, შემადგენლობა მნიშვნელოვნად გაძლიერდება, გუნდში ძლიერი ფეხბურთელები მოვლენ. ამას ველოდები არა მხოლოდ მე არამედ გუნდის მთავარი მწვრთნელიც.

ამ ნაბიჯის გადადგმა აუცილებელია, რადგან "მანჩესტერ იუნაიტედმა" მომავალ სეზონში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიოს და ყველა შესაძლო ტიტულისთვის ბრძოლა შეეძლოს".
- ციტირებს Goal რომელუ ლუკაკუს სიტყვებს.


წყარო: euro-football
ინტერვიუები
24 კომენტარი
№21
ავტორი: Svanchester
19 მარტი 2018 00:55
  • სიახლეები: 2767
  • კომენტარები: 3857
ციტატა: REVIVO
https://www.youtube.com/watch?v=GZkMkBqVap4
აი ამას უყურეთ და მიხვდებით ყველაფერს თუ რა პრობლემებშია ვარსკვლავებით გადაჩედილი მანჩესტერი

ნამდვილად კარგად გაანალიზებული ვიდეოა, რომელიც ნათლად აჩვენებს რომ გუნდს შეთამაშება ჭირდება შეტევაში, უბრალოდ არ ესმით მოედნის მეორე ნახევარზე ერთმანეთის, და ეს რისი ბრალია თუ არა იმის რომ ფეხბურთელები შემტევ სქემებზე არ ვარჯიშობენ. მივდივართ ისევ მოურინიომდე რომელიც კლუბის სათავეშია და პასუხს აგებს გუნდის თამაშზე.
1
№22
ავტორი: PaLoMo
19 მარტი 2018 10:12
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
მე მაინც ჩემ აზრზე ვრჩები,რომ წასვლა და კომპენსაციის აღება უნდა.ისე ბოლო კომენტარში რო თქვა არ მომეწონა თამაშიო მგონი მოცხეს ჟოზეს რას იტყვით?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№23
ავტორი: Phil Jones
19 მარტი 2018 16:53
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
გუნდს ბირთვი ჭირდება რომელიც 5-6 ფეხბურთელისგან შედგება, ტრანსფერები კი პანიკურად და ბევრი არ შეიძლება, მაქსიმუმ 3 კაცსზე მეტის დამატება საზიანოცაა გუნდისთვის სეზონში.
0
№24
ავტორი: stepno
19 მარტი 2018 20:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ციტატა: JuanMata
ციტატა: stepno

ვერ დაგეთანხმები, ჩვენი პრობლემა არა იმდენად ინდივიდუალურ მოქმედებებშია, რამდენადაც გუნდურში. უფრო ზუსტად გუნდურობის საერთოდ არ ქონაში.

პოგბა, ლინდელოფი მოურინიოს მოყვანილი ფეხბურთელებია, რომელშიც 140 მილიონი გადაიხადა გუნდმა, ამას დამატებული მხითარიანი 40 მილიონი, რომელიც უკვე გავუშვით. გამოდის რომ სერია ა-ს საუკეთსო მოთამაშე, ბუნდესლიგის საუკეთესო მოთამაშე, ჩვენთან გადმოსვლისთანავე კარგავენ კლასს და ავიწყდებათ ფეხბურთის თამაში.

თუნდაც ასე იყოს, რა გარანტია გაქვს რომ კიდევ ასეთი წარუმატებელი ტრანსფერები არ იქნება თუნდაც ამ ზაფხულში. სანჩესი, რომელიც არსენალში საუკეთესო იყო, უამრავ გოლს და მომენტს ქმნიდა, ჩვენთან ადგილს ვერ პოულობს, ნუ კარგი ჯერ დრო ჭირდება, მაგრამ აგერ ლინდელოფი, რომელიც ბენფიკაში ძალიან კარგი იყო, ჩვენთან ლამის მთელი სეზონი გავიდა და ძირითადში ვერ ახერხებს მოხვედრას და ისევ იმ ჩამოწერილ სმოლინგს და ჯონსს ამჯობინებს.

ან ჟოზე ვერ იყენებს ფეხბურთელებს, ან არ იცის ვინ ჭირდება გუნდში.

ორივე შემთხვევაში მწვრთნელი ვერ ქაჩავს.

ჟოზე ვერ გაჩავს ბაზარი არაა მაგრამ სერიოზული წმენდაა ჩასატარებელიი ძალიან სერიოზული
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top