თბილისი:
მანჩესტერი:
15-03-2018, 16:48
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2419,
კომენტარები: 16
გულშემატკივარი მოურინიოს სიტყვებმა აღაშფოთა
მოურინიოს სკანდალური სიტყვების შემდეგ "იუნაიტედის" გულშემატკივარი უკმაყოფილებას გამოხატავს.
გულშემატკივარი მოურინიოს სიტყვებმა აღაშფოთა
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური განმეორებითი მატჩი "ოლდ ტრაფორდზე" "იუნაიტედმა ანდალუსიის "სევილიას" წინააღმდეგ ითამაშა. "წითლები ტურნირს აღნიშნულ ეტაპზე დაემშვიდოვბნენ. შეხვედრა ესპანელების გამარჯვებით ანგარიშით 1-2 დასრულდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, პრესკონფერენციაზე "წითელი ეშმაკების" მენტორმა ჟოზე მოურინიომ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და სკალნდალურ განცხადებებსაც არ მოერიდა, რომელმაც "მანჩესტერის" გულშემატკივრის გაღიზიანება გამოიწვია.

"მე ვიძახდი, რომ ამ მატჩში დამარცხების შემთხვევაში არავითარი ტრაგედია კლუბისთვის არ იქნებოდა. არ მინდა ამის გამო რაიმე დრამის შექმნა, ამისთვის დრო არ მაქვს. შაბათს მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს.

ეს ფეხბურთია, მსოფლიოს აღსასრულს არრ ნიშნავს ჩვენი წაგება. მე ამ სკამზე ორჯერ ვიჯექი სხვადასხვა კლუბის ხელკმძღვანელობის დროს, და ორივეჯერ "იუნაიტედი" "ოლდ ტრაფორდზე" დამარცხდა. ვიყავი "პოტოს" მწვრთნელი როცა "იუნაიტედი" ამ სტადიონზე დავამარცხე, ვიყავი "რეალის" მწვრთნელი "იუნაიტედი" გავარდა ამ სტადიონზე. არ ვფიქრობ, რომ ამ მარცხით კლუბისთვის რაიმე ახალი მოხდა. რა თქმა უნდა როგორც "იუნაიტედის" მწვრთნელი იმედგაცრუებული ვარ იმით რომ საშინაო მატჩი დავთმეთ".-
განაცხადა პრესკონფერენციაზე მოურინიომ

აღნიშნულ კომენტარს კლუბის ინგლისელ გულშემატკივრებმა სოციალური ქსელის საშუალებით უპასუხეს.

"მოურინიოს კომენტარი სრული სისულელეა. მე მას მხარს მაინც ვუჭერ, თუმცა მსგავსი საუბრები უნდა შეწყდეს. "ბოლოსდაბოლოს ჩვენ არ ვართ "ჩეელსი".- @FullTimeDEVILS

"ასეთი ფეხბურთის შემდეგ რაც მოურინიომ აჩვენა, მსგავსი კომენტარების გკეთება სრულიად ზედმეტია, არ ვიცი ხელმძღვანელები კმაყოფილები რატო არიან, ჩვენ ხომ ჯერ მხოლოდ ოთხეულში ვართ ესაა და ეს მხოლოდ. ასეთი თამაშით, ჩემპიონობის ამბიცია არუნდა გვქონდეს".-
@MancDwarf

"მე არ ვამბობ, რომ ჟოზე უნდა განთავისუფლდეს, თუმცა მის მატჩისშემდგომმა კომენტაერმა უბრალოდ გამანადგურა. მას არ აქვს უფლება "იუნაიტედის" მარცხზე ისაუბროს იმით, თუ როგორ დაგვამარცხა მან წარსულში. მან უბრალოდ უნდა აღიაროს თავისი შეცდომები".- @rpk_mufc



წყარო: manutd.ru
ახალი ამბები
16 კომენტარი
№11
ავტორი: solckiaeri
15 მარტი 2018 19:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 18
ამის დედასსჰევეცი მე სასწრაფოდ გასაგდებია ეს ცენზურაი იმ საშინელი თამაშის მერე ამა რომ ამბობს უნდა გააგდონ და ვინმე ნორმალური მოიყვანონ და ნახავთ ფეხბურთის თამაში ყველა გაიხსნება პოგბაც და სანჩესიც და შედეგიც და შემტევი ფეხბურთიც ერთად იქნება ამას რუნის გაშვება რომ აპატიეს მაშინ ვთქვი რომ ერთ დღეს ყველა აგინებდა და გასაგდებად დაირაზმებოდა
0
№12
ავტორი: lasha001
15 მარტი 2018 19:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 128
Xemdzgvaneloba tu ver xvdeba rom gasashvebia gulshematkivrebma protestis nishnad ar unda daeswron 1 an 2 tamashs da gons moegeba xemdzgvaneloba da daapanchureben mag kvercxs gundidan...
0
№13
ავტორი: SANDROGRIGA
15 მარტი 2018 22:47
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ძაან ცუდი ნათქვამი კი გამოუვიდა, რა დაამტკიცა მაგით?!
0
№14
ავტორი: PaLoMo
15 მარტი 2018 23:23
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
ციტატა: lasha001
Xemdzgvaneloba tu ver xvdeba rom gasashvebia gulshematkivrebma protestis nishnad ar unda daeswron 1 an 2 tamashs da gons moegeba xemdzgvaneloba da daapanchureben mag kvercxs gundidan...

+1მაგ მოსაზრებაზე.ტიპი ისე საუბრიბს გამისვითო იძახის.

ციტატა: Rdevil
Xoo is sqoulzis goli exlac mtkivneulad maxsovs..aranairi ofsaidi ar iyo..nanis witelic ro ara jobda maniu reals..mokled igbala mwvrtnelia da dairqva gansakutrebuli am martla gansakutrebulad yl...m

მაგ ყველაფერს თუ არ ჩავთვლით გიგზია დასაბრედი რეალთან გასვლაზე რა კომენტი გამაზა 1ვს 1მეკარესთან აი მაგაზე უფრო მეატდ მწყდება გული ვიდრე ნანის ბარათზე.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№15
ავტორი: stepno
16 მარტი 2018 12:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
რათქმაუნდა ჟოზე რისი ჟოზეა რომ თვითონ სუფთა არ გამოვიდეს:))) ამ კომენტარის შემდეგ უბრალოდ სურვილი დამეკარგა ჟოზეს ყურების საერთოდ და არაფრის იმედი არ მაქ სანამ ეს აქ იქნება
0
№16
ავტორი: robert pires
16 მარტი 2018 22:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 9
ისე ამან რეები იბაზრა მანჩესეტრზე
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top