თბილისი:
მანჩესტერი:
12-03-2018, 14:39
ავტორი: gache1991,
ნანახია: 1930,
კომენტარები: 14
"იუნაიტედი" დაიერის შესაძენად ემზადება
"იუნაიტედი" ერიკ დაიერისთვის შეთავაზებას ამზადებს.
მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ "იუნაიტედს" ფეხბურთელის რანგში დაემშვიდობება მაიკლ კერიკი და დიდი ალბათობით ჟოზე მოურინიოს სამწვრთნელო შტაბში გააგრძელებს მუშაობას, ფაქტიურად გადაწყვეტილია მარუან ფელაინის გუნდიდან წასვლის ამბავი, ასევე კითხვის ნიშნის ქვეშაა ანდერ ერერას მომავალი.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო სეზონის საუკეთესო მოთამაშემ კლუბთან კონტრაქტი ერთი წლით გაახანგრძლივა, ნაკლებად სავარაუდოა ფეხბურთელმა, რომელსაც მსურველები სხვადასხვა ქვეყნიდან ყავს, დარჩენა მოინდომოს კლუბში სადაც სათამაშო პრაქტიკა ფაქტიურად არ ეძლევა.

მიუხედავად "იუნაიტედის" აღზრდილის, სკოტ მაკტომინეის კარგი თამაშისა, კლუბი ვალდებულია ახალ სახეებზე იფიქროს და მათ შესაძენად ქმედითი ნაბიჯები მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე გადადგას.

გაჟღერებული სხვადასხვა გვარისა, როგორც ჩანს "იუნაიტედმა" საბოლოო არჩევანი ერიკ დაიერზე შეაჩერა, რომელიც "სპორტინგიდან" "ტოტენჰემში" გადასვლის შემდეგ, წლიდან წლამდე უმატებს და კლუბისთვის სარგებელი სხვადასხვა პოზიციებიდან მოაქვს.

გავრცელებული ინფორმაციით "მამლების" სპორტული დირექტორი, სარფიანი შეთავაზების შემთხვევაში ინგლისელის გასხვისების წინააღმდეგი არ იქნება. სწორედ ასეთად შეიძლება ჩაითვალოს ვუდვორდის მიერ გამოყოფილი 55 მილიონი ფუნტი.

ერიკ დაიერის მოსვლით, თავისუფლად გადაიჭრება როგორც ნახევარდაცვის ასევე ცენტრალური დაცვის პრობლემა, სადაც სტაბილურად თამაში "იუნაიტედის" არცერთ ფეხბურთელს არ გამოდის მიმდინარე სეზონში.

წყარო: mirror.co.uk
ჭორები
14 კომენტარი
№11
ავტორი: Svanchester
12 მარტი 2018 19:29
  • სიახლეები: 2767
  • კომენტარები: 3857
ციტატა: gache1991
მე რო მკითხო ამაზე კაი ვარიანტი ბაზარზე არაა.კანტეს არავინ გაყიდის და კაზემიროს და ეს საუკეთესო ვარიანტია.უმაგრესი ნახევარმცველიც არი და უმაგრესი ცენტრალური მცველიც.კაი პირველი პასით დარტყმით ბურთთან ახლოს და ასე შემდეგ..ეს მატიჩი პოგბა ან დაცვაში ეს და ბაილი რავიცი:))

გეთანხმები გაჩე, დაიერზე კარგი ვარიანტი ყიდვის შესაძლებლობის გათვალისწინებით ამ ეტაპზე მართლა არაა.
0
№12
ავტორი: gaga1987
12 მარტი 2018 20:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
mivesalmebi.mshvenieri shenadzeni ikneba.
0
№13
ავტორი: kantona-7
12 მარტი 2018 23:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
მე დიდად არმინდა ამის ყიდვა სიმართლე რომვთქვა რადგან არმიყვარს ესუნივერსალი ტიპები რადგან ვეღარ იგებენ საბოლოოდ სადუნდა ითამაშონ და ბანძდებიან, ცუდი არაა მაგრამ ნახევარდაცვაში მაჯტომინეი მირჩევნია გასავითარებლად და დაცვაში ლინდელოფი. ტოტენჰემიდან ერიქსენი მინდა ძალიან მაგარია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№14
ავტორი: SANDROGRIGA
14 მარტი 2018 19:26
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ტოტენჰემი არ დათმობს ამას, თვითონ თუ არ უნდა წასვლა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top