თბილისი:
მანჩესტერი:
6-02-2013, 18:50
ავტორი: ViDa,
ნანახია: 2071,
კომენტარები: 11
სერ ალექსი: აღფრთოვანებული ვარ მატ ბასბით
მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა აღიარა, რომ იგი აღფრთოვანებულია სერ მეტ ბასბით, რომელსაც ეყო ძალა, მოთმინება და გენიალობა იმისა, რომ აღედგინა "განადგურებული" გუნდი.
სერ ალექსი: აღფრთოვანებული  ვარ მატ ბასბით
მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა აღიარა, რომ იგი აღფრთოვანებულია სერ მეტ ბასბით, რომელსაც ეყო ძალა, მოთმინება და გენიალობა იმისა, რომ აღედგინა "განადგურებული" გუნდი.

"მატი ყოველთვის დარჩება გულშემატკივრების გულებში, როგორც მწვრთნელი, რომელსაც საკუთარი გუნდი ყოველთვის გამარჯვებასთან მიჰყავდა. ამასთან ერთად, არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ მან ფაქტობრივად მარტო აღადგინა "განადგურებული" გუნდი. გუნდი, რომელიც დაიღუპა სრულიად ახალგაზრდებისაგან იყო დაკომპლექტებული, რაც უფრო ზრდიდა მის ჯავრს-კატასტროფაში დაიღუპნენ სრულიად ახალგაზრდა ბიჭები, რომლებსაც ჯერ კიდევ ახალი დაწყებული ჰქონდათ თავიანთი პროფესიონალური კარიერა.

ყველას მოწონდა მათი თამაში. დანკან ედვარდსი, ედდი კოლმანი, დევიდ პეგგი-იყვნენ ბიჭები არაჩვეულებრივი მონაცემებით, მაგრამ მათი კარიერა და ცხოვრება შეწყდა იმ საშინელ ტრაგედიის შემდეგ. მე მომეცა საშუალება იმისა, რომ მენახა დანკან ედვარდსის თამაში. იგი ინგლისის ნაკრებში თამაშობდა შოტლანდიის წინააღმდეგ, სადაც ჰეტ-ტრიკი გაიფორმა. ამიტომ, მე სრულიად ვენდობი სერ ბობი ჩარლტონს, რომელიც ამბობს, რომ დუნკანი-საუკეთესო ფეხბურთელია ფეხბურთის ისტორიაში.

მე წავიკითხე, რომ სერ მატს არ უნდოდა ფეხბურთში დაბრუნება იმის გამო, რომ უმეტესობა მისი ახალგაზრდა ფეხბურთელებისა დაიღუპნენ. მაგრამ მან გააგრძელა მუშაობა იმათთან, ვინც გადარჩა. იგი თვლიდა, რომ იძულებული იყო აღედგინა გუნდი. ყველაფერი ეს ითხოვდა ახალ ფეხბურთელებს და სხვა დანარჩენ წვრილმანებს, რაზეც იგი წავიდა და გადაწყვიტა საქმის ბოლომდე მიყვანა. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თუ იგი გადაწყვეტდა ფეხბურთიდან წასვლას, გულშემატკივრები მას გაუგებდნენ. ეს ძალიან ბევრს მეტყველებს მის ადამიანურ ბუნებაზე. დროსთან ერთად, იგი გახდა უფრო ლმობიერი და ცდილობდა ყური დაეგდო ირგვლივ მყოფ ხალხის აზრს. ბასბი გუნდში ძალიან ცუდ დროს დაბრუნდა და გადაწყვიტა, რომ საქმე ბოლომდე უნდა მიეყვანა.

რა თქმა უნდა, სერ მატი ბედნიერი იყო, როდესაც მოიგო ჩემპიონთა თასი 1968 წელს. მან ეს გააკეთა იმ გუნდთან ერთად, რომლებშიც ჯერ კიდევ ღლაპი ბავშვები თამაშობდნენ. ეს თავზარდამცემი გამარჯვება იყო, რამაც შექმნა არაჩვეულებრივი ატმოსფერო გუნდში. "მანჩესტერ იუნაიტედი" იდეალური გუნდი იყო ჩემთვის. სერ ბობი ჩარლტონი, როგორც მე, ცდილობდა აღედგინა გუნდი, გადაიტანა ყურადღება ახალგაზრდა ფეხბურთელებზე. იგი, როგორც მარტინ ედვარდსმა, დაინახა, თუ რა გზით მივდიოდი და გვერდში მედგა ყოველთვის."
სტატიები
11 კომენტარი
№1
ავტორი: ViDa
6 თებერვალი 2013 18:52
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
მართლაც რო საოცრება ჩაიდინა ბასბიმ recourse
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
№2
ავტორი: Vodafone
6 თებერვალი 2013 18:54
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
ბასბი და ფერგიუსონი - ორი მოვლენა ფეხბურთში, იმედია კიდევ ვიხილავთ ამ სპორტში მათნაირ ადამიანებს
0
№3
ავტორი: love united
6 თებერვალი 2013 19:16
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ეს ორი მწვრთნელი საუკეთესოები არიანი...ორი დიადი ადამიანი და ლეგენდა...
0
№4
ავტორი: UTD-Rule
6 თებერვალი 2013 19:23
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ბასბი საუკეთესო იყო recourse
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№5
ავტორი: BERDI
6 თებერვალი 2013 20:19
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
ბასბიც და მისი თანაშEმწეებიც აღადგინეს მანჩესტერი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№6
ავტორი: RVP (20)
6 თებერვალი 2013 20:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 342
ბასბიმ შეუძლებელი შეძლო!!! სხვა მაგდენს ვერ გააკეტებდა love
0
№7
ავტორი: MAGNIFICENT 7
6 თებერვალი 2013 21:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 314
ჩემი აზრით ბასბისა და ფერგის ნაირი მწვრთნელები არ ყოფილან და არც იქნებიან ისინი უნიკალური ნიჭით არიან დაჯილდოებულები-ისინი ფეხბურთის მოვლენები არიან.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "მახსოვს როდესაც პირველად შევხვდი მას, ის მაშინ 13 წლის იყო და ბურთს ისე დასდევდა, როგორც კოკერ სპანიელის ლეკვი ქარში მოფრიალე ვერცხლისფერ ქაღალდს"-სერ ალექს ფერგიუსონი რაიან გიგზის შესახებ.
№8
ავტორი: red devil
6 თებერვალი 2013 21:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Fergi genia xar
0
№9
ავტორი: buka oboladze
6 თებერვალი 2013 22:40
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
ViDa,
საღოლ კარგია ძაან
0
№10
ავტორი: Shako Jones
7 თებერვალი 2013 01:14
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
ლეგენდაა ბასბი <3
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top