თბილისი:
მანჩესტერი:
10-03-2018, 09:55
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2981,
კომენტარები: 24
ჟოზეს პასუხი გარი ნევილს
პორტუგალიელმა "იუნაიტედის" ლეგენდას უპასუხა.
ჟოზეს პასუხი გარი ნევილს
როგორც უკვე ყველასთვის ცნობილია, "იუნაიტედის" წარსულში ცნობილ ფეხბურთელმა გარი ნევილმა, ჟოზე მოურინიოს ის ტაქტიკა გააკრიტიკა, რომლითაც ის გუნდს ათამაშებს.

პრემიერ ლიგის 29- ტურში, "იუნაიტედმა" "კრისტალ პალასი, მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. მატჩში გარდატეხის შეტანა "წითლების" სერბ ფეხბურთელმა ნემანია მატიჩმა 91 წუთზე შეძლო და თავის გუნდს მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა. შეხვედრის დასრულების შემდგომ, ნევილმა მსგავსი სახის კომენტარი გააკეთა: "არასდროს მინახავს ასეთი არაეფექტური გუნდი, როგორიც მოურინიოს "იუნაიტედია".

აღნიშნული განცხადება, პორტუგალიელ სპეციალისტს უყურადღებოდ არ დარჩენია და ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში დრო, გარი ნევილის კრიტიკასაც დაუთმო.

"ზოგიერთი გამოთქვამს აზრს, მაშინ როდესაც მათ საკუთარი პრობლემების მოგვარება ვერ შეძლეს როდესაც ისინი მწვრთნელის რანგში ასპარეზობდნენ (იგულისხმა, ის პერიოდი როდესაც ნევილი ესპანურ "ვალენსიას" ხელმძღვანელობდა, მაშინ ღამურები "ბარსელონასთან" გამანადგურებელი ანგარიშით 7-0 დამარცხდნენ) და ახლა საუბრობენ ისე თითქოს მათი განცხადებები ყველა პრობლემას მოაგვარებს. ისინი ასეთ პოზიციაში არიან, მათი საქმე ეს არის, რომ გამოხატონ საკუთარი პოზიციები და მეტი არაფერი. ხანდახან ვუსმენ და ვკითხულობ მათ განცხადებებს, ხანდახან ყურადღებას საერთოდ არ ვაქცევ.

ამ კვირაში ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის მატჩების ყურებით სიამოვნებას ვიღებდი, დაკავებული ვიყავი ასევე ჩემი გუნდის მოსამზადებელი პერიოდით."-
განაცხადა დასასრულს "განსაკუთრებულმა".


წყარო: ukrainefootball
ინტერვიუები
24 კომენტარი
№21
ავტორი: Dato kutaisi
10 მარტი 2018 17:29
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
დამაგჯა ნერვებიიიიი.კაროჩე საღოლ სანჩესს რა ტიპმა რა პოზიციები არ ითამაშა აღარ ვიცი რა და მაინც რო ქონდა ენერგია.რამდენი ირბინა ტიპმა.რეშს საღოლ რო ცივსისხლიანად იმოქმედა და არ წაუნიჭა.მაგრამ შესრულება იყო პირველ გოლში უმაღლესი და მგონი დინჯდება.აი მატას რო არ ეპაკაზუხა პირველივე ტაიმში დამთავრებული იყო ყველაფერი.მაგარი უაზრო გოლი გავუშვით და სიმართლე უნდა ითქვას 2 პენალტი იყო სადავო იყო ნამდვილად და ორივეზე შეეძლო დადება მსაჯს.სხვა მე პროსტა გარდა იმისა რო ნერვიული ფონი იყო მთელი თამაშის განმავლობაშ მაგრამ არაფერი არ შეუქმნია ლივერპულს აი არაფერი საერთოდ მომენტი არ ქონია და სეივი არ გაუკეთებია დეხეას.მოკლედ მესმის მეორე ტაიმის ტაქტიკა და ისიც რო ლივერპულიც დაგვაწვა მაგრამ ასე ჩაჯდომა მთლად არ შეიძლება.ამის ბრალი იყო ის გოლი თორე ისე არაფერი არ გაუკეთებია
0
№22
ავტორი: Shota Blues
10 მარტი 2018 19:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 203
ნევილ ატრაკებ !
პრემიერლიგა ჩემთვის ექსტრაკლასის ჟანრია, სადაც არსებობს ასევე ჩემთვის გამორჩეული მოღვაწე ,,მანჩესტერ იუნაიტედი“. თუმცა ფეხბურთის ამ კლასიკური ჟანრის ყველა მოღვაწე პატივისცემას იმსახურებს. და მიუღებელია ისეთი ულმობელი მსჯელობა, ზოგიერთი ყოფილი და დაუვიწყარი პერსონაჟისგან, ახალ შემოქმედზე. ვისზედაც გაუთავებლად აფქრვევს, თავისი პოპულარობის დიაპაზონის გაფართოების სურვილზე დამყნილ სკეპტიციზმს. მუდამ იყო და იქნება რისი იმედიც არ წამრთმევია, რომ ინგლისის ჩემპიონატი ყოველთვის იქნება შეთანაწყობილი ლოგიკური თუ აბსტრაქტული მენტალური ურტიერთობებით: ფეხბურთელებს, მწვრთნელსა ფა მფლობელებს შორის რომელსაც ფანები ასე იწონებდნენ, მოვიწონებთ და მოიწონებენ კიდეც...
0
№23
ავტორი: MU2016
11 მარტი 2018 00:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 27
ციტატა: gache1991
უუუხ რა გამახარებდა ამაზე მეტად :)) სად არიან მოურინიოს მაგინებლები:)) ეგ უცოდინარი როგორ გაბედა და ლივერპულს უშანსოდ მოუგო:)) აზრზე არაა რა ცოტა შანსი ხო უნდა მიეცა ;))



მაურინიოს მაგინებლებში ვის გულისხმობ არ ვიცი, მაგრამ ჩაჯმული დაცვითი სტილის ერთ-ერთი მაგინებელი აქ ვარ... ისე სარკაზმი იმ შემთხვევაშია გამართლებული, როცა ობიექტურია და არ დავიწყებ ეხლა დეტალებში ჩაყოლას ...

რაც შეეხება თამაშს: პირველი ტაიმი დარწმუნებული ვარ ყველას მოეწონებოდა. იმ შემადგენლობიდან გამომდინარე რომლითაც გუნდები გამოვიდნენ, სწორად იყო შერჩეული ტაქტიკა და გაამართლა კიდეც. აი მეორე ტაიმის ავტობუსზე რა ვთქვა არ ვიცი. თუ პირველ ტაიმში შეძლო გუნდმა შეტევების ორგანიზება და გოლების გარდა სახიფათო მომენტების შექმნა, მეორე ტაიმში რა მოხდა?! ჩემი აზრით, ასეთ სიტუაციაში (ვგულისხმობ 2 ბურთიან ჰანდიკაპს) უფრო აგრესიული კონტრშეტევით თამაში ბევრად შედეგიანი იქნებოდა... საერთო ჯამში მაინც დადებითად შეიძლება გუნდის თამაშის შეფასება. წინ კიდევ რთული თამაშები გვაქვს. გილოცავთ ყველას ...
0
№24
ავტორი: SANDROGRIGA
14 მარტი 2018 19:08
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
პასუხის გაცემა არ ეშლება
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top