თბილისი:
მანჩესტერი:
3-03-2018, 13:34
ავტორი: pogba.,
ნანახია: 1984,
კომენტარები: 11
ლინდელოფი: ''მე ''იუნაიტედში'' გავძლიერდი''
ლინდელოფის ინტერვიუ.
ლინდელოფი: ''მე ''იუნაიტედში'' გავძლიერდი''
''მანჩესტერელთა'' ახალწვეული ვიქტორ ლინდელოფი თვლის, რომ იმ რვა თვემ, რომელიც მან ''ოლდ ტრაფორდზე'' გაატარა საგრძნობლად გააძლიერა. შვედი მცველი ''იუნაიტედში'' გასულ ზაფხულს გადმოვიდა პორტუგალიური ''ბენფიკადან''. მას გარკვეული დრო დასჭირდა, იმისთვის რომ ადაპტაცია გაევლო ინგლისურ ფეხბურთთან.

ლინდელოფი რეგულარულად ხვდებოდა სასტარტო თერთმეტეულში ნოემბრის თვეში, მას შემდეგ, რაც ერიკ ბააიმ ტრავმა მიიღო. ასევე ვიქტორმა ''იუნაიტედის'' უკანასკნელ 3 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც კრის სმოლინგთან ერთად შექმნილმა დუეტმა მხოლოდ 1 გოლი გაუშვა.

''ყოველთვის ბედნიერი ვარ, როდესაც გუნდს ვეხმარები. ყველა ფეხბურთელს სურს, რაც შეიძლება მეტ მატჩში მონაწილეობა, მათ შორის მეც. სასტარტოში მოხვედრას ბოლო თამაშებია ვახერხებ და ეს ძალიან მახარებს.''- განუცხადა MUTV-ის ლინდელოფმა.

ჟურნალისტებმა მას ასევე ჰკითხეს, გაუჭირდა თუ არა მას გუნდთან ადაპტაცია.
''ამან კარგად ჩაიარა, ვფიქრობ, როდესაც სხვაგან გადადიხარ სათამაშოდ, ცოტა დრო ყოველთვისაა საჭირო ადაპტაციისთვის, ახლა გუნდთან ერთად თავს კარგად ვგრძნობ''

''ყოველდღიურად ძალიან ბევრს ვშრომობ და ვვარჯიშობ, რადგან მსურს გუნდს დავეხმარო. ვცდილობ ყველა მატჩში მონაწილეობის მიღებას და იმის კეთებას, რაც კარგად გამომდის. მე ვფიქრობ, რომ აქ მოსვლის შემდეგ, რა თქმა უნდა უკეთეს ფეხბურთელად ჩამოვყალიბდი. ახლა უკვე ყოველდღიურად ვცდილობ განვითარებას. ჩვენ აქ გვყავს შესანიშნავი ფეხბურთელები, რომელთაგან ძალიან ბევრის სწავლაა შესაძლებელი და ასევე საუკეთესო მწვრთნელი თავისი სტაფით. ისინი რა თქმა უნდა ძალიან მეხმარებიან''-განაცხადა ლინდელოფმა

წყარო:http://www.manutd.com
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: SANDROGRIGA
3 მარტი 2018 21:51
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
წესით შემდეგ სეზონებში უკვე მაღალი დონის მცველი უნდა იყოს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top