თბილისი:
მანჩესტერი:
15-03-2018, 16:48
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2412,
კომენტარები: 16
გულშემატკივარი მოურინიოს სიტყვებმა აღაშფოთა
მოურინიოს სკანდალური სიტყვების შემდეგ "იუნაიტედის" გულშემატკივარი უკმაყოფილებას გამოხატავს.
გულშემატკივარი მოურინიოს სიტყვებმა აღაშფოთა
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური განმეორებითი მატჩი "ოლდ ტრაფორდზე" "იუნაიტედმა ანდალუსიის "სევილიას" წინააღმდეგ ითამაშა. "წითლები ტურნირს აღნიშნულ ეტაპზე დაემშვიდოვბნენ. შეხვედრა ესპანელების გამარჯვებით ანგარიშით 1-2 დასრულდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, პრესკონფერენციაზე "წითელი ეშმაკების" მენტორმა ჟოზე მოურინიომ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და სკალნდალურ განცხადებებსაც არ მოერიდა, რომელმაც "მანჩესტერის" გულშემატკივრის გაღიზიანება გამოიწვია.

"მე ვიძახდი, რომ ამ მატჩში დამარცხების შემთხვევაში არავითარი ტრაგედია კლუბისთვის არ იქნებოდა. არ მინდა ამის გამო რაიმე დრამის შექმნა, ამისთვის დრო არ მაქვს. შაბათს მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს.

ეს ფეხბურთია, მსოფლიოს აღსასრულს არრ ნიშნავს ჩვენი წაგება. მე ამ სკამზე ორჯერ ვიჯექი სხვადასხვა კლუბის ხელკმძღვანელობის დროს, და ორივეჯერ "იუნაიტედი" "ოლდ ტრაფორდზე" დამარცხდა. ვიყავი "პოტოს" მწვრთნელი როცა "იუნაიტედი" ამ სტადიონზე დავამარცხე, ვიყავი "რეალის" მწვრთნელი "იუნაიტედი" გავარდა ამ სტადიონზე. არ ვფიქრობ, რომ ამ მარცხით კლუბისთვის რაიმე ახალი მოხდა. რა თქმა უნდა როგორც "იუნაიტედის" მწვრთნელი იმედგაცრუებული ვარ იმით რომ საშინაო მატჩი დავთმეთ".-
განაცხადა პრესკონფერენციაზე მოურინიომ

აღნიშნულ კომენტარს კლუბის ინგლისელ გულშემატკივრებმა სოციალური ქსელის საშუალებით უპასუხეს.

"მოურინიოს კომენტარი სრული სისულელეა. მე მას მხარს მაინც ვუჭერ, თუმცა მსგავსი საუბრები უნდა შეწყდეს. "ბოლოსდაბოლოს ჩვენ არ ვართ "ჩეელსი".- @FullTimeDEVILS

"ასეთი ფეხბურთის შემდეგ რაც მოურინიომ აჩვენა, მსგავსი კომენტარების გკეთება სრულიად ზედმეტია, არ ვიცი ხელმძღვანელები კმაყოფილები რატო არიან, ჩვენ ხომ ჯერ მხოლოდ ოთხეულში ვართ ესაა და ეს მხოლოდ. ასეთი თამაშით, ჩემპიონობის ამბიცია არუნდა გვქონდეს".-
@MancDwarf

"მე არ ვამბობ, რომ ჟოზე უნდა განთავისუფლდეს, თუმცა მის მატჩისშემდგომმა კომენტაერმა უბრალოდ გამანადგურა. მას არ აქვს უფლება "იუნაიტედის" მარცხზე ისაუბროს იმით, თუ როგორ დაგვამარცხა მან წარსულში. მან უბრალოდ უნდა აღიაროს თავისი შეცდომები".- @rpk_mufc



წყარო: manutd.ru
ახალი ამბები
16 კომენტარი
№1
ავტორი: K1llsw1tch
15 მარტი 2018 16:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 423
მოურინიო უნდა წავიდეს სეზონის ბოლოს. თუ მოურინიო გუნდიდან არ წავიდა შემდეგ სეზონში ვან გაალი სანატრებელი გახდება, გუნდი ისევ ერთ დონეზე დარჩება და სვარკასაც ითამაშებს 24/7, გრიზმანი კი არა სულ მესი და რონალდო რომ გადმოვიდნენ ერთად არაფერი შეაცვლევინებს ჟოზეს თავის ანტისაფეხბურთო მიდგომას. უკვე ყელში ამოვიდა ეს კაცი. ჯერ მისი გაწვრთნილი გუნდების თამაშების ყურება როგორ მძულდა, მერე საერთოდ აქ მოგვიყვანეს :/
0
№2
ავტორი: JuanMata
15 მარტი 2018 16:58
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ვერ ვხვდები რა საჭირო იყო ამის თქმა, შეიძლებოდა უფრო მსუბუქად და სხვა ფორმით ეთქვა, რომ ხდება ასეთი ცუდი მომენტებიც და უნდა დავივიწყოთ, განვაგრძოთ თამაში და ბლა ბლა, რაღაც ამ სტილში.

