თბილისი:
მანჩესტერი:
10-03-2018, 09:55
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2982,
კომენტარები: 24
ჟოზეს პასუხი გარი ნევილს
პორტუგალიელმა "იუნაიტედის" ლეგენდას უპასუხა.
ჟოზეს პასუხი გარი ნევილს
როგორც უკვე ყველასთვის ცნობილია, "იუნაიტედის" წარსულში ცნობილ ფეხბურთელმა გარი ნევილმა, ჟოზე მოურინიოს ის ტაქტიკა გააკრიტიკა, რომლითაც ის გუნდს ათამაშებს.

პრემიერ ლიგის 29- ტურში, "იუნაიტედმა" "კრისტალ პალასი, მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. მატჩში გარდატეხის შეტანა "წითლების" სერბ ფეხბურთელმა ნემანია მატიჩმა 91 წუთზე შეძლო და თავის გუნდს მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა. შეხვედრის დასრულების შემდგომ, ნევილმა მსგავსი სახის კომენტარი გააკეთა: "არასდროს მინახავს ასეთი არაეფექტური გუნდი, როგორიც მოურინიოს "იუნაიტედია".

აღნიშნული განცხადება, პორტუგალიელ სპეციალისტს უყურადღებოდ არ დარჩენია და ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში დრო, გარი ნევილის კრიტიკასაც დაუთმო.

"ზოგიერთი გამოთქვამს აზრს, მაშინ როდესაც მათ საკუთარი პრობლემების მოგვარება ვერ შეძლეს როდესაც ისინი მწვრთნელის რანგში ასპარეზობდნენ (იგულისხმა, ის პერიოდი როდესაც ნევილი ესპანურ "ვალენსიას" ხელმძღვანელობდა, მაშინ ღამურები "ბარსელონასთან" გამანადგურებელი ანგარიშით 7-0 დამარცხდნენ) და ახლა საუბრობენ ისე თითქოს მათი განცხადებები ყველა პრობლემას მოაგვარებს. ისინი ასეთ პოზიციაში არიან, მათი საქმე ეს არის, რომ გამოხატონ საკუთარი პოზიციები და მეტი არაფერი. ხანდახან ვუსმენ და ვკითხულობ მათ განცხადებებს, ხანდახან ყურადღებას საერთოდ არ ვაქცევ.

ამ კვირაში ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის მატჩების ყურებით სიამოვნებას ვიღებდი, დაკავებული ვიყავი ასევე ჩემი გუნდის მოსამზადებელი პერიოდით."-
განაცხადა დასასრულს "განსაკუთრებულმა".


