თბილისი:
მანჩესტერი:
5-02-2013, 23:16
ავტორი: Esi,
ნანახია: 2781,
კომენტარები: 21
რონალდო:"რეალი მანჩესტერ იუნაიტედს სჯობს"
პორტუგალიელი ფეხბურთელის განცხადებით მადრიდის რეალი უფრო ძლიერია ვიდრე მანჩესტერ იუნაიტედი...
რონალდო:
პორტუგალიელი ფეხბურთელის განცხადებით მადრიდის რეალი უფრო ძლიერია ვიდრე მანჩესტერ იუნაიტედი.შეგახსენებთ,რომ რონალდო სწორედ მანჩესტერ იუნაიტედიდან გადავიდა მადრიდის რეალში სარეკორდო თანხად.ის მიიჩნევს,რომ მის ამჟამინდელ კლუბს შეუძლია დაასრულოს მანჩესტერ იუნაიტედის წარმატებული სვლა ჩემპიონთა ლიგაზე,რადგანაც სამეფო კლუბი მთელი ძალებით გადართულია ამ ტურნირზე,იმიტომ რომ მათ შიდა ჩემპიონატზე კატალონიურ კლუბ ბარსელონასთან 16 ქულიანი ჩამორჩენა აქვთ და ძნელად სავარაუდოა,რომ ეს სხვაობა მადრიდელებმა აღმოფქვრან.

"ვფიქრობ,რომ ჩვენ წარმატების მიღწევა შეგვიძლია წითელ ეშმაკებთან,რადგანაც მადრიდის რეალს ჰყავს უკეთესი გუნდი ვიდრე მანჩესტერ იუნაიტედს,მაგრამ ამასთანავე ჩვენ მოგვიწევს ამ ყველაფრის მოედანზე დამტკიცება,რადგან იუნაიტედი ძალიან კარგად დაკომპლექტებული კლუბი გახლავთ და ხელწამოსაკრავი ნამდვილად არაა"-განაცხადა რონალდომ UEFA-ს ოფიციალურ გაზეთთან.

"იუნაიტედი ყოველ სეზონში საუკეთესო შედეგსა და ბრწყინვალე ფეხბურთს აჩვენებს ხოლმე,ჩვენ მათ ძალიან დიდ პატივს ვცემთ და რა თქმა უნდა ძალიან რთული მატჩი გველის მათთან"

ნაკლებად სავარაუდოა ის,რომ რონალდო რეალის სასტარტო შემადგენლობაში არ ვიხილოთ მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ.მან ასევე დაამატა თუ როგორი გრძნობა დაეუფლება ამ კლუბის წინააღმდეგ თამაშის დროს.

"მჯერა,რომ განმეორებით შეხვედრაში ჩვენ შევძლებთ მატჩის ფრით დასრულებას,რადგან მანჩესტერში თამაში ძალიან რთულია.მე ამ კლუბთან ძალიან კარგი მოგონებები მაკავშირებს.ამ მატჩის დროს ენითაუღწერელი გრძნობა დამეუფლება,რადგან მე იქ ძალიან ბევრი მეგობარი მყავს და რა თქმა უნდა ადამიანები,რომელბსაც სიამოვნებას ვანიჭებდი ჩემი თამაშით.ეს იქნება ძალიან ემოციური თამაში"-დაასრულა პორტუგალიელმა

წყარო:skysports.com
ახალი ამბები
21 კომენტარი
№21
ავტორი: Gimilis bichi
7 თებერვალი 2013 09:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 22
ამას რო კითხო მესსისაც ჯობია :დ :დ manunited
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top