თბილისი:
მანჩესტერი:
9-03-2018, 19:06
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1787,
კომენტარები: 12
გუნდის მდგომარეობა მატჩის წინ
მოურინიომ ფეხბურთელების შესახებ ისაუბრა.
გუნდის მდგომარეობა მატჩის წინ
ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ პრემიერ ლიგის ეგიდით "ლივერპულთან" გასამართი მატჩის წინ გუნდს მარუან ფელაინი დაუბრუნდება.

ბელგიელ ნახევარმცველს 31 იანვრის შემდეგ არ უთამაშია და იმავე დღეს მიღებული ტრავმის გამო მუხლზე ოპერაცია გაიკეთა.

მწვრთნელმა ასევე დაადასტურა, რომ სრულ მზადყოფნაშია ერიკ ბაიი, რომელმაც სამთვიანი უქმობის შემდეგ ორი მატჩი ჩაატარა შეცვლაზე შესვლის შედეგად.

მატჩის წინა პრესკონფერენციაზე მწვრთნელმა განაცხადა: "დიახ, ბაიი სრულ მზადყოფნაშია უკვე ერთი კვირაა. დიახ, ის კარგადაა. ერთადერთი, ვინც გუნდს უბრუნდება, ფელაინია."

კლუბის ოფიციალურ ტელევიზიასთან საუბრისას კი ჟოზემ ასევე დაადასტურა, რომ ენტონი მარსიალი კვლავ ტრავმირებულია და ვერ ითამაშებს.

"ძირითადად იგივე შემადგენლობაა. ტრავმირებული ხალხი ნაბიჯ-ნაბიჯ პროგრესირებს და რამდენიმე მათგანი ძალიან, ძალიან ახლოსაა გამოჯანმრთელებასთან, მაგრამ ჯერ არ არის. კარგად ვართ, ყველაფრისთვის გვყავს შემადგენლობა. რაოდენობა, რომელიც ავირჩიეთ - 23 - მათი დაცვის მიზნით იყო არჩეული და ამას თავს ვართმევთ".
ახალი ამბები, ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: mr.devil
9 მარტი 2018 19:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 10
ძალიან მაინტერესებს რა შემადგენლობით ითამაშებს მოუ. ბოლოსდაბოლოს დაგვანახოს მართლა რა შეუძლია გუნდს და გვაჩუქოს ერთი "თამაში" და არა მორიგი 90 მოსაწყენი წუთი.
1
№2
ავტორი: kobinio
9 მარტი 2018 19:15
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
იმედია სევილიას შიშის საბაბი ექნება ამ მატჩის შემდეგ,
0
№3
ავტორი: holandieli mfrinavi
9 მარტი 2018 19:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 42
თითქმის ერთნაირ სტილს უბერავს ლივერპული და სევილია, ორივე კონტრაზე ძალიან საშიშები და რიგ შემთხვევაში მხლოდ კონტრ შეტევებზე აწყობენ თამაშებს,

ამ თამაშით მსურს დავინახო სევილიას გავცდებით თუ არა.

