თბილისი:
მანჩესტერი:
3-03-2018, 13:34
ავტორი: pogba.,
ნანახია: 1980,
კომენტარები: 11
ლინდელოფი: ''მე ''იუნაიტედში'' გავძლიერდი''
ლინდელოფის ინტერვიუ.
ლინდელოფი: ''მე ''იუნაიტედში'' გავძლიერდი''
''მანჩესტერელთა'' ახალწვეული ვიქტორ ლინდელოფი თვლის, რომ იმ რვა თვემ, რომელიც მან ''ოლდ ტრაფორდზე'' გაატარა საგრძნობლად გააძლიერა. შვედი მცველი ''იუნაიტედში'' გასულ ზაფხულს გადმოვიდა პორტუგალიური ''ბენფიკადან''. მას გარკვეული დრო დასჭირდა, იმისთვის რომ ადაპტაცია გაევლო ინგლისურ ფეხბურთთან.

ლინდელოფი რეგულარულად ხვდებოდა სასტარტო თერთმეტეულში ნოემბრის თვეში, მას შემდეგ, რაც ერიკ ბააიმ ტრავმა მიიღო. ასევე ვიქტორმა ''იუნაიტედის'' უკანასკნელ 3 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც კრის სმოლინგთან ერთად შექმნილმა დუეტმა მხოლოდ 1 გოლი გაუშვა.

''ყოველთვის ბედნიერი ვარ, როდესაც გუნდს ვეხმარები. ყველა ფეხბურთელს სურს, რაც შეიძლება მეტ მატჩში მონაწილეობა, მათ შორის მეც. სასტარტოში მოხვედრას ბოლო თამაშებია ვახერხებ და ეს ძალიან მახარებს.''- განუცხადა MUTV-ის ლინდელოფმა.

ჟურნალისტებმა მას ასევე ჰკითხეს, გაუჭირდა თუ არა მას გუნდთან ადაპტაცია.
''ამან კარგად ჩაიარა, ვფიქრობ, როდესაც სხვაგან გადადიხარ სათამაშოდ, ცოტა დრო ყოველთვისაა საჭირო ადაპტაციისთვის, ახლა გუნდთან ერთად თავს კარგად ვგრძნობ''

''ყოველდღიურად ძალიან ბევრს ვშრომობ და ვვარჯიშობ, რადგან მსურს გუნდს დავეხმარო. ვცდილობ ყველა მატჩში მონაწილეობის მიღებას და იმის კეთებას, რაც კარგად გამომდის. მე ვფიქრობ, რომ აქ მოსვლის შემდეგ, რა თქმა უნდა უკეთეს ფეხბურთელად ჩამოვყალიბდი. ახლა უკვე ყოველდღიურად ვცდილობ განვითარებას. ჩვენ აქ გვყავს შესანიშნავი ფეხბურთელები, რომელთაგან ძალიან ბევრის სწავლაა შესაძლებელი და ასევე საუკეთესო მწვრთნელი თავისი სტაფით. ისინი რა თქმა უნდა ძალიან მეხმარებიან''-განაცხადა ლინდელოფმა

წყარო:http://www.manutd.com
ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: pogba.
3 მარტი 2018 13:35
  • სიახლეები: 26
  • კომენტარები: 213
გამოვა ამ ბიჭისგან რამე? :)
0
№2
ავტორი: stepno
3 მარტი 2018 13:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ციტატა: pogba.
გამოვა ამ ბიჭისგან რამე? :)

ნაკრებში მაგრად მომეწონა ამ ბიჭის თამაში და აქ რა ჭირს არ ვიცი:)) ისე ბოლო დროს შედარებით გამოასწორა თამაში.
0
№3
ავტორი: kashmara
3 მარტი 2018 14:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1116
გეთანხმები ბოლოდროს რაგაც მოუმატა აშკარად
0
№4
ავტორი: Methadon
3 მარტი 2018 14:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 319
ეს უნდა დატოვონ ძირითადში აუცილებლად, ბოლო დროს მოუმატა. თავიდანვე უფრო მეტი დრო რომ ქონოდა, შეიძლება ახლა ბევრად უკეთეს ფორმაში ყოფილიყო, პროსტა იმდენი მცველია გუნდში რო რავი...
0
№5
ავტორი: ikeoni
3 მარტი 2018 14:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
პირველი სეზონი ყოველთვის რთულია ასე რო გამონაკლისი არც ვიქტორია.. მაგარი ბიჭია და კიდე უფრო გაზლიერდება ცოტა ხანში love
0
№6
ავტორი: K1llsw1tch
3 მარტი 2018 14:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 423
ციტატა: pogba.
გამოვა ამ ბიჭისგან რამე? :)


მოუ ისე არავის ყიდულობს, ამისგან კარგ მცველს დააყენებს.
0
№7
ავტორი: kantona-7
3 მარტი 2018 14:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
ესკაი მცველი დადგება უბრალოდ დრო სჭირდება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№8
ავტორი: SANCHEZ 7
3 მარტი 2018 16:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 100
ცუდი ბიჭი არაა სმოლინგს რო ჯობია უეჭველია ჩემი აზრით განვითარდება და კარგი მცველი დადგებაა ბაისთან ერთად დუეტშიი
0
№9
ავტორი: F1RSTA
3 მარტი 2018 17:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 90
ცოტა მოვიცადოთ კარგი ბიჭია ამისგან კარგი მცველი დადგება უბრალოდ ინგლისურ ფეხბურთს ვერ შეეჩვია კარგად ყველაფერი დროის საკითხის
0
№10
ავტორი: Svanchester
3 მარტი 2018 19:11
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
მომავალ სეზონში უფრო კარგი იქნება. სადებიუტო სეზონი პრემიერ ლიგაში ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის დიდი გამოწვევაა და შეჩვევა ჭირდება.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top