რა საჭიროა კიდევ მაზოლზე ფეხის დაჭერა და ისედაც გამწარებული ხალხის, კიდევ უფრო გამწარება, ვინც ასე თუ ისე შეეგუა და გადაიტანა ეს საშინელი თამაში, ამ კომენტარმა გააგიჟა და გააბრაზა.

და საერთოდ რა საჭირო იყო, თავისი თავის ხსენება, როგორ უგებდა იუნაიტედს სხვა გუნდებით. უნდა თქვას რომ თვითონ ძალიან მაგარია, უბრალოდ იუნაიტედია ბანძი?

P.S. პროტოსთან სქოულზს არ ჩაუთვალეს 100% გოლი, არარსებული ოფსაიდი.
რეალთან ნანის აბსურდული წითელი, ამ თამაშის მერე პრესკონფერენციაზე მოურნიომ თქვა "უკეთესმა გუნდმა წააგო", საინტერესოა ერთი სამშაბათს მოდენაზე უკეთესი გუნდი მანჩესტერი იყო?
საერთოდ არც შეიძლება შეადარო ის თამაში ამ თამაშს, იქ ვიბრძოლეთ და ვაჯობეთ რეალს, ვიმსახურებდით გასვლას, აქ უბრალოდ ჩაისვარა მწვრთნელმა.
0
№3
ავტორი: sandroo
15 მარტი 2018 17:10
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 384
ფერგისნაირი გვინდა ვინმე ახალგაზრდა შემტევი მწვრთნელი დიდი ხნით რო დარჩეს
0
№4
ავტორი: Rdevil
15 მარტი 2018 17:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 43
Xoo is sqoulzis goli exlac mtkivneulad maxsovs..aranairi ofsaidi ar iyo..nanis witelic ro ara jobda maniu reals..mokled igbala mwvrtnelia da dairqva gansakutrebuli am martla gansakutrebulad yl...m
0
№5
ავტორი: Ciphersystem
15 მარტი 2018 17:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
ტიპმა ისიც არის სად რა უნდა თქვას სირცხვილიაა უბრალოდ
0
№6
ავტორი: Phil Jones
15 მარტი 2018 17:25
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
მეორე განცხადებას ვუერთდები...
0
№7
ავტორი: ikeoni
15 მარტი 2018 17:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
ვერ წარმოვიდგენდი ამას თუ იტყოდა:((
0
№8
ავტორი: LewisHamilton
15 მარტი 2018 17:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 323
თამაშის ხარისხის და შედეგის გამო თუარა მარტო ამ კომენტარის გამო იყო გასაგდები ეს არაკაცი. აქამდე არცერთხელ არ მითქვამს რო გასაშვები იყო ჟოზე მიუხედავად მისი მახინჯი ტაქტიკისა და ფეხბურთისა მაგრამ ამხელა უპატივცემულობა გამოავლინო კლუბისადმი რომელსაც წვრთნი ეს ჩემი აზრით ის ზღვარია რომელსაც არცერთი მწვრთნელი არ გადავა. ვესტ ბრომვიჩი ან კრისტალ პალასი რო გავარდება პრემიერლიგიდან და წარმოიდგინეთ მწვრთნელმა რო თქვას, რამოხდა პირველია თუ უკანასკნელი ეს კლუბისთვისო.. ჯერ ხო მწვრთნელად ვინ დატოვებს ეგეთს და მერე ვაფშე ქუჩაში თუ არ დახვრიტავენ ფანები კიდე კარგად გამოძვრება. მოკლედ რაც კი რამე პატივისცემა მქონდა მე ამ ადამიანის მიმართ აი მაგ განცხადების მერე სულ გამიქრა და სულ რო პრემიერლიგა მოიგოს წელსვე (რისი შანსიც ვიცი რო არ არსებობს) მაინც ყოველთვის უთავმოყვარეო არაკაცად ჩავთვლი ამიერიდან.
0
№9
ავტორი: shvilda
15 მარტი 2018 18:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
ესეთ ცუდ თამაშს არცერთი გუნდი არ თამაშობს!!!!!!!!!!!!! გულისამრევი თამაში იყოოო.... რა გოლიც გავა თითქმის სულ მეტოქეების შეცდომების ხარჯზე, ანდა ინდივიდუალობის... დღესვე გასაშვებია!!!
0
№10
ავტორი: Svanchester
15 მარტი 2018 18:58
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
საკუთარი თავი გამოიყვანა გმირის როლში. რომ თითქოს ამ მარცხში მისი ბრრალი არაფერია. მისი ტაქტიკა თითქოს ამ ორ შეხვედრაში სწორი იყო. ეს სიტყვები არუნდა ეთქვა, ამით გუნდს შეურაცყოფა მიაყენა. შეიძლება გამიზნულად არ უთქვია მაგრამ ესე გამოვიდა რომ კლუბის ისტორიას პატივი არ ცა.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top