თბილისი:
მანჩესტერი:
24-02-2018, 14:23
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2768,
კომენტარები: 22
მოურინიო პოგბას პროფესიონალიზმით მოხიბლულია
ჟოზემ ფრანგი შეაქო.
მოურინიო პოგბას პროფესიონალიზმით მოხიბლულია
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო მიიჩნევს, რომ პოლ პოგბამ პროფესიონალიზმი გამოავლინა, როცა თამაშში შეცვლაზე შესვლის შედეგად ერთვებოდა.

ფრანგი ნახევარმცველი ჩემპიონთა ლიგაზე "სევილიასა" და პრემიერ ლიგაში "ჰადერსფილდთან" შეხვედრების ძირითად თერთმეტეულში ვერ მოხვდა და თამაშში მხოლოდ მოგვიანებით ჩაერთო.

მოურინიოს ასეთი გადაწყვეტილება კი გამოწვეული იყო იმით, რომ პოგბა თავისთვის ჩვეულ თამაშს ვერ აჩვენებდა, თუმცა პრესა ასევე საუბრობს მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის უთანხმოებაზე.

ერთი რამ კი ცხადია, მოურინიო კმაყოფილია ფრანგის პროფესიონალიზმით და საქმისადმი მის მიდგომას აქებს.

"ვფიქრობ, პროფესიონალიზმი გამოავლინა ორივე შემთხვევაში, როცა სათადარიგოთა სკამზე მოხვდა. "ჰადერსფილდის" წინააღმდეგ პრემიერ ლიგაში სათადარიგოთა სკამზე იყო და პროფესიონალიზმი აჩვენა. სევილიაში სათადარიგოთა სკამზე იყო და ასევე მოიქცა.

"სევილიას" წინააღმდეგ თამაში თქვენც იხილეთ - ვფიქრობ, ყოველთვის უფრო რთულია სათადარიგოთა სკამიდან შემოსვლა, ვიდრე სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრა. მოთამაშე სულ სხვაგვარად ემზადება, როცა თავიდანვე იწყებს და გახურების გარეშე 15 თუ 20 წუთში თამაშში ჩართვა და მატჩის რიტმის შენარჩუნება ადვილი არ არის.

ჩემი აზრით, მან კარგად ითამაშა და ზოგჯერ დეტალები უბრალოდ დეტალებია, ხოლო ზოგჯერ ფეხბურთელს ხუთი წუთი სჭირდება იმისათვის, რომ შეცვლაზე შესვლისთვის მოემზადოს. მათ არ უკეთიათ სამუხლეები, არ აცვიათ გეტრები და მაისური. მას კი 10 წამი დასჭირდა იმისათვის, რომ მოედანზე შესასვლეად მზად ყოფილიყო, რაც მის პროფესიონალიზმზე მიუთითებს."


წყარო: manutd.com
ახალი ამბები, ინტერვიუები
22 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
24 თებერვალი 2018 15:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
მალე მორჩეს რა ეს ყველაფერი.. ამის დრო ნამდვილად არაა ეხლაა
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
24 თებერვალი 2018 16:28
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
და ახლა ჩელსისთან ძირითადში არ დააყენებს...

