თბილისი:
მანჩესტერი:
6-03-2018, 02:30
ავტორი: pogba.,
ნანახია: 2833,
კომენტარები: 18
ჟოზე: ''ეს საოცარი მატჩი იყო''
ჟოზე მოურინიოს მატჩისშემდგომი ინტერვიუ.
ჟოზე: ''ეს საოცარი მატჩი იყო''
''მანჩესტერ იუნაიტედმა'' ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა ''კრისტალ პალასის'' წინააღმდეგ. წითლები ანგარიშით 2-0 მარცხდებოდნენ, მათ მოიკრიბეს ძალა, შეძლეს 3 გოლის გატანა და ქამბექის დადება. ''იუნაიტედიდან'' თავი სმოლინგმა, ლუკაკუმ და მატიჩმა გამოიჩინეს. მატჩის შემდეგ ''მანჩესტერის'' მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ კომენტარი გააკეთა.

ყოველთვის მჯერა, რომ გამარჯვება შეგვიძლია

''ვფიქრობ ''პალასს' უნდა მივულოცოთ, რადგან ასეთი ლამაზი მატჩი, რომ შედგეს საჭიროა ორი გუნდი. ეს იყო ფანტასტიკური შეხვედრა. ჩემთვის მატჩი ძალიან რთული გამოდგა, რადგან ჩემმა გუნდმა ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა. ვითამაშეთ მაღალი ხარისხის ფეხბურთი მეორე ტაიმში, თუმცა გვქონდა უამრავი შეცდომა დაცვაში. მე არ მიყვარს, როდესაც ჩემი გუნდები ორგანიზებულობას კარგავენ, როგორც ეს დღეს დაგვემართა, თუმცა მატჩი გამოდგა ბრწყინვალე და ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის. მათმა მეორე გოლმა ყველაფერი გაართულა, თუმცა სმოლინგმა მალევე უპასუხა და ეს ძალიან დაგვეხმარა, მე მჯერა რომ ყოველთვის შეგვიძლია გამარჯვება. მე ეს მჯეროდა დღესაც.''

ფეხბურთელებმა არ დაკარგეს თავიანთი თავის რწმენა

''სამარცხვინო, ბავშვური გოლის შემდეგ შეიცვალა ყველაფერი. ჩვენი მდგომარეობა გართულდა თუმცა ფეხბურთელებმა არ დაკარგეს რწმენა. ხუან მატა მოედნის შუა ნაწილში, შესანიშნავად პოულობდა სივრცეებს, ასევე რაშფორდი კარგად ავიწროვებდა მათ მარჯვენა მცველს და გვიხსნიდა სივრცეებს. ყოველთვის საჭიროა ცოტა გამართლება, იმისთვის რომ ბოლო წუთებზე თამაში მოიგო.''

რა უთხარით ფეხბურთელებს შესვენებაზე?

''მე არ შემიძლია ყველაფრის თქმა, თუმცა მათ ვესაუბრე ტაქტიკაზე და პოზიციურ გადაადგილებებზე.''

ქებას იმსახურებს ''კრისტალ პალასის'' მწვრთნელი.

''როი ჰოჯსონმა დაიმსახურა მეტი, რადგან მისი გეგმა იყო ძალიან კარგი, აგრესიული და ძლიერი. ის ზუსტად ხვდებოდა როდის უნდა შეეტია, ვფიქრობ კარგი იყო. როგორც წესი გამარჯვებული იღებს ქულებს, თუმცა როიმაც დაიმსახურა ისინი.''

ამ გამარჯვებამ კომფორტულ სიტუაციაში დაგვტოვა

''ჩვენ გვსურს, რომ სეზონი დავასრულოთ მეორე პოზიციაზე. თუ მეორე ადგილზე ვერ გავალთ აუცილებელია, ვიყოთ საუკეთესო ოთხეულში. ახლა ჩვენ კომფორტულ სიტუაციაში ვართ ქულების მხრივ. დღეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ანგარიშით 2-0 ვმარცხდებოდით, ქულაც ძალიან კარგი იქნებოდა ჩვენთვის.''

მომდევნო მატჩს ''იუნაიტედი'' 10 მარტს გამართავს ''ლივერპულის'' წინააღმდეგ.

