თბილისი:
მანჩესტერი:
5-02-2013, 23:16
ავტორი: Esi,
ნანახია: 2623,
კომენტარები: 21
რონალდო:"რეალი მანჩესტერ იუნაიტედს სჯობს"
პორტუგალიელი ფეხბურთელის განცხადებით მადრიდის რეალი უფრო ძლიერია ვიდრე მანჩესტერ იუნაიტედი...
რონალდო:
პორტუგალიელი ფეხბურთელის განცხადებით მადრიდის რეალი უფრო ძლიერია ვიდრე მანჩესტერ იუნაიტედი.შეგახსენებთ,რომ რონალდო სწორედ მანჩესტერ იუნაიტედიდან გადავიდა მადრიდის რეალში სარეკორდო თანხად.ის მიიჩნევს,რომ მის ამჟამინდელ კლუბს შეუძლია დაასრულოს მანჩესტერ იუნაიტედის წარმატებული სვლა ჩემპიონთა ლიგაზე,რადგანაც სამეფო კლუბი მთელი ძალებით გადართულია ამ ტურნირზე,იმიტომ რომ მათ შიდა ჩემპიონატზე კატალონიურ კლუბ ბარსელონასთან 16 ქულიანი ჩამორჩენა აქვთ და ძნელად სავარაუდოა,რომ ეს სხვაობა მადრიდელებმა აღმოფქვრან.

"ვფიქრობ,რომ ჩვენ წარმატების მიღწევა შეგვიძლია წითელ ეშმაკებთან,რადგანაც მადრიდის რეალს ჰყავს უკეთესი გუნდი ვიდრე მანჩესტერ იუნაიტედს,მაგრამ ამასთანავე ჩვენ მოგვიწევს ამ ყველაფრის მოედანზე დამტკიცება,რადგან იუნაიტედი ძალიან კარგად დაკომპლექტებული კლუბი გახლავთ და ხელწამოსაკრავი ნამდვილად არაა"-განაცხადა რონალდომ UEFA-ს ოფიციალურ გაზეთთან.

"იუნაიტედი ყოველ სეზონში საუკეთესო შედეგსა და ბრწყინვალე ფეხბურთს აჩვენებს ხოლმე,ჩვენ მათ ძალიან დიდ პატივს ვცემთ და რა თქმა უნდა ძალიან რთული მატჩი გველის მათთან"

ნაკლებად სავარაუდოა ის,რომ რონალდო რეალის სასტარტო შემადგენლობაში არ ვიხილოთ მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ.მან ასევე დაამატა თუ როგორი გრძნობა დაეუფლება ამ კლუბის წინააღმდეგ თამაშის დროს.

"მჯერა,რომ განმეორებით შეხვედრაში ჩვენ შევძლებთ მატჩის ფრით დასრულებას,რადგან მანჩესტერში თამაში ძალიან რთულია.მე ამ კლუბთან ძალიან კარგი მოგონებები მაკავშირებს.ამ მატჩის დროს ენითაუღწერელი გრძნობა დამეუფლება,რადგან მე იქ ძალიან ბევრი მეგობარი მყავს და რა თქმა უნდა ადამიანები,რომელბსაც სიამოვნებას ვანიჭებდი ჩემი თამაშით.ეს იქნება ძალიან ემოციური თამაში"-დაასრულა პორტუგალიელმა

წყარო:skysports.com
ახალი ამბები
21 კომენტარი
№1
ავტორი: Amanda Seyfried
5 თებერვალი 2013 23:19
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
ეგ არ უნდა გეთქვა
0
№2
ავტორი: Esi
5 თებერვალი 2013 23:20
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
მაგასაც ვნახავთ ვინ გავა შემდეგ ეტაპზე!
0
№3
ავტორი: Luka Gelashvili
5 თებერვალი 2013 23:24
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
13ში ვნახავთ ;)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№4
ავტორი: captain
5 თებერვალი 2013 23:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 333
სარკეში ჩაიხედე პრიჩოსკა შეისწორე
0
№5
ავტორი: VaRdo
5 თებერვალი 2013 23:43
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: captain
სარკეში ჩაიხედე პრიჩოსკა შეისწორე


მანჩესტერშიც ეგრე იყო wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№6
ავტორი: buka oboladze
5 თებერვალი 2013 23:53
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
რონი ნუ ატრაკებ ნუ ატრაკეეებ, თვითონ ოცნებობს ოლდზე ფრეზე იქ მოვიგებთ ოლდზე მინიმუმ ფრე და იმედია მოვიგებთ სახლშიც, იტოკში რააა ისე სადმე შევიკრიბოთ რა მაგრად მინდა smile
0
№7
ავტორი: Shako Jones
5 თებერვალი 2013 23:53
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
captain,
bigboss2
0
№8
ავტორი: always ReD
5 თებერვალი 2013 23:55
  • სიახლეები: 118
  • კომენტარები: 934
არც ი დაიგინო თორე მოვედი შენს ირაჩკასთან am
0
№9
ავტორი: Shako Jones
6 თებერვალი 2013 00:03
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
ფუ ჩემი უნამუსო!
0
№10
ავტორი: David Berbatov
6 თებერვალი 2013 00:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 32
Epic fail !
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top