თბილისი:
მანჩესტერი:
9-03-2018, 19:06
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1788,
კომენტარები: 12
გუნდის მდგომარეობა მატჩის წინ
მოურინიომ ფეხბურთელების შესახებ ისაუბრა.
გუნდის მდგომარეობა მატჩის წინ
ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ პრემიერ ლიგის ეგიდით "ლივერპულთან" გასამართი მატჩის წინ გუნდს მარუან ფელაინი დაუბრუნდება.

ბელგიელ ნახევარმცველს 31 იანვრის შემდეგ არ უთამაშია და იმავე დღეს მიღებული ტრავმის გამო მუხლზე ოპერაცია გაიკეთა.

მწვრთნელმა ასევე დაადასტურა, რომ სრულ მზადყოფნაშია ერიკ ბაიი, რომელმაც სამთვიანი უქმობის შემდეგ ორი მატჩი ჩაატარა შეცვლაზე შესვლის შედეგად.

მატჩის წინა პრესკონფერენციაზე მწვრთნელმა განაცხადა: "დიახ, ბაიი სრულ მზადყოფნაშია უკვე ერთი კვირაა. დიახ, ის კარგადაა. ერთადერთი, ვინც გუნდს უბრუნდება, ფელაინია."

კლუბის ოფიციალურ ტელევიზიასთან საუბრისას კი ჟოზემ ასევე დაადასტურა, რომ ენტონი მარსიალი კვლავ ტრავმირებულია და ვერ ითამაშებს.

"ძირითადად იგივე შემადგენლობაა. ტრავმირებული ხალხი ნაბიჯ-ნაბიჯ პროგრესირებს და რამდენიმე მათგანი ძალიან, ძალიან ახლოსაა გამოჯანმრთელებასთან, მაგრამ ჯერ არ არის. კარგად ვართ, ყველაფრისთვის გვყავს შემადგენლობა. რაოდენობა, რომელიც ავირჩიეთ - 23 - მათი დაცვის მიზნით იყო არჩეული და ამას თავს ვართმევთ".
ახალი ამბები, ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: stepno
9 მარტი 2018 21:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ციტატა: bziki
stepno
სევილიასთან მაქსიმალური მობილიზების და ენერგიის გარეშე დიდი უპირატესობა კი არა არანაირი უპირატესობა არ გვექნება, გასაგებია რო გვაქ კლასში სხვაობა და უფრო დიდი გუნდი ვართ მარა სრული სერიოზულობის გარეშე შეილება სამარცხვინოთ წავაგოთ.არაა მარტივი თამაში ვიღაცამ შეილება სახელები წაიკითხოს იუნაიტედი ვს სევილია და იფიქროს ვსიო ყველაფერი ნათქვამია მაგითო
ერთ დროს შეილება მართლა მოგვეგო აკადაემიური ფეხბურთის ხარჯზეც სევილიასთვის კი არა უფრო მაგრებისთვის მარა დღეს ეგრე აღარაა

სწორედ რომ უდიდესი მოტივაციით გავალთ და კლასი რო დიდი გვაქ გაცილებით დავამტკიცებთ :)
0
№12
ავტორი: SANDROGRIGA
11 მარტი 2018 10:15
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
იმედია მარსიალი მალე დაბრუნდება
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top