თბილისი:
მანჩესტერი:
6-03-2018, 02:30
ავტორი: pogba.,
ნანახია: 2838,
კომენტარები: 18
ჟოზე: ''ეს საოცარი მატჩი იყო''
ჟოზე მოურინიოს მატჩისშემდგომი ინტერვიუ.
ჟოზე: ''ეს საოცარი მატჩი იყო''
''მანჩესტერ იუნაიტედმა'' ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა ''კრისტალ პალასის'' წინააღმდეგ. წითლები ანგარიშით 2-0 მარცხდებოდნენ, მათ მოიკრიბეს ძალა, შეძლეს 3 გოლის გატანა და ქამბექის დადება. ''იუნაიტედიდან'' თავი სმოლინგმა, ლუკაკუმ და მატიჩმა გამოიჩინეს. მატჩის შემდეგ ''მანჩესტერის'' მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ კომენტარი გააკეთა.

ყოველთვის მჯერა, რომ გამარჯვება შეგვიძლია

''ვფიქრობ ''პალასს' უნდა მივულოცოთ, რადგან ასეთი ლამაზი მატჩი, რომ შედგეს საჭიროა ორი გუნდი. ეს იყო ფანტასტიკური შეხვედრა. ჩემთვის მატჩი ძალიან რთული გამოდგა, რადგან ჩემმა გუნდმა ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა. ვითამაშეთ მაღალი ხარისხის ფეხბურთი მეორე ტაიმში, თუმცა გვქონდა უამრავი შეცდომა დაცვაში. მე არ მიყვარს, როდესაც ჩემი გუნდები ორგანიზებულობას კარგავენ, როგორც ეს დღეს დაგვემართა, თუმცა მატჩი გამოდგა ბრწყინვალე და ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის. მათმა მეორე გოლმა ყველაფერი გაართულა, თუმცა სმოლინგმა მალევე უპასუხა და ეს ძალიან დაგვეხმარა, მე მჯერა რომ ყოველთვის შეგვიძლია გამარჯვება. მე ეს მჯეროდა დღესაც.''

ფეხბურთელებმა არ დაკარგეს თავიანთი თავის რწმენა

''სამარცხვინო, ბავშვური გოლის შემდეგ შეიცვალა ყველაფერი. ჩვენი მდგომარეობა გართულდა თუმცა ფეხბურთელებმა არ დაკარგეს რწმენა. ხუან მატა მოედნის შუა ნაწილში, შესანიშნავად პოულობდა სივრცეებს, ასევე რაშფორდი კარგად ავიწროვებდა მათ მარჯვენა მცველს და გვიხსნიდა სივრცეებს. ყოველთვის საჭიროა ცოტა გამართლება, იმისთვის რომ ბოლო წუთებზე თამაში მოიგო.''

რა უთხარით ფეხბურთელებს შესვენებაზე?

''მე არ შემიძლია ყველაფრის თქმა, თუმცა მათ ვესაუბრე ტაქტიკაზე და პოზიციურ გადაადგილებებზე.''

ქებას იმსახურებს ''კრისტალ პალასის'' მწვრთნელი.

''როი ჰოჯსონმა დაიმსახურა მეტი, რადგან მისი გეგმა იყო ძალიან კარგი, აგრესიული და ძლიერი. ის ზუსტად ხვდებოდა როდის უნდა შეეტია, ვფიქრობ კარგი იყო. როგორც წესი გამარჯვებული იღებს ქულებს, თუმცა როიმაც დაიმსახურა ისინი.''

ამ გამარჯვებამ კომფორტულ სიტუაციაში დაგვტოვა

''ჩვენ გვსურს, რომ სეზონი დავასრულოთ მეორე პოზიციაზე. თუ მეორე ადგილზე ვერ გავალთ აუცილებელია, ვიყოთ საუკეთესო ოთხეულში. ახლა ჩვენ კომფორტულ სიტუაციაში ვართ ქულების მხრივ. დღეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ანგარიშით 2-0 ვმარცხდებოდით, ქულაც ძალიან კარგი იქნებოდა ჩვენთვის.''

მომდევნო მატჩს ''იუნაიტედი'' 10 მარტს გამართავს ''ლივერპულის'' წინააღმდეგ.