წყარო: ukrainefootball
ინტერვიუები
24 კომენტარი
№1
ავტორი: LASHQARA
10 მარტი 2018 10:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
გვერდიდან ადვილია საერთოდ ვინმე განსაჯო, ნებისმიერ საკითხში, მაგრამ არის რიგი საკითხები სადაც მოურინიო მაგრად მიქარავს, ბოლო 2 თამაშის მეორე ტაიმები როგორც ითამაშა გუნდმა ხომ შეუძლია ისე ითამაშოს 90 წუთი, აშკარად შეუძლია, ეს დაცვითი თამაში დამღუპველია ნებსიმიერ გუნდთან, ან რატომ უნდა ვიდგეთ დაცვაში და არ შეუტიოთ არ მესმის, ჩვენზე მეტი რითია რომელიმე გუნდი რომ ცალკარა გვეთამაშოს, ცოტა პრესტიჟის საკითხია, მირჩევნია რომ ვიბრძოლოთ ღირსეულად და წავაგოთ ვიდრე ამოგვქოლონ საჯარიმოსთან და 0-0 დამთავრდეს. love am
0
№2
ავტორი: zlatan ibrakadabra
10 მარტი 2018 10:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 75
არ არსებობს ვინმე ვინც ჟოზეს ბაზარში მოუგებს
0
№3
ავტორი: LewisHamilton
10 მარტი 2018 12:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 323
შეიძლება რაღაცაში დაეთანხმო ჟოზეს, მართლაც ადვილია გვერდიდან უყურებდე ამ ყველაფერს და ისე აკეთებდე კომენტარს, მაგრამ მეორე მხრივ არის ამ ყველაფრის თქმის საფუძველი და რას ვიზამთ. შემადგენლობის კუთხით მსოფლიოში არავის ჩამოვუვარდებით, თუმცა გვღუპავს ის რომ წინ წასვლაზე და გოლის გატანაზე არ ფიქრობს გუნდი მანამდე სანამ გამოუვალ მდგომარეობაში არ ჩავარდება. ბოლო ორი თამაში მხოლოდ იმიტომ მოვიგეთ რომ შემოსაბრუნებელი გაგვიხდა, უბრალოდ სხვა გზა აღარ არსებობდა, თამაშის დათმობა გამოვიდოდა. გოლი პირველებს რომ არ გაგვეშვა რა დაუშლიდა ჟოზეს ისეთივე მახინჯი თამაში ეჩევენებინა მეორე ტაიმებში როგორც პირველში. მოკლედ ფაქტია რო გუნდს ყველაფერი შეუძლია რასაც მოინდომებს, ეგ მონდომება არ იგრძნობა რატომღაც თორე მეტი პრობლემა კი არ აქვს გუნდს ამ ეტაპზე.. სევილიასთან ჯორზე რო შეჯდა და გოლის გასატანად ერთხელაც რო არ გააწევინა გუნდს დღემდე ვერ ვივიწყებ. პროსტა რატო თორე კი, აი ამას ვერ ვპასუხობ და ნერვები მეშლება..
0
№4
ავტორი: abrama
10 მარტი 2018 12:48
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
არ ვაფანატებ მოურინიოზე, მაგრამ სწორი პასუხი გასცა ნევილს. ვალენსია ბოლო წლებში ყველაზე **** გუნდი ნევილის ხელში იყო, როცა როგორც მწვრთნელი ასე ჩაფლავდები, სხვა მწვრთნელი, რომელსაც ყველაფერი აქვს მოგებული მინიმუმ არ უნდა გააკრიტიკო ყოველთვის.
0
№5
ავტორი: shotkin
10 მარტი 2018 14:26
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
არვიცი რა მე მაგალითად არასწორად მიმაჩნია გუნდის ყოფილი ლეგენდები ესე თამამად რო იჭრებიან შორიდან გუნდის შიდა სამზარეულოში, გასაგებია რო წონა გაქ და დამსახურება კლუბის მიმართ და გულშემატკივრებში ავტორიტეტით სარგებლობ და შენ აზრს როგორც მინიმუმ ისე არ ატარებენ ერთ ყურიდან მეორეში, მაგრამ ძაან სოფლელობაა რო მსოფლიოს აყურებინებ და აღადავებ იმაზე სხვებს რო გუნდის ლეგენდა ამჟამინდელი თავისი კლუბის მწვრთნელთან ქიშპობს და სიტვების ომი აქვთ, იმეტო მევასება რა დასტოინი ხალხი როგორიც ტიერი ანრია რასაც ვენგერი უკეთებს არსენალს იმაზე უარესი არც მოიესს უქნია და არც ვანგაალს და მიტუმეტეს არც მოუს მარა ანრის რო ეკითხებიან თავს იკავებს ზღვარი იცის რა დონემდე აკრიტიკოს გუინდი და მწვრთნელს პატივს სცემს ბოლო ბოლო იმ მიზეზის გამო მაინც რო სხვას არ აღადავებინოს ეს თემა და ვინმემ არ დაცინოს არსენალს იმის გამო რო ლეგენდა ამავე გუნდის აჯვავს თავისი გუნდის ტრენერს. კიდე ის მიკვირს რო ვან გაალი ევასებოდა ამ ჩემისას და მოუს გუნდს რასერჩის იმ გუნდის ფონზე? მოუსაც ამოუვიდა ყელში და გასცა პასუხი და ეხლა ვუყუროთ ამ 2 ს როგორ აჯვავენ ერთმანეთს.
0
№6
ავტორი: VALERI.s
10 მარტი 2018 14:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 231
საუკეთესო შემადგენლობა დააყენა ჟოზემ რაც კი შეიძლებოდა! დიდი ანგარიშით ვიგებთ ამ თამაშს. მაკტომინაი სალაჰს ბურთს არ მიაღებინებს.
0
№7
ავტორი: ikeoni
10 მარტი 2018 14:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
Modi gari traks nu atamasheb Ra:))
0
№8
ავტორი: Dato kutaisi
10 მარტი 2018 15:19
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ასეთი კომენტარი რო გაეკეთებინა სხვა თამაშებზე კიდე მესმის აი ამ თამაშში რა უნდოდა ვერ ვხვდები.ძლივს 2ბირთიანი ქამბექის გემო გავიხსენეთ და ეს რამე ალაპარაკე ოღონდ.ეს ის კრისტალ პალასია ბარეორს რო უჭორს მოგება ან ერთ ბურთზე მეტი ვერ გააქვთ და რა უნდა ვერ ვხვდები
0
№9
ავტორი: men1me
10 მარტი 2018 15:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 274
Gooooooool
0
№10
ავტორი: vale13
10 მარტი 2018 15:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 77
Kargad daviwyet
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top