წყარო:http://www.manutd.com
ინტერვიუები
18 კომენტარი
№11
ავტორი: SANCHEZ 7
6 მარტი 2018 12:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 100
ზუსტად ასეთი თამაშის მოტრიალება გვინდოდა ფსიქოლოგიურად კარგად გაგვაწყობს ლივერპულთან და უნდა ჩაუდოთ მაგათ და სევილიასაც შეცდომები ბევრი იყო სანჩესი ვაფშე სხვაგანაა რაა ჯობია მატა იყოს მის ადგილას შრომობს წვალობს სანჩესი მაგრამ არაფერი გამოსდის ისე მის დარტყმას მოყვა მეორე გოლიი
0
№12
ავტორი: bziki
6 მარტი 2018 12:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
გასვლაზე გვიჭირს, ესეთი მოგება მუხტს მიცემთ
ოლტრაფორდი უნდა გუგებდეს 10ში, ლუზერები უნდა დავახეთქოთ მიწაზე,ცაში ფრენა დაიწყეს smile
0
№13
ავტორი: SANCHEZ 7
6 მარტი 2018 12:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 100
ლივერპულთან ეს სასტავი მინდა
დე ხეა
ვალენსია ბაილი(სმ) ლინდელოფი შოუ
სკოტი მატიჩი პოლი
მატა ლუკაკუ მარსიალი

კაროჩე ვალენსია მთელ ფლანგა ჩაიბარებს მატა და პოლი შუაში შემოიწევენ ხან ერთი ხან მეორე და მოამარაგებენ ლუკაკუ მარსიალის დუეტს მეორე ტაიმში დასვენდბული სანჩესი და რეშფორდი შემოვლენ და დაცვას გაამწარებენ ესეთია ჩემი აზრი
0
№14
ავტორი: kobinio
6 მარტი 2018 12:55
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
Matichma tu ase gaagdzela dasveneba upro meti eqneba vidre varjishi )))
0
№15
ავტორი: F1RSTA
6 მარტი 2018 13:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 90
ნეტა თამაშს ლივერპულის გულშემატკივართან ერთად მეყურებინა რას ვიღადავებდი მის სახეზე:დდდ
0
№16
ავტორი: PaLoMo
6 მარტი 2018 13:41
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
ციტატა: F1RSTA
ნეტა თამაშს ლივერპულის გულშემატკივართან ერთად მეყურებინა რას ვიღადავებდი მის სახეზე:დდდ

10ში ვაკირებ ლივერპოოლის ფანთან ერთად ვუყურო მათ განადგურებას
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№17
ავტორი: LewisHamilton
6 მარტი 2018 15:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 323
ნუ მიუხედავად უმარავი უარყოფითი მომენტისა მაინც ბოლოს ყველაფერი სასიკეთოდ დასრულდა და გადავრჩით სამარცხვინო მარცხს ან თუნდაც ფრეს. დიდი ხანია ასეთი "ქამბექი" არ გვქონია, დაჟე მომენატრა კიდეც თუმცა მირჩევნია რო მთელი 90 წუთი ესეთი სტილის ფეხბურთს ვუყურებდე როგორიც მეორე ტაიმში იყო და ნერვიულობა არ მიწევდეს. ვერ დავიჯერებ რო ვერ ხედავს ჟოზე ამ ყველაფერს, როგორც კი გაიქცევა გუნდი და ოდნავ სისწრაფეს უმატებს, ეგრევე იდება შედეგი. იგივე იყო ჩელსისთანაც და არ მესმის სულ ამ მახინჯი ტაქტიკით რატო აწყებინებს გუნდს თამაშს.. მაინცდამაინც გოლები უნდა გავუშვათ იმისთვის რომ გატანაზე დავიწყოთ ფიქრი? ნუ არ ვიცი, არ მომწონს ჯერ-ჯერობით ეს ყველაფერი. დე ხეა არ დავივიწყოთ, ტიპი ყოველ თამაშში რაღაც საოცრება ბურთებს იღებს. მოკლედ ლივერპულთან გვაქვს ჩავთვალოთ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა, თუ წავაგებთ თან სახლში თან ესეთ პრინციპულ მეტოქესთან აღარ მგონია რო ამოქაჩვა შევძლოთ მერე დარჩენილ ტურებში, პესიმისტურად კი გამომივიდა მაგრამ არის ესეთი გარდამტეხი მომენტები და ვფიქრობ რო ზუსტად ეგ გარდამტეხი თამაში გვექნება 10ში..
0
№18
ავტორი: dzia_David
6 მარტი 2018 16:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
რატომღაც მგონია რომ 10 ში დაიკიდებს ჟოზე ისტორიული დაპირისპირების პრინციპულობას, მეორე ადგილისთვის ბრძოლას და ლივერპულთან ძალების დაზოგვას ეცდება. არ ვიძახი რომ აუცილებლად ყველა კარში ჩადგება და ძირითადის კამანდასაც დაასვენებსთქო მაგრამ რამე რო იყოს ფრეე მისაღები შედეგი იქნება ჟოზესთვის დარწმუნებული ვარ, 3 დღეში სევილიასთან მოგების ფასი გაცილებით დიდი იქნება მისთვის. მოკლედ არ ვიციიი იმედია მაინც გავაპობთ ლუზერებს შუაზე
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top