წყარო:http://www.manutd.com
ინტერვიუები
18 კომენტარი
№1
ავტორი: pogba.
6 მარტი 2018 02:31
  • სიახლეები: 26
  • კომენტარები: 213
იანგი რატომ? შოუს რატო არ ათამაშებ :(((((((( მარსიალი რეშფორდიდან რომელიმე რომ უნდა იყოს მოედანზე აუცილებლად დღეს გამოჩნდა. ნემანია ბრავო.
0
№2
ავტორი: Methadon
6 მარტი 2018 03:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 319
დაცვა ძალიან არასაიმედო იყო. მატიჩმა დამატებით წუთებზე გატანილ გოლს თუ არ ჩავთვლით ვერ გაიბრწყინა, ძალიან ბევრჯერ დაკარგა საჯარიმოსთან ახლოს ბურთი, შეიძლება დასვენება ჭირდება ცოტა ხანი, თუმცა ბოლოს რაც გააკეთა საოცრება იყო.
0
№3
ავტორი: vale13
6 მარტი 2018 07:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 77
2,0 is mere gamocovxldnen satatistikas vakvirdebodi 1dartyma qondat marto da mere moumates
0
№4
ავტორი: VALERI.s
6 მარტი 2018 07:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 231
მიუხედავად დიდი სიყვარულისა მანჩესტერი გოლს რომ უშვებს მიხარია ხოლმე. იმიტომ რომ ვიცი შეტევის დიდი პოტენციალი აქვთ და შეუტევენ. და შემოატრიალებენ კიდეც. და უფრო ლამაზ ფეხბურთს თამაშობენ გასატანი რომ აქვთ! ჩემპიონთა ლიგაზე ვფიქრობ კარგი შანსი გვაქვს ორმატჩიან დუელებში საჭიროებისამებრ დაცვა და შეტევა ჩვენსავით რამდენიმე გუნდს გამოსდის მარტო და ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იქნება!
0
№5
ავტორი: dachi_mu
6 მარტი 2018 08:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
ვფიქრობ ესეთი გამარჯვება ჭირდებოდათ ბიჭებს love
0
№6
ავტორი: PaLoMo
6 მარტი 2018 09:29
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
ბოლოს როდის მოვიგეთ ასე არც კი მახსოვს.ზუსტად არვიცი ვისთან,მაგრამ ფერგის დროს იყო ასეთი გამბექი ზუსტად 2:0 ვაგებდით და 2:3მოვიგეთ.ეს იყო ის გამარჯვება რომელიც ლივერპოოლამდე გვჭირდებოდა ტან გასვლაზე.ბრავო ბიჭებს ბრავო გუშინ 2მაგი სიხარული იყო პორადად ჩემთვის გუსინდელი დგე შუადგიდან სიხარულით დაიწყო ზოგადად ვგრძნობდი რგაცას გუშინ და იდეალური იყო.

მარტიალი სადაა ვაბშე?
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№7
ავტორი: glory28
6 მარტი 2018 09:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 535
[quote=PaLoMo]ბოლოს როდის მოვიგეთ ასე არც კი მახსოვს.ზუსტად არვიცი ვისთან,მაგრამ ფერგის დროს იყო ასეთი გამბექი ზუსტად 2:0 ვაგებდით და 2:3მოვიგეთ.ეს იყო ის გამარჯვება რომელიც ლივერპოოლამდე გვჭირდებოდა ტან გასვლაზე.ბრავო ბიჭებს ბრავო გუშინ 2მაგი სიხარული იყო პორადად ჩემთვის გუსინდელი დგე შუადგიდან სიხარულით დაიწყო ზოგადად ვგრძნობდი რგაცას გუშინ და იდეალური იყო.

ასტონ ვილასთან იყო ზუსტად ეგრეეე
0
№8
ავტორი: gache1991
6 მარტი 2018 10:19
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
უუუხ რა ვისიამოვნეე:)) ლივერპულის ბალეშიკეების სახეს ვნახავდი აი მატიჩმა რო გაჭიმა მაგ დროს:)) ძაალიან ძაალიან ბევრი შეცსომა იყო როგორც უკან ისე წინ,დეხეა როგორც ყოველთვის სააოცრებაა ბენტეკეს სასწაული ბურთი აუთო და მანდ დავბრუნდით თამაშში,სმოლინგი უსუსტესია რატო არ თამაშობს ბაილი ვერ ვხვდები თუ დაბრუნდა ესეიგი აღარ აქ ტრამვა და აღარც საშიშტორბაა ხო..მაკტომინეის ყველაზე სუსტი თამაში იყო რაც ითამაშა.პოგბა იყო პირველ ტაიმში უსუსტესი ელემენტარულ სიტუაციებშიც კი რას აკეთებდა ვერ გავიგე.ბევრი არ დამეთანხმება მარა გუშინ სანჩესის მოედანზე ყოფნას რეშფორდის მარსიალის მატას ნებისმიერის მოედანზე ტოფნა აჯობებდა, ამას ერთადერთი მიზეზი ააქ,ის რო აბსოლიტურად უველასთან შეუთამაშებელია ეს სეზონის შუაში მისვლის ბრალია თორე მაგ ბიჭმა რო თავის საქმე იცის ყველამ ვიცით

ლუკაკუს 99 გოლი აქ ეპლში კაი იქნებოდა ლუზერთან დაემრგვალებინა :))
1
№9
ავტორი: SANDROGRIGA
6 მარტი 2018 12:11
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მეორე ტაიმში მონდომება და სულისკვეთება იგრძნობოდა, თუმცა სამწუხაროა რო ყველა თამაშში 90 წუთი ასე არ გრძელდება
0
№10
ავტორი: ikeoni
6 მარტი 2018 12:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Saocari meore taimi iyo sagol bichebs da matichs❤️
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top