თბილისი:
მანჩესტერი:
12-03-2018, 14:39
ავტორი: gache1991,
ნანახია: 1937,
კომენტარები: 14
"იუნაიტედი" დაიერის შესაძენად ემზადება
"იუნაიტედი" ერიკ დაიერისთვის შეთავაზებას ამზადებს.
მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ "იუნაიტედს" ფეხბურთელის რანგში დაემშვიდობება მაიკლ კერიკი და დიდი ალბათობით ჟოზე მოურინიოს სამწვრთნელო შტაბში გააგრძელებს მუშაობას, ფაქტიურად გადაწყვეტილია მარუან ფელაინის გუნდიდან წასვლის ამბავი, ასევე კითხვის ნიშნის ქვეშაა ანდერ ერერას მომავალი.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო სეზონის საუკეთესო მოთამაშემ კლუბთან კონტრაქტი ერთი წლით გაახანგრძლივა, ნაკლებად სავარაუდოა ფეხბურთელმა, რომელსაც მსურველები სხვადასხვა ქვეყნიდან ყავს, დარჩენა მოინდომოს კლუბში სადაც სათამაშო პრაქტიკა ფაქტიურად არ ეძლევა.

მიუხედავად "იუნაიტედის" აღზრდილის, სკოტ მაკტომინეის კარგი თამაშისა, კლუბი ვალდებულია ახალ სახეებზე იფიქროს და მათ შესაძენად ქმედითი ნაბიჯები მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე გადადგას.

გაჟღერებული სხვადასხვა გვარისა, როგორც ჩანს "იუნაიტედმა" საბოლოო არჩევანი ერიკ დაიერზე შეაჩერა, რომელიც "სპორტინგიდან" "ტოტენჰემში" გადასვლის შემდეგ, წლიდან წლამდე უმატებს და კლუბისთვის სარგებელი სხვადასხვა პოზიციებიდან მოაქვს.

გავრცელებული ინფორმაციით "მამლების" სპორტული დირექტორი, სარფიანი შეთავაზების შემთხვევაში ინგლისელის გასხვისების წინააღმდეგი არ იქნება. სწორედ ასეთად შეიძლება ჩაითვალოს ვუდვორდის მიერ გამოყოფილი 55 მილიონი ფუნტი.

ერიკ დაიერის მოსვლით, თავისუფლად გადაიჭრება როგორც ნახევარდაცვის ასევე ცენტრალური დაცვის პრობლემა, სადაც სტაბილურად თამაში "იუნაიტედის" არცერთ ფეხბურთელს არ გამოდის მიმდინარე სეზონში.

წყარო: mirror.co.uk
ჭორები
14 კომენტარი
№1
ავტორი: LASHQARA
12 მარტი 2018 15:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
გვჭირდება ეს ბიჭი love am
0
№2
ავტორი: giorgi_mg
12 მარტი 2018 15:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
დაიერი ჩემი ფავორიტია, სტაბილური, პრემიერ ლიგაში გამოცდილი. ძალიან მაგრად გამოგვადგება...
0
№3
ავტორი: F1RSTA
12 მარტი 2018 15:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 90
ეს და კულიბალი ჩემი ოცნების ტრანსფერებია
0
№4
ავტორი: stepno
12 მარტი 2018 15:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ძალიან ძლიერია და მაგრად გამოგვადგებაა
0
№5
ავტორი: Dato kutaisi
12 მარტი 2018 15:54
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
ბაზარი არაა ამას ვიძახდი სულ მარა ახლა რახან ჩემპიონობა გამორიცხულია ჯობია მაკტომინიმ იმიშაოს ეს წელი და არაფეით ჩამოუვარდება მალე
0
№6
ავტორი: deqstera
12 მარტი 2018 15:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 418
კლუბის აღზრდილები: მაკტომინეი-პოგბა-ლინგარდი-რეშფორდი ! პოგბა-რეშფორდი მართლა ძალიან მაგრები არიან, ეს ორნი კი მხოლოდ იმიტო მომწონს რომ აკადემიის აღზრდილები არიან და ყოველთვის ბოლომდე დუხით ითამაშებენ ;)
0
№7
ავტორი: ikeoni
12 მარტი 2018 16:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Siamovnebit mivigebt
0
№8
ავტორი: pogba.
12 მარტი 2018 16:34
  • სიახლეები: 26
  • კომენტარები: 213
ყველაზე მეტად მინდა
0
№9
ავტორი: bziki
12 მარტი 2018 16:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
არაა დასაკრი არა, გინდა მარჯვენა ნახევარცველად დააყენე სამ ნახევარმცველიან ტაქტიკაში,გინდა სუფთა ჩამშლელზე,გინდა საყრდენზე,მცველადც მაგარია
ერთი სწრაფი გამსუფთავებელიც უეჭველი გვინდა კანტეს,კოვაჩიჩის სტილის კოვაჩიჩი არა მგონია გაუშვას რეალმა თორე მშვენიერია,რეალტან მოლაპარაკებების პერსპექტივაც არ მხიბლავს:(საული შილება,ვაიგლიც,ფრედის სიტი დაითრევს ალბათ ეგეც მშვენიერია
0
№10
ავტორი: gache1991
12 მარტი 2018 17:31
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
მე რო მკითხო ამაზე კაი ვარიანტი ბაზარზე არაა.კანტეს არავინ გაყიდის და კაზემიროს და ეს საუკეთესო ვარიანტია.უმაგრესი ნახევარმცველიც არი და უმაგრესი ცენტრალური მცველიც.კაი პირველი პასით დარტყმით ბურთთან ახლოს და ასე შემდეგ..ეს მატიჩი პოგბა ან დაცვაში ეს და ბაილი რავიცი:))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top