თბილისი:
მანჩესტერი:
6-02-2013, 18:50
ავტორი: ViDa,
ნანახია: 2084,
კომენტარები: 11
სერ ალექსი: აღფრთოვანებული ვარ მატ ბასბით
მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა აღიარა, რომ იგი აღფრთოვანებულია სერ მეტ ბასბით, რომელსაც ეყო ძალა, მოთმინება და გენიალობა იმისა, რომ აღედგინა "განადგურებული" გუნდი.
სერ ალექსი: აღფრთოვანებული  ვარ მატ ბასბით
მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა აღიარა, რომ იგი აღფრთოვანებულია სერ მეტ ბასბით, რომელსაც ეყო ძალა, მოთმინება და გენიალობა იმისა, რომ აღედგინა "განადგურებული" გუნდი.

"მატი ყოველთვის დარჩება გულშემატკივრების გულებში, როგორც მწვრთნელი, რომელსაც საკუთარი გუნდი ყოველთვის გამარჯვებასთან მიჰყავდა. ამასთან ერთად, არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ მან ფაქტობრივად მარტო აღადგინა "განადგურებული" გუნდი. გუნდი, რომელიც დაიღუპა სრულიად ახალგაზრდებისაგან იყო დაკომპლექტებული, რაც უფრო ზრდიდა მის ჯავრს-კატასტროფაში დაიღუპნენ სრულიად ახალგაზრდა ბიჭები, რომლებსაც ჯერ კიდევ ახალი დაწყებული ჰქონდათ თავიანთი პროფესიონალური კარიერა.

ყველას მოწონდა მათი თამაში. დანკან ედვარდსი, ედდი კოლმანი, დევიდ პეგგი-იყვნენ ბიჭები არაჩვეულებრივი მონაცემებით, მაგრამ მათი კარიერა და ცხოვრება შეწყდა იმ საშინელ ტრაგედიის შემდეგ. მე მომეცა საშუალება იმისა, რომ მენახა დანკან ედვარდსის თამაში. იგი ინგლისის ნაკრებში თამაშობდა შოტლანდიის წინააღმდეგ, სადაც ჰეტ-ტრიკი გაიფორმა. ამიტომ, მე სრულიად ვენდობი სერ ბობი ჩარლტონს, რომელიც ამბობს, რომ დუნკანი-საუკეთესო ფეხბურთელია ფეხბურთის ისტორიაში.

მე წავიკითხე, რომ სერ მატს არ უნდოდა ფეხბურთში დაბრუნება იმის გამო, რომ უმეტესობა მისი ახალგაზრდა ფეხბურთელებისა დაიღუპნენ. მაგრამ მან გააგრძელა მუშაობა იმათთან, ვინც გადარჩა. იგი თვლიდა, რომ იძულებული იყო აღედგინა გუნდი. ყველაფერი ეს ითხოვდა ახალ ფეხბურთელებს და სხვა დანარჩენ წვრილმანებს, რაზეც იგი წავიდა და გადაწყვიტა საქმის ბოლომდე მიყვანა. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თუ იგი გადაწყვეტდა ფეხბურთიდან წასვლას, გულშემატკივრები მას გაუგებდნენ. ეს ძალიან ბევრს მეტყველებს მის ადამიანურ ბუნებაზე. დროსთან ერთად, იგი გახდა უფრო ლმობიერი და ცდილობდა ყური დაეგდო ირგვლივ მყოფ ხალხის აზრს. ბასბი გუნდში ძალიან ცუდ დროს დაბრუნდა და გადაწყვიტა, რომ საქმე ბოლომდე უნდა მიეყვანა.

რა თქმა უნდა, სერ მატი ბედნიერი იყო, როდესაც მოიგო ჩემპიონთა თასი 1968 წელს. მან ეს გააკეთა იმ გუნდთან ერთად, რომლებშიც ჯერ კიდევ ღლაპი ბავშვები თამაშობდნენ. ეს თავზარდამცემი გამარჯვება იყო, რამაც შექმნა არაჩვეულებრივი ატმოსფერო გუნდში. "მანჩესტერ იუნაიტედი" იდეალური გუნდი იყო ჩემთვის. სერ ბობი ჩარლტონი, როგორც მე, ცდილობდა აღედგინა გუნდი, გადაიტანა ყურადღება ახალგაზრდა ფეხბურთელებზე. იგი, როგორც მარტინ ედვარდსმა, დაინახა, თუ რა გზით მივდიოდი და გვერდში მედგა ყოველთვის."
სტატიები
11 კომენტარი
№11
ავტორი: VaRdo
7 თებერვალი 2013 15:20
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ეჰ რა მძიმე წუთები გამოიაარა იუნაიტედმა :(
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top