მართლა თუ არ დააყენა და დავრწმუნდები რო კონფლიქტია მათ შორის
0
№3
ავტორი: Phil Jones
24 თებერვალი 2018 17:24
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ისე მე თუ მკითხავს კაცი სწორად იქცევა მოურინიო, პოგბა კიარა ნებისიერს ასე უნდა მოექცე თუ არ გააკეთებს რაც საჭიროა.
0
№4
ავტორი: snatch77
24 თებერვალი 2018 18:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 160
თამაშის სტილი საერთოდ სხვა თემაა და როცა ფეხბურთელი მწვრთნელის მითითებებს არ ემორჩილება სხვა , ზუსტად ისე ექცევა როგორც იმსახურებს , უფრო მკაცრადაც შეიძლებოდა საერთოდ განაცხადს მიღმა რომ დაეტოვებინა ვერ დაადანაშაულებდი მოურინიოს , ეს არის უბრალოდ არაპროფესიონალიზმი და ბოსის დაკიდება , რაც შევამჩნიე ტოტენჰემთან სტადიონზე და „ვაკადრე“ არც ერთი არ აცდეს , მაგას ისევ უკლასო მაგრამ ჟილკიანი ერერა ჯობია ათამაშო ვიდრე ეს მოსიარულე და დაღვრემილ სიფათიანი პიჟონი
P.S ბოდიშს გიხდით პროსტა ვეღარ მოვითმინე :დდდ GGMU
2
№5
ავტორი: Dato kutaisi
24 თებერვალი 2018 19:23
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
Snatch77 ამას ვგულისხმობდი მე როცა აქ ვწერდი რო ვინაც იმ მაისურის ფასი არ იცის რაც აცვია და ვისაც ამ მაისურზე გულთან რო ნახატი აქ ამოქარგული იმას ვერ გრძნობს რომ მსოფლიოს უდიდესი ისტორიის და უნაგრესი გუნდი ლოგოა და მხოლოდ ხელფასს ხედავს და სამსახურია იმისთვის ასეთების საბოგინო არაა აქ და არც უნდა აბოგინოს არც მოუმ ან ვინც არ უნდა იყოს მის ადგილზე.ეს ეკუთვნის მარსიალსაც.ცენზურა გაარყიონ და ის მილიონობით ადამიანი ვინც სულმოუთქმელად ელოდება თამაშს დაგვანახონ რო ისინი იხარჯებიან დარბიან თავის დავალებას აკეთებენ ბოლომდე და ვინც მერე მოურინიოს არ გაა*ვინოს გუნდიდან იმის ოჯახშიც მაინცდამაინც.მაგრამ როცა ხედავ ავტობუსაა თუ ტრაილერა მის სათამაშო ტაქტიკას ფეხბურთელები არ უსრულებენ და ის რაშიც ძლიერი ეგ მწვრთნელი იმასაც ვერ ასეულებ მერე კიდე ეწინააღმდეგები არ ასეულებ დავალებას მერე იძულებული ვარ ჯერ ფეხბურთელს ვაბრალო და მერე მივადგე მწვრთნელს
0
№6
ავტორი: de gea1
24 თებერვალი 2018 21:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 356
იმდენად დავიგალე მე პირადად ბექემიდან მოყოლებული აქამდე ვინც არ უნდა წავიდეს მაგრად არ მაინტერესებს მე პირადად დავიგალე
0
№7
ავტორი: Dato kutaisi
24 თებერვალი 2018 22:36
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
ციტატა: de gea1
იმდენად დავიგალე მე პირადად ბექემიდან მოყოლებული აქამდე ვინც არ უნდა წავიდეს მაგრად არ მაინტერესებს მე პირადად დავიგალე

აუ არ თქვა ძმა რა იმენა ყელში ამოვიდა ამათი ფოკუზწბი რა ვითომ სხვაგან ამ ხელფასს მისცემს ვინმე ან იმაზე მეტად შეიყვარებს ვინმე ვიდრე აქ შეუძლიათ შეყვარება მარა არა ვიგოდნიკობენ
0
№8
ავტორი: Svanchester
24 თებერვალი 2018 23:30
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
დაათბო ურთიერთობა ჟოზემ )))
0
№9
ავტორი: gela-manchesteri777
24 თებერვალი 2018 23:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 182
ყველაპერს შევცვლიდი 0დან ავაშენებდი გუნდს რო შემეზლოს ამ მანჩესტერიდან მარტო დე ხეა ერერა რეშს და მარსოს დავტოვებდი
0
№10
ავტორი: Dato kutaisi
24 თებერვალი 2018 23:51
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
ციტატა: gela-manchesteri777
ყველაპერს შევცვლიდი 0დან ავაშენებდი გუნდს რო შემეზლოს ამ მანჩესტერიდან მარტო დე ხეა ერერა რეშს და მარსოს დავტოვებდი

მაგ ხალხთან მარსიალის ადგილი არაა ძამიკო დამიჯერე ეგეც ხუშტურაა მიუხედავად მისი უდიდესი ტალანტისა და ახრზე არაა რა გუნდის წევრია დანარჩენს შემოევლოს ჩემი თავი

მიუხედავად რეშის მიმართ ჩემი დამოკიდებულებისა რო სულ ვამბობდი და ახლაც ვიტყვი რო ბოთეა მაგრამ ჩვენია სულით და დანარჩენები ფულით დაკავებული.ისე სანჩესის ლანძღვისგან ნაღდად შევიკავებ თავს და მატიჩის ეს ორო თავს არ ზოგავს არცერთ ჩაგდებულ თამაშშიც.ფეხბურთელმა მანახოს რო თვითონ იხარჯება ბოლომდე და მერე მოურინიოს სუყველაფერი...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top