იმის შიში მაქვს Yველაზე მეტად სევილიამ გოლი არ გაგვიტანოს ასეთი დაცვის გათვალისწინებით და შემდეგ გასცლა ძალიან გაგვიჭირდება, სევილიას ჩაკეტილობა და უხეშობა ახალი არაა
0
№4
ავტორი: K1llsw1tch
9 მარტი 2018 19:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 423
რა სასიხარულო ამბავია, პირდაპირ არ ვიცი რა გავაკეთო...
0
№5
ავტორი: bziki
9 მარტი 2018 19:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
რო დავფიქრდი მეც, პრიორიტეტს მაინც სევილიას გაიხდის ლივერპულტან ისევ სვარკით ეცდება შედეგის დადებას,კაცია და ბუნებაო ეგაა რა მთელ სამყაროს სხვა რამე უნდა მარა "ის სხვა" ემოციებზეა მიბმული. ჟოზე
cdilobs ემოციებზე წინ gaixedos.
პრობლემა ისაა რო თუ შედეგს არ დადებს მაგ ყველაფრით მთელი მსოფლიო მის წინაააღმდეგ გაერთიანდება რაც მომხდარა უკვე აქამდე, ჩელსს რო პსეჯესთვის მოეგო იქნებ ისევ ჩელსის მწვრთნელი ყოფილიყო:D:Dემოციები და პრინციპული თამაშები გასაგებია, მისთვის და ზოგადად ფურცელზე არაფერს ნიშნავს emociebi,მარა ფანებისთვის მაგას აქ მნიშვნელობა ფურცლze და სტატისკიკაზე მეტად. მთავარი მაინც სევილიაა,ლიგის საგზური არაფრის გამო არ უნდა დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ თუნდაც ლივერპულთან ზვარაკად შეეწიროს ჟოზე
0
№6
ავტორი: ikeoni
9 მარტი 2018 19:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
Chavajmevinot Ra joze mag nabozar klops
0
№7
ავტორი: stepno
9 მარტი 2018 19:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ბიჭებო რატომღაც გაგიკვირდებათ და გახსნილ და შედეგიან თამაშს ველოდები :))) ესე მგონია ორივე გუნდი ბევრ მომენტს შექმნის და მინიმუმ 3 ბურთი გავა. იმედია ჩვენ სასარგებლოთ დამთავრდება თამაში:)) ხო რატო მგონია ესე და პირვერ რიგში იმიტომ რომ კლოპი გახსნილ თამაშს ითამაშებს და შეტევას მოინდომებს და მოუც ესე მგონია რო შეტევითვე უპასუხებს და ეცდება დაადუმოს კლოპი და მთელი ლივერპულიი. არამგონია ხალხის სალპარაკო გახადოს რო მთავარ მოსისხლე მტერს საკუთარ მოედანზე დაცვაში ჩაუდჯდა და ბურთი თავზე გადაახევინა:)) მოუს ძალიან ბევრი კრიტიკოსი ყავს მაგრამ ფაქტია უძლიერესი სპეციალისტია და ამას ტიტულებით ამტკიცებს:)) მოკლედ მაგარი თამაში გველოდებაა. რაც შეეხება სევილიას კი რთული თამაში ჩანს მაგრამ მგონია რომ დიდი უპირატესობა გვექნება და 2 ბურთიანი სხვაობით მოუგებთ მინიმუმ. შეიძლება ძალიან ოპტიმისტური განცხადებაა ჩემგან wink მაგრამ ძალიან მაგრად მჯერა ამ ყველაფრის.
0
№8
ავტორი: bziki
9 მარტი 2018 20:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
stepno
სევილიასთან მაქსიმალური მობილიზების და ენერგიის გარეშე დიდი უპირატესობა კი არა არანაირი უპირატესობა არ გვექნება, გასაგებია რო გვაქ კლასში სხვაობა და უფრო დიდი გუნდი ვართ მარა სრული სერიოზულობის გარეშე შეილება სამარცხვინოთ წავაგოთ.არაა მარტივი თამაში ვიღაცამ შეილება სახელები წაიკითხოს იუნაიტედი ვს სევილია და იფიქროს ვსიო ყველაფერი ნათქვამია მაგითო
ერთ დროს შეილება მართლა მოგვეგო აკადაემიური ფეხბურთის ხარჯზეც სევილიასთვის კი არა უფრო მაგრებისთვის მარა დღეს ეგრე აღარაა
0
№9
ავტორი: mr.devil
9 მარტი 2018 20:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 10
[quote=bziki]stepno
არადა მეც მგონია რო ჟოზე ეცდება ინიციატივა აიღოს მატჩზე მითუმეტეს რომ სევილიასთან პირველ ნომრად უნდა ვითამაშოთ ამ თამაშს როგორც მთავარი რეპეტიციას სევილიას წინ ისე უნდა მიუდგეს. და მეორე ფაქტორი არის ის, რომ სულ რომ ლიგის ფინალი გვქონდეს სათამაშო მანჩესტერი - ლივერპული ეს უკვე მოვლენაა და ამ თამაშში ძალების დაზოგვა წარმოუდგენელია ცოტა არ იყოს.
0
№10
ავტორი: Svanchester
9 მარტი 2018 21:08
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
სავარაუდოდ მარსიალი სევილიასთან იქნება. ეს ჟოზეს ტაქტიკის ნაწილი მგონია, მარსიალს ასვენებს რადგან 13 ში გაიბრწყინოს. მარცხენა ფლანგზე უეჭველი მარსიალი უნდა გაუშვას.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top